კელი დეგნანი საუბრობს “ბახვი ჰესის” მნიშვნელობის შესახებ
ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრმა ნაია თურნავამ გააკეთა კომენტარი “ბახვი ჰესის”პროექტის შესახებ და მისი აზრით, ეს პროექი ამერიკულ კომპანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია. ეს განაცხადი მან გააკეთა ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის“ აფილირებული კომპანია „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიასთან“ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ. ხელმოწერა სასტუმრო „რუმსში“ წარიმართა და მას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და კომპანიის „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიას“ მმართველმა დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ. ხელმოწერას ასევე დაესწრო აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
„დღეს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი ინვესტორთან, ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან, რომელიც გურიაში მცირე ჰიდროელექტროსადგურის – „ბახვი ერთის“ მშენებლობას ითვალისწინებს. ესაა 12 მგვტ. სიმძლავრის სადგური, სადაც მომავალში მშენებლობის ეტაპზე 300-მდე, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდება. ეს ფაქტი რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი – ჯერ ერთი, ეს არის ახალი ინვესტიცია მწვანე ენერგიაში მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველოც „კოვიდს“ ებრძვის და თითოეული ახალი შექმნილი სამუშაო ადგილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეც, ეს არის ამერიკულ კომპანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
და ეკონომიკის მინისტრის განცხადების მიხედვით მშენებლობა დაიწყება მას შემდეგ რაც დასრულდება კვლევების ჩატარება.
ეს პროექტი არის ერთ-ერთი იმ უამრავ ინვესტიციათა შორის რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩადო საქართველოში 2020 წლის განმავლობაში. ეს ტენდენცია დაიწყო ჯერ კიდევ 2020 წლის პირველ კვარტალში, სადაც აშშ-იდან განხორციელებულ ინვესტიციათა რაოდენობა კონსისტენტურად იზრდებოდა მსოფლიო პანდემიის მიუხედავად.
„თავიდან უნდა იყოს შესწავლა. აუცილებელია, რომ გარემოს ზემოქმედების შეფასება გაკეთდეს, რომ ყველა გარემოსდაცვითი საკითხი იყოს გათვალისწინებული სწორად და ყველა სოციალური საკითხი. რამდენიმე თვეში, როდესაც ეს ყველა სტანდარტი იქნება შესრულებული, ისინი გადავლენ მშენებლობაზე. ჯამში ეს ყველაფერი მაქსიმუმ სამ წელიწადს წაიღებს“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მინისტრმა საქართველოში „ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფონდის საქმიანობა საქართველოში, რომელიც, „ბახვი ერთის“ პროექტის გარდა, კიდევ რამდენიმე მცირე ჰიდროელექტროსადგურს ავითარებს და საკმაოდ საინტერესო პორტფელი აქვს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, რომელიც ასევე ესწრებოდა ხელმოწერას, აცხადებს, რომ „ბახვი ჰესის“ ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ხელმოწერა წინგადადგმული ნაბიჯია აშშ-საქართველოს თანამშრომლობაში.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესწრები „ბახვი ჰესის“ ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ხელმოწერას. ეს არა მხოლოდ მწვანე ენერგეტიკის სფეროში საქართველოს ლიდერობაზე მიუთითებს, ეს არის ასევე წინგადადგმული ნაბიჯი აშშ-საქართველოსა და „ცერბერუს ფრონტიერის“ თანამშრომლობაში. ძალიან მნიშვნელოვან სექტორში, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის ბევრი შრომა იქნა ჩადებული ადგილობრივ დასახლებებთან კოორდინაციასა და მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების შექმნაში. გვიხარია, რომ ჰესი სამუშაო ადგილებისა და ენერგეტიკის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
პროექტი ითვალისწინებს გურიის მხარეში „ბახვი ჰესის“ აშენებას, რომლის დადგმული სიმძლავრე 12 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 50 მგვტ.სთ იქნება, სავარაუდო ინვესტიცია კი – 16 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის განხორციელებას უშუალოდ მშენებლობაზე 300, ხოლო მუდმივად 20 სამუშაო ადგილი შეიქმნება.