როგორაა შესაძლებელი საქართველოში ოქროში ფულის დაბანდება?

როგორაა შესაძლებელი საქართველოში ოქროში ფულის დაბანდება? post thumbnail image

“ოქრო და ვერცხლი არის ფული, დანარჩენი ყველაფერი კრედიტია”- ამას ამბობდა ჯ.პ. მორგანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფრაზის თქმის შემდეგ ერთ საუკუნეზე მეტი გავიდა, ის მაინც არ კარგავს აქტუალობას. ზოგიერთი ინვესტორისთვის ოქრო დღესაც ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო აქტივად.

ოქროს ისტორიას შორეულ წარსულში მივყავართ. სავარაუდოა, რომ ამ ძვირფას ლითონს მოიპოვებდნენ ჯერ კიდევ 7000 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე და იყენებდნენ როგორც საქონლის ყიდვის საშუალებას. მას შემდეგ მას ვხვდებით ყველა დიდი ცივილიზაციის ისტორიაში. ოქრო მიმზიდველი მეტალია,  არ განიცდის კოროზიას, არსებობს შეზღუდული რაოდენობით და იოლად არ ჰკარგავს ღირებულებას. სწორედ ამ თვისებების გამო, ცივილიზაციები ისტორიის განმავლობაში თანხმდებოდნენ მის ღირებულებაზე და იყენებდნენ მას, როგორც საქონლის ყიდვა-გაყიდვის უნივერსალურ საშუალებად. ამიტომაც, ოქრის მონეტებს სჭრიდნენ და ვაჭრობაში იყენებდნენ ისეთი უძველესი იმპერიები, როგორებიცაა რომი, ბიზანტია, სპარსეთი, ჩინეთი და სხვები.

თუმცა ეს ძვირფასი მეტალი, როგორც  მონოპოლიური ფულადი საქონელი, მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში დამკვიდრდა, როდესაც მსოფლიოში ყველა არსებული ფულის ერთეულების უმრავლესობა ეფუძნებოდა ოქროს სტანდარტს. ეს ნიშნავს, რომ ამერიკული დოლარი, ბრიტანული ფუნტი და ყველა სხვა ვალუტები გამყარებული იყო სახელმწიფო ხაზინაში არსებული ოქროთი.

ამ პერიოდში ქაღალდის კუპიურა ასრულებდა ამ ძვირფასი ლითონის მფლობელობის მოწმობის საბუთს. მისი გადაცვლა თავისუფლად იყო შესაძლებელი ოქროზე. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ოქროს სტანდარტზე უარი თქვა, დიდი ბრიტანეთი იყო. მსოფლიო ომის ხარჯებმა ამ სისტემის შენარჩუნება შეუძლებლი გახადა ამ ქვეყნისთვის.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო დაუბრუნდა ოქროს სტანდარტს. მიუხედავად ამისა, 1971 წელს ვიეტნამის კონფლიქტის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა უკვე საბოლოოდ გააუქმა ეს სისტემა. ამას ოქროს, როგორც აქტივის ღირებულებაზე ნეგატიურად არ უმოქედია და მასში ინვესტირება კვლავ პოპულარულია.

სტატიაში წაიკითხავთ:

  • ოქროში ინვესტირების რა შესაძლებლობებია საქართველოში
  • რა ფორმით შეგიძლიათ შეიძინოთ ოქრო
  • ოქროში ინვესტირების დადებითი და უარყოფითი მხარეები
  • რა არის ოქროს სერთიფიკატი და როგორ ხდება მისი შეძენა
  • რა არის ვაჭრობა კონტრაქტით ფასთა შორის ცვლილებაზე

ოქრო როგორც ერთ-ერთი საუკეთესო აქტივი

ხშირად ოქროში ინვესტიციას ინვესტირების მოძველებულ მეთოდს უწოდებენ. ზოგიერთი ინვესტორი თუ ფინანსური ექსპრტი ამ ძვირფას მეტალში ფულის დაბანდებას ‘დაზღვევის’ შეძენას უწოდებს. ამის მიზეზი ის არის, რომ ოქროს ფასი საკმაოდ მერყევია, თუმცა ის მაინც გარკვეულ ღირებულებას ყოველთვის ინარჩუნს.

ბევრი ცნობილი ინვესტორი, მაგალითან თუნდაც ვორენ ბაფერტი, ფიქრობს, რომ ოქროში ფულის ჩადება მომგებიანი არ არის, რადგან ის შემოსავალს არ იძელევა და უპირატესობას სხვა აქტივებს ანიჭებს. მეორე მხრივ ცნობილი ფინანსური ექსპერტი და ევრო-პასიფიკ კაპიტალის მფლობელი პიტერ შიფი, მიიჩნევს, რომ ძვირფასი მეტალებში თანხების დაბანება კარგი დაზღვევის მექანიზმია და მათ მომავალში დიდი ზრდის პერსპექტივა აქვთ.

ოქროში ინვესტირების რამდენიმე სახე არსებობს. პირველი და ყველაზე ტრადიციული ოქროს საიუველირო ნაკეთობების, ოქროს მონეტებისა და ზოდების შეძენაა. გავრცელებულია ასევე ოქროს სერთიფიკატებიც. ისინი, ვისაც არ სურს, ან არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ შეიძინოს ფიზიკური ოქრო, ვაჭრობენ კონტრაქტით ოქროს ფასთა სხვაობაზე.  მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

დაიწყე CFD-ებით ვაჭრობა ოქროზე XM-თან!

ინვესტირება ოქროში

ფიზიკური ოქროს ყიდვა

ფიზიკური ოქროს შეძენა ძვირფას ლითონებში ინვესტირების ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ამ ძვირფას მეტალს სხვადასხვა სახით ყიდულობენ ინვესტიციისა და დაზღვევის მიზნით. თუ თქვენ გაქვთ დაგროვებული თანხა, შეგიძლიათ შეიძინოთ ამ ლოთონის მონეტები ან თუნაც ზოდები.

ეს ძვირფასი მეტალი შეიძლება ჩაითვალოს კაპიტალის დაზღვევის ერთ-ერთ საშუალებად. მაგალითად, რობერ კიოსაკი, ცნობილი ინვესტორი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფინანსური წიგნის “მდიდარი მამა, ღარიბი მამა”-ს ავტორი, ოქროს ყველაზე სანდო და რეალურ აქტივად მიიჩნევს. მისი აზრით, ის ხელს უწყობს  მსყიდველობითი უნარის შესანარჩუნებასა და დაზღვევას. როგორც თავად განმარტა, ხშირად საკმაოდ რთულია ძვიფრასი ლითონების სამომავლო ფასების პროგნოზირება. მიუხადავად ამისა, ის მაინც მიიჩნევს, რომ ოქრო როგორც მოკლე ასევე გრძელვადიანი ინვესტიციებისათვის ბევრად უფრო საიმედოა ვიდრე ზოგიერთი სხვა აქტივი.

ოქროს ყიდვა საქართველოში ისევე გავრცელებულია როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მაგალითად ადამიანები ხშირად ყიდულობენ ოქროს ნაკეთობებს, სამკაულებსა და ნივთებს იმ მოლოდინით, რომ დროთა განმავლობაში მათი ფასი გაიზრდება და საჭიროების შემთხვევაში ისინი მათ გაყიდიან და მიიღებენ მოგებას.

მიუხედავად იმისა, რომ ოქრო ბევრი ადამიანისთვის მიიჩნევა სტაბილურ ინვესტიციად, ეს არ ნიშნავს რომ მისი ფასი დროთა განმავლობაში არ იცვლება. მაგალითად ერთი უნცია ოქროს ფასი 2000 წელს $250-$300-ს შორის მერყეობდა, ხოლო 2011 წელს ერთი უნცია ოქროს ფასმა $1,800-ს გადააჭარბა. თუმცა 2012 წლისთვის ადგილი ასევე ჰქონდა კორექციასაც, რომილის შედეგადაც ეს ძვირფასი მეტალი ისევ გაიაფდა და $1,200-ს დაუბრუნდა.

ინვესტორები ძირითადად ორი სახის ფიზიკურ ძვირფას მეტალს ყიდულობენ – მონეტებსა და ზოდებს.

ოქროს მონეტები

რადგან წმინდა ოქრო მინარევების გარეშე საკმაოდ რბილია, მისი მონეტებისთვის იყენებენ სხვადასხვა შენადნობებს. მასში ურევენ სხვა მეტალებს, რათა მისცენ მონეტას უფრო მეტი გამძლეობა. ოქროს მონეტებს ქვეყნის ეროვნული ბანკი ჭრის, როგორც წესი, ისინი მზადდება რაიმე თარიღის აღსანიშნავად საიუბილეოდ და გამოიცემა შეზღუდული რაოდენობით.

მსგავს ნივთებს ძირითადად კოლექციონერები და მცირე კაპიტალის მქონე ინვესტორები ყიდულობენ. ასეთი მონეტებია მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოჭრილი ოქროს არწივი და ბუფალო, კანადური ოქროს ნეკერჩხლის ფოთოლი. არსებობს ქართული საინვესტიციო ამ ძვირფასი ლითონის მონეტებიც, რომელთაც საქართველოს ეროვნული ბანკი უშვებს, მაგალითად “ოქროს საწმისი.”

ამ ტიპის ინვესტიციის შეძენა განსაკუთრებით პოპულარულია მცირე კაპიტალის მქონე ინვესტორებში, რომელთაც არ აქვთ ზოდების ყიდვის შესაძლებლობა. გარდა ამისა, მონეტები გაცილებით მცირე ადგილს იკავებს და მათი შენახვაც გაცილებით უფრო მარტივია.

ოქროს ზოდები

ოქროში ინვესტირების კიდევ ერთი მეთოდია მისი ზოდების შეძენა. ეს ამ ძვირფასი ლითონის ის ფორმაა, რომელსაც ხშირად ნახავთ ჰოლივუდურ ბლოგბასტერებში ნაჩვენებ ბანკის საცავებში. თუ ოქროს მონეტების ღირებულება ნომინალში იზომება, ზოდების ღირებულება დგება მისი სიწმინდისა და წონის შესაბამისად.

სწორედ ამიტომ, მათი შეძენა ძვირფას ლითონებში ინვესტირების ერთ-ერთ საუკეთესო გზადაა მიჩნეული.
მსხვილი ინვესტორები, რომელთაც სურთ ოქროში ფულის დაბანდება სურთ, სწორედ ზოდებს ანიჭებენ უპირატესობას.

სად შეგიძლიათ შეიძინოთ ოქრო საქართველოში

ოქროს შეძენა ნამდვილად არაა პრობლემა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ინტერნეტით ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი, მათ შორის ზოდებისაც. ერთი ვარიანტი, რასაკვირველია ამ ძვირფასი ლითონის საიუველირო ნაკეთობების შეძენაა. ისინი შეგიძლიათ შეიძინოთ კომერციულ დაწესებულებებში, ოქროს ბირჟაზე ან შეისყიდოთ ფიზიკური პირებისაგანაც. თუმცა აქ აუცილებელია, რომ წინასწარ შეამოწმებინოთ სინჯი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინოთ ის. რაც შეეხება ქართულ საინვესტიციო მონეტებს, მათი შეძენა კოლექციონერებისაგან ან პირდაპირ ეროვნული ბანკისგან შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში. ამავრდოუად შესაძლებელია მათი შესყიდვა ქართული ფულის მუზეუმშიც.

თუ თქვენ გსურთ შეიძინოთ სხვა საკოლექციო და საინვესტიციო მონეტები ან ოქროს ზოდები, შეგიძლიათ შისყიდოთ ისინი ინტერნეტის საშუალებითაც. ამისთვის ბევრი ვებ-გვერდი არსებობს, რომლებიც თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე გამოგიგზავნიან თქვენთვის მისაღებ ოქროს მონეტასა თუ ზოდს. აქ მხოლოდ უნდა მიუთითოთ თქვენთვის სასურველი წონა და რაოდენობა. თუმცა, თუ ამ გზით აპირებთ ძვირფასი ლითონების სეძენას, გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:

  • თუ თქვენი საინვესტიციო თანხა საკმაოდ სოლიდურია და გსურთ ოქროს შეძენა, ნუ იყიდით დიდი ზომის ოქროს ზოდებს. ამის ნაცვლად, სჯობს შეიძინოთ რამდენიმე პატარა ოქროს ზოდი. ასე უფრო გაგიადვილდებათ მათი შენახვა. გარდა ამისა, თუ წლების შემდეგ მის გაყიდვას გადაწყვეტთ, შეიძლება ვერ იპოვოთ მყიდველი, რომელსაც ამავე რაოდენობისა და ზომის ამ ძვირფასი ლითონის შეძენა ექნება გადაწყვეტილი. ასეთ შემთხვევაში თქვენთვის უმჯობესია თუ გექნებათ ოქროს რამდენიმე ნაჭერი, რომელსაც სხვადასხვა ადამიანებს მიყიდით.
  • ინტერნეტით ყიდვის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება ოქროს ღირებულება მოცემული იყოს ერთიანად. ეს გულისხმობს იმას, რომ გასაყიდ ფასში გამყიდველს შეიძლება შეყვანილი ჰქონდეს ამ ნივთის ტრანსპორტირების ფასი და მომსახურეობის საკომისიო. ამიტომ, სანამ შეძენას გადაწყვეტდეთ, შეამოწმეთ იმ დროისთვის არსებული ოქროს ფასი და დაწრმუნდით რომ ტრანსპორტისა თუ მომსახურეობის თანხები ადეკვატური და მისაღებია თქვენთვის.
  • ინტერნეტით ნებისმიერი ნივთის შეძენა გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული, თუ დარწმუნებული არ ხართ გამყიდველის სანდოობაში, სჯობს მასთან თანამშრომლობისგან თავი შეუკავოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საუბარი დიდ თანხებზეა. სამწუხაროდ, ინტერნეტის საშუალებით შეუძლებელია შეამოწმოთ თქვენ მიერ შერჩეული ოქროს სინჯი, შესაბამისად საჭიროა ვებსაიტი სანდოობის გადამოწმება, რათა არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი.

ოქროში ინვესტირების დადებითი მხარეები

ჩვენ უკვე შევეხეთ იმ დადებით მხარეებს, რაც ოქროში თანხის ინვესტირებას აქვს, ამჯერად უკვე გადავიდეთ მათ უფრო დეტალურ აღწერაზე და ვნახოთ, თუ რატომაა ეს ძვირფასი ლითონი ერთი-ერთი ყველაზე პოპულარული აქტივი.

როგორ დავაბანდოთ ფული ოქროში

შეგიძლიათ გქონდეთ რამდენი ხანიც გსურთ

ვადიანი ანაბრებისა და ობლიგაციებისგან განსხვავებით, როდესაც თქვენ ფლობთ ოქროს ის შეგიძლიათ გქონდეთ იმდენი ხანი, რამდენიც გსურთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ეს ძვირფასი ლითონი და არ გაყიდოთ ის მომდევნო 20, 30 ან მეტი წლის განმავლობაში. ეს სრულიად თქვენზეა დამოკიდებული.

შეგიძლიათ იქონიოთ ის დიდი ხნის განმავლობაში თუ ფასი სტაბილურია და არ იზრდება და გაყიდოთ მაშინ, როდესაც მისი ღირებულება აიწევს. გარდა ამისა, რადგან ოქროზე მუდმივად არსებობს მოთხოვნა, თქვენ დაცული ხართ აქტივის სრული გაუფასურებისაგან. ეს ძვირფასი მეტალი ფასეულია საუკუნეების განმავლობაში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ახლო მომავალში ფასი დაკარგოს მომდევნო.  უფრო მეტიც, ბოლო 200 წლის განმავლობაში ოქროს ფასი დაახლოებით 75-ჯერ გაიზარდა.

მაღალი ლიკვიდურობა

ოქრო ხასიათდება მაღალი ლიკვიდურობით, შესაბამისად მისი გადაცვლა ფულში ძალიან მარტივია. რაც არ უნდა იყოს ოქროს ფასი მოცემული მომენტისათვის, როდესაც მისი გაყიდვა გსურთ, მისი ყიდვის მსურველები მუდმივად არიან.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ძვირფას ლითონზე ყოველთვის მაღალი მოთხოვნაა.

ოქრო საიმედო ინვესტიციაა

სწორედ იმ დადებითი მახასიათებლების გამო, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე, ოქრო საკმაოდ საიმედო ივნესტიციად ითვლება. მაგალითად. თუ თქვენ შეიძენთ აქციებს გრძელვადიანი ინვესტიციის მიზნით, შესაძლოა აქციების ფასი მნიშვნელოვნად დაეცეს, ან უბრალოდ, როგორც ლიმან ბრადერსის ბანკის შემთხვევაში მოხდა, კომპანია გაკოტრდეს და მისმა აქციონერებმა ფული მთლიანად დაკარგონ.

ამის ალბათობა, მართალია დაბალია, თუ აქციებს სწორად შეარჩევთ, მაგრამ ის მაინც არსებობს. ნებისმიერი პროდუქტის თუ სერვისის წარმატება დამოკიდებულია მოთხოვნაზე. თუმცა ოქროს ღირებულების ნულამდე დასვლა ნაკლებად რეალურია და ის შესაბამისად ის საიმედო აქტივად ითვლება.

ოქროში ინვესტირების უარყოფითი მხარეები

ოქროს შეძენას უარყოფითი მხარეებიც აქვს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სანამ მასში ფულის ჩადებას გადაწყვეტთ. თქვენი შესაძლებლობებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლოა ეს არგუმენტები სრულად უმნიშვნელოდ მოგეჩევნოთ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთისთვის ამ მხარეების შესახებ ინფორმაციის ქონა შესაძლოა საკმაოდ გამოსადეგი აღმოჩნდეს.

ოქროთი ვაჭრობა საქართველოში

ოქროს ყიდვა გრძელვადიანი ინვესტიციაა

თუ თქვენ ოქროში ინვესტირება გაქვთ გადაწყვეტილი უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს გრძელვადიანი ინვესტიციაა. სავსებით შესაძლებელია რომ ერთი წლის განმავლობაში ოქროს ფასი მხოლოდ მცირედით შეიცვაოს ან მნიშვნელოვნად დაეცეს. შესაბამისად, თუ თქვენ გსურთ მოკლე დროში მიიღოთ თქვენი ინვესტიციიდან სარგებელი, შესაძლოა ოქრო თქვენთვის საუკეთესო აქტივი არ იყოს.

ოქროში ინვესტირებით ვერ მიიღებთ პროცენტებს ან დივიდენებს

მიუხედავად მისი დადებითი თვისებებისა, აღსანიშნავია, რომ არც ძვირფასი ლითონების მონეტები, ზოდები ან ოქროს სერტიფიკატები არ იძლევა პროცენტის ან დივიდენდის მიღების საშუალებას. უძრავი ქონების, აქციების და ანაბრების შემთხვევაში, ინვესტორს შეუძლია, რომ ყოველთვიურად ან თუნდაც კვარტალში ერთხელ მიიღოს რეგულარული შემოსავალი. ოქროში ფულის დაბანდებით კი ამის მიღწევა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, შემოსავალზე ორიენტირებულ ინვესტორთათვის, ძვირფას ლითონებში ინვესტირება შეიძლება სულაც არ იყოს საინტერესო.

ოქროს ტრანსპორტირება –  შენახვა

ოქროს ტრანსპორტირება და შენახვაც შეიძლება უარყოფით მხარეებად ჩაითვალოს რადგან ის დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან და ამავდროულად გარკვეულ რისკებთანაც. თუ თქვენ მას ინტერნეტით შეიძენთ, მოგიწევთ საკმაოდ მსხვილი თანხის გადახდა მისი ტრანსპორტირებისათვის.

ასევე პრობლემურია ოქროს შენახვაც. რა თქმა უნდა, არავისთვის არ არის სასურველი, რომ ძვირფასი ლითონები საკუთარი სამუშაო მაგიდი უჯრაში, ან მატრასის ქვეშ შეინახოს და სახლიდან გასვლის შემდეგ მუდამ ნერვიულობდეს ამის გამო.

თუ გადაწყვეტთ რომ თქვენი სახლი საუკეთესო ადგილია ოქროს შესანახად, უმჯობესია თუ სეიფს შეიძენთ. თუმცა აქაც არავინაა დაზღვეული ქურდობისგან ან თუნდაც ხანძრისგან. ცხადია ამ მხრივ, უკეთესი ადგილი ოქროს შესანახად ბანკია. აქ შეგიძლიათ დაიქირავოთ სეიფი და იქ შეინახოთ თქვენი ძვირფასეულობა, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც დამატებით ხარჯების გაწევა მოგიწევთ.

ოქროს სერთიფიკატი

თუ თქვენ მაინც გსურთ შეიძინოთ ეს ძვირფასი ლითონი, მაგრამ გინდათ თავიდან აირიდოთ ტრანსპორტირების ხარჯები, მის შენახვაზე და დაცვაზე ნერვიულობა, შეგიძლიათ შეიძინოთ ოქროს სერთიფიკატი.  რა არის ეს საინვესტიციო ინსტრუმენტი და რას ნიშნავს მისი ფლობა?

რა არის ოქროს სერთიფიკატი

ოქროს სერთიფიკატის ფლობა არის ფაქტიურად იგივე რაც ამ ძვირფასი მეტალის შეძენა. განსხვავება ისაა, რომ თქვენ არ მოგაქვთ სახლში ზოდი სეიფში შესანახად, არამედ ფლობთ ფასიან ქაღალდს, რომელიც უვადო და უპროცენტოა. რაც შეეხება თქვენს ოქროს, ის განთავსებული და დაცულია ეროვნულ ბანკში. თქვენ შეგიძლიათ ფლობდეთ ამ სერთიფიკატს იმდენი ხანი, რამდენი ხნითაც გსურთ. როდესაც თქვენი ოქროს ზოდის გაყიდვას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ მიხვიდეთ ეროვნულ ბანკში, წარადგინოთ სერთიფიკატი და მოითხოვოთ თქვენი მისი გატანა. ეროვნული ბანკი, თავის მხრივ ვალდებულია განსაზღვრულ ვადაში გადმოგცეთ ოქროს ზოდი.

კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე

ოქროთი ვაჭრობის კიდევ ერთი გავრცელებული მეთოდი არის კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე (CFD). ეს სახეობა გვარცელებულია ტრეიდერებს შორის, რომელთაც სურთ ამ ძვირფასი ლითონით ყიდვა-გაყიდვა, მაგრამ ან არ აქვთ საკმარისი კაპიტალი ოქროს ზოდების შესაძენად, ან მოგების მიღება უნდათ მოკლე ვადაში და არ არიან მზად გრძელვადიანი ინვესტიციისათვის.

ვაჭრობა ოქროთი

შეიძლება თქვენც ერკვეოდეთ ოქროს ფასებში და მუდმივად აკვირდებოდეთ ბაზარს, თუმცა არ გქონდეთ საკმარისი კაპიტალი მის შესაძენად, ან არ გსურდეთ რამდენიმე წლის განმავლობაში მოგების მისაღებად მოცდა. ამ შემთხვევაში, მოგების სწრაფად მიღების შესაძლებლობას იძლევა კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე.

რა არის კონტრაქტი ოქროს ფასთა შორის სხვაობაზე

კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე (CFD) არის სავაჭრო ინსტრუმენტი. როდესაც CFD-ებით ვაჭრობთ თქვენ გაქვთ მოცემული ოქროს საბაზრო ფასი ყიდვა-გაყიდვისათვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ გჭირდებათ სრული თანხა იმისთვის რომ ოქროზე CFD ინსტრუმენტებით ივაჭროთ, რადგან თქვენ არ ყიდულობთ რეალურ ძვირფას ლითონს. თქვენ ხსნით პოზიციას და სპეკულირებთ ოქროს ფასის ცვლილებით. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მისი ფასი გაიზრდება, მაშინ ყიდულობთ მას და შემდგომ ხურავთ პოზიციას, როდესაც მისი ღირებულებე მოგების გამომუშავების საშუალება მოგცემთ.  ასევე შესაძლებელია, ოქროს გაიაფებაზე ფულის ჩადებაც. შესაბამისად, თუ თქვენი მოლოდინი გამართლდა, იღებთ მოგებას.

ამ ინსტრუმენტით ვაჭრობა შესაძლებელია ფორექს და CFD ბროკერებთან. აქ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედიტით და გახსნათ პოზიციები, რომელთათვისაც თქვენი კაპიტალი საკმარისი არ არის. თუმცა აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ CFD-ებით ვაჭრობა მარტივი არ არის და დაკავშირებულია საკმაოდ დიდ რისკებთან.

CFD-ებით ვაჭრობის დადებითი მხარეები

CFD-ებით ვაჭრობას აქვს თავისი დადებითი მხარეები, თუმცა ესეც დაკავშირებულია თქვენს კაპიტალთან და მიზნებთან.

  • CFD-ებით ვაჭრობის დროს თქვენ შეხება არ გაქვთ რეალურ ოქროსთან, რაც ნიშნავს რომ არ გაქვთ მისი ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯები და არ გიწევთ ნერვიულობა თქვენი აქტივის უსაფრთხოებაზე.
  • თქვენ არ გჭრიდებათ დიდი კაპიტალი იმისთვის რომ ივაჭროთ CFD-ებით, რაც აუცილებელია ნამდვილი ოქროს მონეტებისა და ზოდების შესაძენად.
  • თუ ფიზიკურ ოქროში ინვესტირება დაკავშირებულია დიდ დროსთან, CFD-ებით ვაჭრობისას შეგიძლიათ მოგება მიიღოთ საკმაოდ სწრაფად.

დაიწყე CFD-ებით ვაჭრობა ოქროზე XM-თან!

უნდა ივაჭროთ თუ არა ოქროთი საქართველოში

ოქროთი ვაჭრობა საქართველოში ისეთივე მომგებიანია, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ეს ძვირფასი მეტალი ინვესტირების უნივერსალური მეთოდია და შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს სად იმყოფებით. თუ ფიქრობთ, რომ ოქროს, როგორც აქტივის მახასიათებლები თქვენთვის მისაღებია, მაშინ შეგიძლიათ შეიძინოთ ის სხვადასხვა ფორმით და შეინახოთ იქამდე, სანამ მისი ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ოქროში ფულის დაბანდება შესაძლებელია როგორც მცირე, ასევე მსხვილი ინვესტორებისათვის. რა ფორმით შეიძენთ ამ ძვირფას მეტალს, ეს თქვენზე და თქვენს მიზნებზეა დამოკიდებული. ის შეგიძლიათ შეიძინოთ საიუველირო ნაკეთობის, საიუბილეო და საინვესტიციო მონეტების, ოქროს ზოდების ან ოქროს სერთიფიკატის სახით. შესაბამისად თქვენ გექნებათ აქტივი, რომელიც ხასიათდება მაღალი ლიკვიდურობით.

ფიზიკური ოქროს შეძენის შემთხვევაში მზად უნდა იყოთ გრძელვადიანი ინვესტიციისათვის და წინასწარ იზრუნოთ მის საიმედოდ შენახვაზე. მეორეს მხრივ, თუ ოქროს თქვენთვის საინტერესო სავაჭრო ინსტრუმენტია, შეგიძლიათ დაიწყოთ ვაჭრობა კონტრაქტებით ფასთა შორის სხვაობაზე და  მიიღოთ მოგება უფრო სწრაფად. თუმცა ასეთ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ ამ ინსტრუმენტთან დაკავშირებული რისკებიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *