ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა post thumbnail image

უკანასკნელი რამდენიმე დღის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის კურსში დადებითი ცვლილებები შეინიშნება. სულ რამდენიმე დღის წინ, 27 სექტემბრის ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო გამყარდა. ეროვნული ვალუტის ცვლილებამ საერთო ჯამში 0.09 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური მაჩვენებელი ლართან მიმართებით 3.1172 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარი ასევე გამყარდა ევროსთან მიმართებითაც, კერძოდ კი ამ უკანასკნელმა ევროსთან მიმართებაში 1.01 თეთრით გამყარება დააფიქსირა უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, შედეგად კი ერთი ევროს ამჟამინდელი ღირებულება 3.6481 ლარი გახდა. რაც შეეხება ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს, მისი საფასური ამჯერად 0.34 თეთრით შემცირდა და  ჯამში ახლა ის 4.2690 ლარს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკით თქმით, ეს პოზიტიური სიახლე ქვეყანაში არსებული ვაჭრობის გააქტიურების შედეგად არის განპირობებული.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ 2021 წლის პერიოდში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობის შესამცირებლად, ჯამში სულ რვა სავალუტო აუქციონი განახორციელა, ხოლო გაყიდა $242.9 მილიონი აშშ დოლარი.

ეროვნული ვალუტის მდგომარეობა და შესაძლო გამყარების მიზეზები

2021 წლის დასაწყისიდან მოყოლებული შეიმჩნევა ეროვნული ვალუტის ნელ-ნელა გამყარების ტენდენცია. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი ამერიკული დოლარი დღეს ოფიციალური კურსით 3.11 ლარი ღირს. ეს საკმაოდ დიდი წინსვლაა იქედან გამომდინარე, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ეს მონაცემი ბევრად უფრო არასტაბილური იყო არა მხოლოდ დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებითაც.

მრავალი ეკონომისტის აზრით, ეროვნული ვალუტის ეს მდგომარეობა დაკავშირებულია ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან და ზოგადად, თითქმის ყველა ტიპის ეკონომიკური აქტივობების რაოდენობის მატებასთან ქვეყანაში. ამასთან, უნდა აღნიშნოს ის ფაქტიც, რომ თავად ეკონომიკის მინისტრი ვალუტის გამყარებას ასევე ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის წარმატებით დაწყებას უკავშირებს და ამბობს, რომ ამ უკანასკნელის ტემპი სტაბილური და იმედისმომცემია, რაც დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მათ შორის კი ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციაზეც. ეს ბუნებრივიც არის, რადგანაც ვაქცინაცია ხელს უწყობს ქვეყანას, რომ იქცეს უსაფრთხო და დაცულ ადგილად ტურისტებისთვის. ბევრი აცრილი ადამიანი ნიშნავს ტურისტების კიდევ უფრო გაზრდილ მაჩვენებელს, საბოლოო ჯამში კი, დასტაბილურებულ ლარსა და დასტაბილურებულ ეკონომიკურ მდგომარეობას.

გარდა ამისა, კიდევ ერთი და სავარაუდოდ, ყველაზე მთავარი მიზეზი, რომელმაც ეკონომისტების აზრით აშკარად პოზიტიური გავლენა მოახდინა ლარის გამყარებაზე 2021 წელს არის ის დიდი რაოდენობით ფულადი გზავნილები, რომლებიც უკანასკნელი დროის განმავლობაში დაფიქსირდა საქართველოში. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში გაუმჯობედა სავაჭრო ბრუნვა, რამაც უდაოდ დადებითი გავლენა იქონია საქართველოს ზოგად ეკონმიკურ მდგომარეობაზე და მათ შორის შეეხო ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციასაც.

ეს ინფორმაცია სტატისტიკური მონაცემებით რომ გავამყაროთ, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ 2021 აპრილში წინა თვესთან შედარებით საქართველოში შემოსული უცხოური ფულადი გზავნილების მოცულობამ 194,1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 3%-ით მეტია. ერთ თვეში ასეთი დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის ჯამური მოცულების მატებამ კი ბუნებრივია, რომ პირდაპირი გავლენა იქონია ეროვნული ვალუტის დასტაბილურებაზე, კერძოდ კი, მაისის ბოლოსთვის ლარმა დოლართან და ევროსთან მიმართებაში შესაბამისად, 3.3 და 4.0 შეადგინა. ეს მონაცემი კი ზაფხულში კიდევ უფრო დადებითი კუთხით შეიცვალა, რაც ქვეყნაში ტურისტების რაოდენობის ზრდითაც იყო განპირობებული

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *