როგორ გავხსნათ დემო ანგარიში ფორექსზე?

როგორ გავხსნათ დემო ანგარიში ფორექსზე? post thumbnail image

ბევრი ადამიანი არის დაინტერესებული ფორექსზე ვაჭრობით, მაგრამ მათგან ყველას არ აქვს საკმარისი გამბედაობა, რომ აქტიუად ჩაერთოდ ამ საქმეში. ეს არ არის გასაკვირი, რადგან ფორექს და CFD პროდუქტებით ვაჭრობა დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკებთან. ხშირად ადამიანები უარს ამბობენ ამ შესაძლებლობაზე რამდენიმე მიზეზის გამო.

პირველ რიგში არავის სურს დაკარგოს საკუთარი დანაზოგი, მათ ეშინიათ რომ ვერ შეძლებენ ფორექსზე წარმატებულად ვაჭრობას, ამიტომაც ურჩევნიათ უარი თქვან ტრეიდინგზე. ასევე, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამ საქმეში ჩართვას დიდი თანხები სჭირდება. კიდევ ერთი გავრცელებული აზრია რომ ფორექსზე ვაჭრობის დაწყება რთული პროცესია და დიდ დროს საჭიროებს.

სწორედ ამ მიზეზების გამო ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი გამოიმუშაოს დამატებითი შემოსავალი ფორექსზე ვაჭრობით საქართველოში და აქვს ამის საკმარისი პოტენციალი, უარს ამბობს ამ საქმიანობაში ჩართვაზე. თუმცა სინამდვილეში ყველაფერი არც ისე რთულია. ყველა ამ საკითხის გადაჭრა არის შესაძლებელი დემო ანგარიშით რომელსაც თითქმის ყველა რესპექტაბელური საბროკერო კომპანია სთავაზობს მომხმარებელს. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რა არის დემო ანგარიში ფორექსზე, როგორ უნდა გახსნათ ის და როგორაა შესაძლებელი მისი გამოყენება.

გახსენი დემო ანგარიში XM-თან!

რა არის დემო ანგარიში?

თუ ფორექსზე ვაჭრობით დაინტერესებული ხართ და საბროკერო კომპანიების საიტებიც დაგითვალიერებიათ, აუცილებლად ნახავდით ინფორმაციას სავაჭრო ანგარიშების ტიპების შესახებ. ბროკერების უმეტესობას რეალურ ნამდვილ ანგარიშებთან ერთად მითითებული აქვს დემო ანგარიშიც. რას წარმადგენს ეს შემოთავაზება? ეს არის ანგარიში, რომელზეც მომხმარებლებს შეუძლიათ ვაჭრობის სიმულაცია რეალური თანხების ჩადების გარეშე.

დემო ანაგრიში წარმოადგენს რეალური ვაჭრობის იმიტაციის შესაძლებლობას. ეს ნიშნავს, რომ დემო ანგარიშზე ყველაფერი არის ზუსტად იგივე, როგორც რეალურ სავაჭრო პლატფორმაზე. შესაბამისად, თქვენ გაქვთ ისეთივე სავაჭრო ფუნქციები და იარაღები როგორიც რეალურ ანგარიშზე გექნებოდათ. ამასთანავე, ბროკერის მიერ მოწოდებული ბილეთები და სპრედებიც იგივეა, რასაც თქვენი ფულით ვაჭრობისას მიიღებდით. დემო ანგარიშზე ბაზრის ცვლილებებიც და ტენდენციებიც რეალურ დროში აისახება.

მაშინ რა განსხვავებაა დემო და რეალურ ანგარიშს შორის? პასუხი მარტივია – ფული. დემო ანგარიშზე თქვენ არ ვაჭრობთ რეალური ფულით, შესაბამისად წარმატების შემთხვევაში თქვენ ვერ მიიღებთ მოგებას, თუმცა არც წარუმატებლობის შემთხვევაში დაკარგავთ რაიმე თანხას. როდესაც დემო ანგარიშს ხსნით, ბროკერი გაძლევთ ვირტუალურ თანხას სავაჭროდ. თუ ეს რესურსი ანგარიშზე ამოიწურება, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი განახლება და ივაჭროთ იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც გსურთ.

როგორ უნდა გახსნათ დემო ანგარიში

დემო ანგარიშის გახსნა ძალიან მარტივია და სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს.  მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გახსნათ დემო ანგარიში XM საბროკერო კომპანიასთან და მასზე ივაჭროთ შეუზღუდავი დროით. ამის გაკეთება შესაძლებელია როგორც ინგლისურ, ასევე რუსულ ენაზე. მოდით ვნახოთ მაგალითი, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი.

XM საბროკერო კომპანიასთან დემო ანგარიშის გასახსნელად უნდა შეავსოთ ორნაწილიანი მარტივი აპლიკაცია.

რა არის დემო ანგარიში

როგორც ხედავთ, პირველ ნაწილში უნდა მიუთითოთ თქვენი პერსონალური დეტალები: სახელი და გვარი, როგორც ეს მითითებულია თქვენს ოფიციალურ საბუთებში (მაგ. პირადობის მოწმობა), ქვეყანა და ქალაქი სადაც ცხოვრობთ, თქვენი მობილურის ნომერი, იმეილი და სასურველი ენა, რომელზეც გსურთ გახსნათ ანგარიში. სამწუხაროდ, ამ დროისათვის ქართული ენა ხელმისაწვდომი არაა. თუმცა თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ენა 23 ვარიანტიდან, მათ შორისაა ინგლისური, რუსული, გერმანული და სხვები. გაითვალისწინეთ, რომ მოცემული ინფორმაცია უნდა შეავსოთ ლათინური ასოებით.

როგორ ხდება ვაჭრობა დემო ანგარიშზე

შემდეგი ნაბიჯია ინფორმაციის შევსება სავაჭრო ანგარიშის შესახებ. ქვემოთ განვიხილათ ამ საკითხს უფრო დეტალურად გავეცნობით:

  1. სავაჭრო პლატფორმის შერჩევა
    პირველ რიგში უნდა მიუთითოთ რომელ სავაჭრო პლატფორმაზე გსურთ ვაჭრობა. XM მომხმარებელს სთავაზობს ორ არჩევვანს, MetaTrader 4-ს და MetaTrader 5-ს. ამ ორს შორის განსხვავება საკმაოდ მცირეა. მიუხედავად ამისა, MT5 პლატფორმაზე  სხვა სავაჭრო ინსტრუმენტებთან ერთად შესაძლებელია ვაჭრობა CFD-ებით აქციებზე, ხოლო MT4-ზე ეს შესაძლებელი არ არის. შესაბამისად, თუ თქვენ გსურთ CFD სავაჭრო ინსტრუმენტების გამოყენება, სჯობს აირჩიოთ MT5 პლატფორმა. სხვა შემთხვევაში თუ  მხოლოდ სავალუტო წყვილებით გსურთ ვაჭრობა, მაშინ MetaTrader 4-იც შეიძლება კარგი არჩევანი აღმოჩნდეს.
  2. სავაჭრო ანგარიშის ტიპის შერჩევა
    XM მომხმარებელს რამდენიმე ტიპის ანგარიშს სთავაზობს, თუმცა დემოსთვის მოცემულია მხოლოდ ორი მათგანი: XM Standard და XM Ultra Low Standard. ორივე შემთხვევაში 1 ლოტი უდრის 100,000 ერთეულს. მათ შორის არის მცირე განსხვავებაა, შეგიძლიათ შერჩევამდე დაწვრილებით გაეცნოთ ანგარიშის ტიპებს XM-ის ოფიციალურ საიტზე და დემოსთვის შეარჩიოთ ის ტიპი, რომელიც თქვენთვის ყველაზე სასურველი იქნება რეალური სავაჭრო ანგარიშის გახსნის შემთხვევაში.
  3. ანგარიშის საბაზისო ვალუტის შერჩევა
    თქვენ უნდა შეარჩიოთ საბაზისო ვალუტა თქვენი დემო ანგარიშისათვის, რა ვალუტაშიც იქნება მოცემული ვირტუალური თანხა. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი 11 მოცემული შემოთავაზებიდან, მათ შორისაა აშშ დოლარი, ევრო და ფუნტ სტერლინგი. შეარჩიეთ ის, რომელ ვალუტაშიც გასხნიდით რეალურ სავაჭრო ანგარიშს.
  4. ლევრეჯის შერჩევა
    დემო ანგარიშზე, ისევე როგორც რეალურ სავაჭრო ანგარიშზე, შესაძლებელობა გაქვთ გამოიყენოთ ლევრეჯი. ეს უნდა შეარჩიოთ წინასწარ, დემო ანგარიშის გახსნამდე. თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ
    თქვენთვის მისაღები ლევრეჯის დონე 1:1-დან 1:888-მდე. აქაც, შეარჩიეთ ისეთი ვარიანტი, რომელსაც გამოიყენებდით რეალურ სავაჭრო ანგარიშზე ვაჭრობისას.
  5. სავაჭრო კაპიტალის შერჩევა
    ბოლოს, უნდა მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სავაჭრო კაპიტალი, რომელიც აისახება თქვენს ანგარიშზე ვირტუალური თანხის სახით. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ 1000, 3000, 5000, 10 000, 25 000, 50 000, 100 000, 500 000, 1 000 000 ან 5 000 000 დოლარი, ევრო ან სხვა ვალუტა რომელიც აირჩევთ როგორც ანგარიშის საბაზისო ვალუტა. მიუთითეთ იმ რაოდენობის თანხა, რამდენსაც გამოიყენებდით რეალურ ანგარიშზე, რათა აქ თქვენი გამოცდილება მაქსიმალურად ახლოს იყოს თქვენს სამომავლო ვაჭრობასთან. მაგალითად, თუ თქვენი რეალური სავაჭრო კაპიტალი $1000-ს შეადგენს, მაშინ ალბათ არალოგიკური იქნება თუ დემო ანგარიშზე 5 მილიონით ივაჭრებთ.ფორექს დემო ანგარიში

ინფორმაციის სრულად შევსებისა და დემო ანგარიშის დეტალების მითითების შემდეგ უკვე შეგიძლიათ დააყენოთ პაროლი, გახსნათ დემო ანგარიში და დაიწყოთ ვარჯიში ვაჭრობაში.

გახსენი დემო ანგარიში XM-თან!

როგორც ავღნიშნე, XM დემოს გამოყენება შეგიძლიათ ულიმიტოდ. თუმცა თუ 90 დღის განმავლობაში არ იაქტიურებთ თქვენი დემო ანგარიში ავტომატურად დაიხურება. ასეთ შემთხევაში თქვენ შეგიძლიათ ხელახლა დარეგისტრირდეთ, თუმცა ამის შესაძლებელობა მხოლოდ 5-ჯერ გაქვთ.

რატომ უნდა დაიწყოთ ფორექსზე ვაჭრობა დემო ანგარიშით

ახლა თქვენ უკვე იცით როგორ გახსნათ დემო, მაგრამ რა საჭიროა მისი გამოყენება? ეს საუკეთესო შესაძლებლობაა ისწავლოთ ვაჭრობა ფორექსზე ფინანსური რისკის გარეშე. რა თქმა უნდა, აუცილებელია გქონდეთ თეორიული ცოდნა ფორექსის შესახებ, მანამ სანამ დარეგისტრირდებით. მას შემდეგ, რაც შეიძენთ საბაზისო ცოდნას, დემო ანგარიში დაგეხმარებათ გაიღრმავოთ ცოდნა პრაქტიკით. შესაბამისად, ამ ეტაპის გავლა აუცილებელი ნაბიჯია რეალური ვაჭრობის დაწყებამდე. თუმცა ფორექს დემო ანგარიშის გამოყენებას სხვა დადებითი მხარეებიც აქვს:

  • თქვენ შეგიძლიათ გამოსცადოთ თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები, რათა უკეთ შეაფასოთ რამდენად წარმატებულად ივაჭრებთ რეალურ ანგარიშზე.
  • დემო ანგარიში შესაძლებლობას გაძლევთ დატესტოთ როგორია საბროკერო კომპანია და გადაწყვიტოთ გსურთ თუ არა მასთან მომავალში თანამშრომლობა.
  • შეგიძლიათ შეამოწმოთ სავაჭრო პლატფორმა, თუ რამდენად მოსახერხებელი და სასურველია თქვენთვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეცვალოთ იგი.
  • რამდენადაც დემო ანგარიშზე თქვენ არ ვაჭრობთ რეალური თანხით, შეგიძლიათ თავისუფლად იმოქმედოთ სტრესის გარეშე და გამოსცადოთ სხვადასხვა სტრატეგიები რათა ნახოთ, თუ რომელი მათგანია თქვენთვის ოპტიმალური.

როგორ უნდა შეარჩიოთ და გამოიყენოთ დემო ანგარიში

ალბათ, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება თუ დემო ანგარიშს გახსნით იმ საბროკერო კომპანიასთან, რომელთანაც მომავალში ნამდვილი თანხებითაც გსურთ ვაჭრობა. ამ შემთხვევაში, შეძლებთ წინასწარ შეაფასოთ საბროკერო კომპანია. აუცილებლად ნახეთ დემო ანგარიშის გამოყენების პირობები რათა თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ.

ზოგიერთი საბროკერო მომხმარებელს სთავაზობს დემო ანგარიშს ლიმიტირებული დროით – ეს შეიძლება იყოს 7 დღე, 30 დღე, ხოლო სხვებს არ აქვს დაწესებული მსგავსი შეზღუდვები და დამწყებ ტრეიდერებს სთავაზობენ მას ულიმიტო დროით, როგორც მაგალითად XM. ასევე, დარწმუნდით, რომ საბროკერო კომპანიას დემო ანგარიში ცალკე აქვს გამოყოფილი. ზოგიერთი ბროკერი მომხმარებელს სთავაზობს გახსნას რეალური ანგარიში, სადაც შესაძლებელია დემოთი სარგებლობაც. თქვენთვის, როგორც დამწყებთათვის, რა თქმა უნდა უკეთესია აირჩიოთ ისეთი პროაიდერი, რომელსაც ეს ანგარიშები განცალკევებით აქვს.

იმისთვის რომ დემო ანგარიშიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, ივაჭრეთ აქტიურად და ჩაიწერეთ ინფორმაცია თქვენი პოზიციების შესახებ, მიუთითეთ რა თანხით გახსენით პოზიცია და რომელი სტრატეგია გამოიყენეთ. მიიღეთ თუ არა მოგება და ა.შ. ეს დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ თქვენი უნარები და ვაჭრობის სტრატეგია. ამასთან ერთად, ივაჭრეთ ისე, როგორც ამას გააკეთებდით ნამდვილ ანგარიშზე, რათა მიიღოთ რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული გამოცდილება.

და ბოლოს, დემო ანგარიში განკუთვნილია სწავლებისა და პრაქტიკისათვის.  როდესაც მიხვდებით, რომ საკმარისი ცოდნა მიიღეთ იმისთვის გადახვიდეთ ნამდვილი თანხებით ვაჭრობაზე, უკვე შესაძლებელი იქნება ამ ნაბიჯის გადადგმაც.  დაიწყეთ რეალური ანგარიშით ვაჭრობა და მაქსიმალურად გამოყენეთ მიღებული ცოდნა.

გახსენი დემო ანგარიში XM-თან!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *