ნავთობის ბაზრის განხილვა და საწვავის მომატებული ფასის მიზეზები
Საქართველოში ბენზინის ფასის ზრდამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რაც საბოლოოდ პროტესტებში და აქციებში გადაიზარდა. კონკურენციის სააგენტოს 2021 წლის შუალედურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ Ბოლო 4 თვის მონაცემებით რეგულაური ტიპის საწვავის ფასი 17-31 თეთრის ფარგლებში მერყეობდა.
Ფასის ზრდა რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, უპირველეს ყოვლისა იმ ფაქტით, რომ საქართველოში ბენზინის ფასი უშუალოდ არის დაკავშირებული საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ნავთობის ფასებთან. Ამიტომ მომწოდებელი ქვეყნების ბენზის ფასის მატებამ გამოიწვია მსგავსი სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში.
Საქართველოში ბენზინის ფასის Განსაკუთრებული თანაფარდობა აღინიშნება ევროპაში მდებარე ქვეყნების ნავთობის ფასებთან. Კვლევების თანახმად საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის კორელაცია (გადასახადების გამოკლებით) არის 95%.
Საწვავის ფასის დადგენის წესები
Კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, საქართველოში ბენზინის ფასის დადგენაზე მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი, როგორიცაა –
- Პლაცის ნიშნული მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმპორტირებული ბენზინის ღირებულებას, რომელიც თავის მხრივ აისახება საქართველოში საწვავის ფასზე.
- Საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. Როგორც წესი იმპორტის მიზნით საწვავს ყიდულობენ დოლარში, ასე რომ, ლარის გაუფასურება მნიშვნელოვნად მოქმედებს საცალო ქსელში საწვავის ფასების ფორმირებაზე.
- Ბენზინის ფასი აგრეთვე დამოკიდებულია Ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე. Მაგალითად, პანდემიის პერიოდში, როდესაც დაწესდა შეზღუდვები და მანქანით გადაადგილება აიკრძალა ერთი პერიოდი საწვავის ფასი საგრძნობლად დავარდა.
- Ასევე აღსაღნიშნია Დროის შუალედი, რომელიც ნავთობის ფასების ცვლილების შემდეგ ბენზინის ფასებზე ასასახად არის საჭირო. Ძირითადად ამ პროცესს 3 თვე სჭირდება. Აგრეთვე ნავთობის გადამუშავების და ტრანსპორტირების ხარჯები.
- Ბაზარზე კონკურენტი კომპანიების გადაწყვეტილებები თავისთავად განსაზღვრავს საწვავზე არსებულ ფასებს.
Მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადასახადები აქციზი და დღგ დიდ როლს ასრულებს ბენზინის ფასის ჩამოყალიბებაში, კონკურენციის სააგენტომ ისინი არ ჩათვალა განმსაზღვრელ ფაქტორებად.
Სააგენტომ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი გადასახადი 1 ლიტრ რეგულარის ტიპის საწვავზე შეადგენს 0,84 ლარს. Ხოლო თავად საბაჟო ღირებულებამ მსხვილი კომპანიებისთვის 1 ლიტრ რეგულარის ტიპის საწვავზე შეადგინა 1,74 ლარი.
Დანარჩენი მონაცემები ასე ჟღერს – დღგ – 0,47ლ, აქციზი – 0,37ლ, საოპერაციო დანახარჯები – 0,25ლ, და ფასნამატი – 0,26ლ.
2021 წლის Ნავთობის ბაზრის მიმოხილვა
Ბოლო 9 წლის განმავლობაში ნავთობის ბაზარზე კონკურენცია საგრძნობლად არის მომატებული. Თუ 2012 წელს ბაზრის იმპორტის დონეზე მხოლოდ 8 აგენტი იყო წარმოდგენილი, ასეთი კომპანიების რიცხვი 2021 წლის მონაცემებით არის 39. Კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, ასეთი ზრდის შედეგად შემცირდა ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსი, რაც ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელია.
Ბუნებრივია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად მოთხოვნადი არის რეგულარის ტიპის საწვავი, ასე რომ მისი წილი ბენზინის სახეობებში არის 64%, ხოლო მთლიან იმპორტში – 35%.
Რაც შეეხება ქვეყანაში იმპორტირებულ ბენზინს და დიზელს, 2021 წელს მისი რიცხვი იყო 1 453 707 ათასი ლიტრი, რაც წინა წელთან შედარებით ცოტათი გაზრდილია. Აქედან ყველაზე მეტი – 22,1% შემოვიდა თურქმენეთიდან, მას შემდეგ მოდის რუსეთი – 19,2%-ით და რუმინეთი 18,2%. Ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია აღმოჩნდა
Ხოლო ავტოგასამართი სადგურების რაოდენობასთან დაკავშირებით სააგენტომ განაცხადა, რომ 2021 წელს ბაზარზე ფუნქციონირებდა 1232 სადგური, რაც წინა 4 წელთან შედარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. Მათი ინფორმაციით Მცირე ქსელების სეგმენტების გააქტიურებამ და ბაზარზე ახალი ეკონომიკური აგენტების გამოჩენამ განსაზღვრა ავტოგასამართი სადგურების ასეთი ზრდა.
საბოლოო რეკომენდაცია ეკონომიკური აგენტებისთვის
Როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთაშორისო ბაზარზე არსებული საწვავის ფასები მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ფასებს და 2021 წელი გამოირჩეოდა ამ ფასების ზრდის დინამიკით.
Აგრეთვე მივუთითეთ, რომ ეროვნული კურსის ცვლილებაც დიდ გავლენას ახდენს ბენზინის ფასზე და მიუხედავად იმისა, რომ შარშან ლარი შედარებით გამყარდა დოლართან მიმართებაში, მან მაინც ვერ მოახერხა საწვავის გაზრდილი ფასის კომპენსირება.
Კონკურენციის ეროვნული სააგენტო ურჩევს ყველა ოფიციალურ წარმომადგენელს ბაზარზე მოქმედი კომპანიებისა, რომ თავი შეიკავონ სამომავლო განცხადებების გაკეთებისგან საწვავის ფასთან დაკავშირებით.