სააქართველოში ინფლაციის დონემ საგრძნობლად მოიმატა

სააქართველოში ინფლაციის დონემ საგრძნობლად მოიმატა post thumbnail image

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად, საქართველოში ინფლაციის დონემ 2022 წლის იანვარში 1.1%-ით მოიმატა  2021 წლის დეკემბერთან შედარებით, წლიური ინფლაციის დონე 13.9%-ს უტოლდება.

ინფლაციის ასეთი ზრდა საქართველოში ბოლოს 2011 წელს დაფიქსირდა, როდესაც მაჩვენებელი 14.3%-ს წარმოადგენდა.

ინფლაციის დონე განპირობებულია პროდუქტისა და მომსახურების ჯგუფების ფასების ცვლილებებით. წინა თვესთან შედარებით 2022 წლის იანვარში პროცენტული ცვლილება ასე გამოიყურება:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები                     2.5%
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო                          1.2%
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი                                     -3.8%
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი              2.9%
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა               1.2%
  • ჯანმრთელობის დაცვა                                                 0.2%
  • ტრანსპორტი                                                                   0.4%
  • კავშირგაბმულობა                                                         0.2%
  • დასვენება, გართობა და კულტურა                         -2.6%
  • განათლება                                                                     -0.2%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები                 1.1%
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება                  0.7%

ყველაზე დიდი წვლილი ინფლაციის იანვრის თვის მაჩვენებლის ზრდაში (1.1%-ით) სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასის ცვლილებამ შეიტანა 0.84%-ით. ამ ჯგუფში ფასები წლის განმავლობაში მთლიანობაში 16.2%-ით გაიზარდა წინა წლის იანვართან შედარებით. ყველაზე მეტად ფასების მომატება 23.3%-იანი მაჩვენებლით ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ქვეჯგუფში მოხდა. პური და პურპროდუქტების ფასები – 20.5%-ით გაიზარდა, ზეთისა და ცხიმის 19.6%-ით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური
წვენები 18.3%-ით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 18.2-ით, თევზეული 16.6%-თ, რძე, ყველი და კვერცხი 14.4%, ხილი და ყურძენი 13.7%, ხორცი და ხორცის პროდუქტები 11.9%, ყავა, ჩაი და კაკაო 7.8%;

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები              16.2%
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო                   6.2%
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი                               -0.9%
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი       44.8%
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა         11.4%
  • ჯანმრთელობის დაცვა                                           7.5%
  • ტრანსპორტი                                                             16.2%
  • კავშირგაბმულობა                                                   -0.4%
  • დასვენება, გართობა და კულტურა                    0.2%
  • განათლება                                                                 4.3%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები           16.0%
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება             5.7%

რაც შეეხება შემდეგ ჯგუფს: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – აქ ფასების ზრდის მაჩვენებელი 44.8%-ით აისახება. წლიურ ინფლაციაზე ეს მატება 3.68%-ით ახდენს გავლენას. ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ფასების მატება 68%-ით აისახა, წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების — 58%-ით, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების ფასები 8,7%-ით, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე -3,1%-ით;

სებ-ი აცხადებს, რომ ამ მაჩვენებლების შესაბამისად ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10,5%-ზე დატოვა. აღნიშნავენ, რომ ინფლაციის ასეთი წლიური მატების სურათს იმპორტული საქონელი ქმნის, რაც აშშ დოლარის საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდით აისახება.

სებ-ი აცხადებს, რომ მათი ვარაუდით ინფლაცია წლის ბოლომდე ნორმას დაუბრუნდება და კვლავ დაიკლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *