რა არის სპრედი ფორექსში და როგორ გამოითვლება ეს ხარჯი?
იმისთვის რომ დაიწყოთ ვაჭრობა ფორექსზე, კარგად უნდა გესმოდეთ რა არის წარმოადგენს სპრედი ამ საქმიანობაში. თუ არ გესმით მისი მნიშვნელობა და არ იცით როგორ მოქმედებს ის, თქვენთვის ფორექსზე ვაჭრობა საკმაოდ რთული შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ თუ რა არის სპრედი, როგორ იზომება ის, მისი რამდენი კატეგორია არსებობს და რომელი მათგანით ვაჭრობა სჯობს ფორექსზე.
რა არის სპრედი?
ფორექსზე ვაჭრობა მიმდინარეობს სავალუტო წყვილებით. როგორც სახელწოდება გვეუბნება, ეს ინსტრუმენტი შედგება ორი ვალუტისაგან – Base და Quote. ანუ კურსი აჩვენებს რამდენი Quote ვალუტა არის საჭირო იმისათვის, რომ შეიძინოთ ერთი საბაზისო ერთეული.
ეს შეიძლება ერთი შეხედვით დამაბნეველად ჟღერს, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი ძალიან იოლია. განვიხილოთ ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი მაგალითი: USD/GEL სავალუტო წყვილში, დოლარი არის საბაზისო, ხოლო ლარი Quote ვალუტა. ანუ ეს კურსი აჩვენებს თუ რამდენი ლარია საჭირო ერთი აშშ დოლარის შესაძენად. მაგალითად თუ USD/GEL არის 2.92, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გჭირდებათ 2.92 ლარი იმისთვის რომ შეიძინოთ ერთი დოლარი.
ფორექსზე ვაჭრობისას თქვენ ერთი ვალუტით ყიდულობთ მეორეს. მაგალითად, თუ ვაჭრობთ EUR/USD სავალუტო წყვილით, აქ ევრო არის საბაზისო, ხოლო დოლარი Quote ვალუტა.
იმისთვის, რომ ტრანზაქცია შეასრულოთ, შედიხართ სავაჭრო პლატფორმაზე და პოზიციის გასახსნელად იღებთ ბროკერის მიერ წარდგენილ ბილეთს. აქ მოცემულია ორი ფასი – Bid და Ask ტარიფები. Bid არის ის, რა ფასადაც შეგიძლიათ გაყიდოთ საბაზისო ვალუტა. ჩვენი მაგალითის შემთხვევაში აქ საუბარია ევროზე. ხოლო Ask არის ის, რა ფასადაც შეგიძლიათ იყიდოთ საბაზისო ვალუტა. განსხვავებას Bid და Ask ტარფებს შორის ეწოდება სპრედი.
როგორ იზომება სპრედი
სპრედი იზომება პუნქტით (pip). ეს არის სავალუტო წყვილის ფასის ყველაზე მცირე ცვლილება. როგორც წესი, ყველა სავალუტო წყვილისათვის პუნქტი უდრის 0.0001 ნიშნულს.
განვიხილოთ მაგალითი:
ვთქვათ, გსურთ EUR/USD წყვილით ვაჭრობა
ბილეთში მოცემულია Bid ფასი – 1.1051 და Ask ტარიფი – 1.1054
შესაბამისად სპრედი EUR/USD წყვილისათვის არის 1.1054-1.1057 = 3
აქედან გამომდინარე სპრედის ზომაა 3 პუნქტი
სპრედები ყველა სავაჭრო ინსტრუმენტისთვის განსხვავებულია. როგორც წესი, ყველაზე დაბალი სხვაობა მოცემულია ძირითადი სავალუტო წყვილებისათვის, როგორიცაა მაგალითად EUR/USD, GBP/USD და USD/JPY. აქ სპრედები შედარებით მცირეა, რადგან მათი გაცვლითი კურსი არ გამოირჩევა მკვეთრი ცვალებადობით და ამავრდოულად ამ ინტრუმენტებით ვაჭრობაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ყველაზე დაბალი სხვაობაი როგორც წესი მოცემულია EUR/USD წყვილისთვის. ასევე შედარებითმცირე შეიძლება იყოს სპრედები მეორეხარისხოვანი სავალუტო წყვილებისათვის. რაც შეეხება ეგზოტიკურ ინსტრუმენტებს, აქ სხვაობა გაცილებით უფრო მაღალია.
სხვადასხვა საბროკერო კომპანიები ტრეიდერებს განსხვავებულ სპრედებს სთავაზობენ. შესაძლოა ერთ ბროკერთან EUR/USD წყვილი ივაჭრებოდეს 0.6 პუნქტის სპრედით, ხოლო სხვა ბროკერთან 1.6 პუნქტის სხვაობით. ამიტომ აუცილებელია წინასწარ შეამოწმოთ თუ რა პირობებს გთავაზობთ საბროკერო ფირმა, მანამდე სანამ მათთან ანგარიშის გახსნით.
ყურადღება მიაქციეთ იმასაც, თუ როგორ იღებს შემოსავალს საბროკერო კომპანია. ზოგიერთი ბროკერი იღებს თავის სარგებელს პირდაპირ სპრედებიდან, რაც ნიშნავს რომ ამ სხვაობაში გათვალისწინებულია მათი მოგება.
თუმცა, ამავრდოულად სხვა ბროკერები შემოსავალს იღებენ საკომისიო გადასახადებიდან. როგორც წესი, ამ ხარჯის ოდენობა დამოკიდებულია ნავაჭრი ლოტის რაოდენობაზე. (1 სტანდარტული ლოტი = 100 000 ერთეულს). თქვენთვის უმჯობესია, თუ შეარჩევთ ისეთ ბროკერს რომელსაც არ აქვს საკომისიო და მოგებას პირდაპირ სპრედიდან იღებს.
სპრედის სახეები
არსებობს ორი სახის სპრედი – ფიქსირებული და ცვალებადი. ამ უკანასკნელს, ხშირად მცურავსაც უწოდებენ.
ფიქსირებული სპრედები
ფიქსირებული სპრედი არ იცვლება, მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორ მოძრაობს ბაზარი დროის გარკვეულ პერიოდში, ის მუდმივად იცვლელია. ასეთ სპრედებს სთავაზობენ მარკეტ მეიქერი საბროკერო კომპანიები ან ის ბროკერები რომლებიც მოქმედებენ “dealing desk” მოდელით. ასეთი ფირმები პროვაიდერებისაგან ყიდულობენ დიდი ზომის პოზიციებს და მომხმარებელს სთავაზობენ თუნდაც მცირე თანხებით ვაჭრობას. ეს მათ საშუალებას აძლევს აკონტროლონ ფასი და ტრეიდერებს შესთავაზონ ფიქსირებული სპრედი.
ფიქსირებული სპრედით ვაჭრობას ორი დადებითი მხარე აქვს
1. ამ გზით ვაჭრობა განსაკუთებით სასარგებლოა დაბალი კაპიტალის მქონე ტრეიდერებისათვის, რადგან ეს არ მოითხოვს დიდ ხარჯებს.
2. ეს ამარტივებს ხარჯების გამოთვლას. შესაბამისად ტრეიდერებს შეუძლიათ იოლად დათვალონ ვაჭრობის ხარჯები და მუდმივად იცოდნენ რას უნდა ელოდნენ პოზიციის გახსნისას.
ასევე აქვს ორი მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარე
1. როდესაც მარკეტი არასტაბილურია და ფასები სწრაფად იცვლება, ბროკერისთვის რთულია ფიქსირებული სპრედის შენარჩუნება. ამიტომ შესაძლოა, რომ დიდი მერყეობის დროს, ვერ მოახერხოთ პოზიიის ხელსაყრელ ფასად გახსნა.
2. ფიქსირებული სპრედით ვაჭრობის დროს შესაძლოა ხშირად მიიღოთ განახლებული ბილეთი (re-quoting), რადგან მათ მხოლოდ თქვენი ბროკერი გთავაზობთ და სხვა პროვაიდერი არ გყავთ. შესაბამისად, როდესაც პოზიციის გახსნას მოისურვებთ მოცემული ბილეთის საფუძველზე, შესაძლოა არასტაბილური მარკეტის დროს ბროკერმა დაბლოკოს თქვენი ბრძანება და შემოგთავაზოთ ახალი ბილეთი. როგორც წესი, განახლებულ ბილეთზე ფასები უფრო უარესია, ვიდრე პირველ შემთხვევაში.
ცვალებადი/მცურავი სპრედები
ცვალებადი/მცურავი სპრედების შემთხვევაში Bid და Ask ფასები მუდმივად იცვლება. მას ძირითადად სთავაზობენ no dealing desk საბროკერო კომპანიები. ისინი კონკრეტული სავალუტო წყვილების ფასებს იღებენ სხვადასხვა პროვაიდერებისაგან და შემდეგ აწვდიან ტრეიდერებს. ასეთი ბროკერები ფასის დადგენაში არ ერევიან, შესაბამისად მათ არ აქვთ მასზე კონტროლი.
Bid და Ask ტარიფები მუდმივად იცვლება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა სპრედები ძალიან დაბალი იყოს ან პირიქით საკმაოდ მაღალი გახდეს. ეს დამოკიდებულია ბაზრის საერთო მდგომარეობაზე და მოთხოვნა-მიწოდებაზე. მაგალითად ნორმალურ მდგომარეობაში, სპრედი შეიძლება იყოს 3 პუნქტი, ხოლო ბაზარზე დიდი მერყეობის დროს იმავე სავალუტო წყვილისათვის შეიძლება ეს სხვაობა 30 ერთეულზე მეტს გაუტოლდეს.
ცვალებადი სპრედით ვაჭრობის დადებითი მხარეები
1. ცვალებადი სპრედით ვაჭრობის შემთხვევაში, თქვენთვის სასურველი სავალუტ წყვილისათვის, არ მიიღებთ განახლებულ ბილეთებს (re-quotes).
2. აქ საფასო პოლიტიკა უფრო გამჭირვალეა. ამასთანავე, თქვენ გაქვთ წვდომა რამდენიმე პროვაიდერთან, მათ შორის კონკურენცია დიდია და შესაბამისად თითოეული მათგანი ცდილობს უკეთესი ფასები შემოგთავაზონ.
ცვალებადი სპრედით ვაჭრობის უარყოფითი მხარეები
ცვალებადი სპრედებით ვაჭრობა შეიძლება ცუდად დამთავრდეს გამოუცდელი ტრეიდერებისათვის. რადგან ფასები მუდმივად იცვლება, თქვენი მდგომარეობა შეიძლება თვალის დახამხამებაში შეიცვალოს. თუ მაგალითად ხსნით პოზიციას ნორმალური სპრედით, შესაძლოა ის უცებ გაიზარდოს და რაც აქამდე მომგებიანი პოზიცია სჩანდა, სრულიად წამგებიანი აღმოჩნდეს თქვენთვის.
რომელი ტიპის სპრედია უკეთესი?
როგორც ყოველთვის, აქაც პასუხი დამოკიდებულია თქვენს სურვილებზე, ცოდნასა და გამოცდილებაზე. აშკარაა, რომ ორივე ტიპის სპრედებს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ზოგიერთი ტრეიდერისათვის შესაძლოა ცვალებადი სპრედები უფრო მომგებიანი იყოს, ხოლოს სხვები ფიქსირებულს არჩევდნენ. ცხადია, აქაც არსებობს გარკვეული ტენდენციები.
ზოგადად, ფიქსირებული სპრედები კარგია მათთვის ვისაც დაბალი სავაჭრო კაპიტალი აქვს. ამ მეთოდით ვაჭრობა ასევე მისაღებია იმათთვის ვისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახარაუდო ხარჯების წინასწარ გამოთვლას.
რაც შეეხება ცვალებად სპრედებს, მათ ხშირად ისეთი ტრეიდერები ირჩევენ რომელთაც დიდი სავაჭრო კაპიტალი აქვთ. ამასთანავე ეს შეიძლება იყოს სასარგებლო მათთვის, ვინც აქტიურად ვაჭრობს, განსაკუთრებით კი სავაჭრო პიკის საათების გარეთ, როდესაც ეს ხარჯი შედარებით უფრო დაბალია.
ახლა თქვენ უკვე იცით რა არის სპრედი ფორექსში, როგორ იზომება ის და მისი რა კატეგორიები არსებობს. თქვენ შეგიძლიათ თავად აირჩიოთ რომელი ტიპის სპრედით გსურთ ვაჭრობა თქვენი სავაჭრო კაპიტალის, მიზნებისა და ბაზრის თავისებურებების მიხედვით.