სებ-ის ვიცე პრეზიდენტი: “ფინანსური სიჯანსაღე აღდგენილია”

სებ-ის ვიცე პრეზიდენტი: “ფინანსური სიჯანსაღე აღდგენილია” post thumbnail image

2021 წელი ქართული ბანკებისთვის რეკორდული აღმოჩნდა წმინდა მომგებიანობის კუთხით –  14-მა კომერციულმა ბანკმა სრულად, ნებისმიერ წინა წელთან შედარებით მეტი, 2.08 მილიარდი ლარის მოგება ნახა. 2021 წლის 27 იანვარს სებ-ის ვიცე პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ სებ-ის 2022 წლის საზედამხედველო სტრატეგიაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ფინანსური სიჯანსაღე აღდგენილია.

ლეჟავას თქმით საბანკო სექტორმა დაწერა 30%-იანი უკუგება კაპიტალზე. საშუალოდ, 100 ლარის ინვესტიციაზე ინვესტორმა 30 ლარის უკუგება მიიღო, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.

საბანკო სექტორი აღმოჩნდა კრიზისიდან გამოსვლის წამახალისებელი. 2022 წლისთვის ვარაუდობენ, რომ უკუგება კაპიტალზე 20%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება. ამის მიზეზად ლეჟავამ პოლიტიკური რისკები და პანდემია დაასახელა.

ჯამური შემოსავლის შედარება წინა წლებთან

რაც შეეხება ჯამურ შემოსავალს – ეს ბანკებისთვის 2021 წლის განმავლობაში ჯამურად 5.97 მილიარდ ლარს შეადგენდა. წინა წლის ანალოგიური პერიოდისთვის შემოსავალი 22%-ით ნაკლები იყო. სექტორისთვის მთავარ წყაროს ფიზიკური პირების სესხები წარმოადგენს, თუმცა გაზრდილია სხვა ფინანსური ოპერაციებიდან და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლებიც.

ზუსტი მაჩვენებლები

  •  ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატება წინა წელთან შედარებით ფიზიკური პირების სესხებიდან –  21%; შემოსავლები – 2.48 მილიარდი ლარი;
  •  ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატება წინა წელთან შედარებით იურიდიული პირების სესხებიდან –  მატება 18%; შემოსავლები – 1.67 მილიარდი ლარი;
  • წმინდა მოგების მატება წინა წელთან შედარებით მომხმარებლისთვის ვალუტის კონვერტაციის ოპერაციებიდან – 1400%; წმინდა მოგება – 301.2 მილიონი ლარი;
  • საკომისიოების მატება გაწეული მომსახურებისთვის წინა წელთან შედარებით – 43%; საკომისიოები – 466 მილიონი ლარი;
  • ჯარიმების მატება წინა წელთან შედარებით – 47%; ჯარიმები – 73.7 მილიონი ლარი.

ბანკების ხარჯები

  • მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი – 1.27 მილიარდი ლარი
  • ბანკების საკუთარი სესხების მომსახურება (უცხოური და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების მიმართ) – 770 მილიონი ლარი
  • თანამშრომლებზე დახარჯული თანხა ხელფასების სახით – 797 მილიონი ლარი

ბანკების ადმინისტრაციისა და აპარატის შენახვის ხარჯები გაზრდილია 15%-ით.

მთლიანობაში 2021 წელს 2.33 მილიარდი ლარის მოგება აღირიცხა, მოგების გადასახადის სახით საბანკო სისტემამ 256 მილიონი ლარი გადაიხადა. საბოლოოდ, ბანკების წმინდა მოგება შეადგენს 2.08 მილიარდ ლარს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *