რამდენია საქართველოს საგარეო ვალი?

რამდენია საქართველოს საგარეო ვალი? post thumbnail image

საგარეო ვალის მოცულობა არა მარტო განსაზღვრავს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, არამედ სახელმწიფოს საერთაშორისო ფინანსურ რეპუტაციას. შესაბამისად, რაც მეტია საგარეო ვალის მოცულობა, მით უფრო სუსტია ქვეყანა ეკონომიკურად. საგარეო ვალის აღება ხდება უცხოელი მსესხებლებისგან. ეს შეიძლება იყოს საერთაშორისო კომერციული ბანკი, სახელმწიფო მთავრობები და სხვა სახის ფინანსური ინტიტუტები. საგარეო ვალის აღება კი გამოწვეულია შიდა საფინანსო მდგომარეობის კრიზისით. შესაბამისად, თუ ქვეყანა იღებს საგარეო ვალს, ეს ნიშნავს რომ მას არ ჰყოფნის შიდა ეკონომიკური რესურსები კონკრეტული საკითხის მოსაგვარებლად და მიზნების განსაზორციელებლად. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ვალი მეტ წილად უცხოურ ვალუტაში აიღება, რაც სახელმწიფოს ავალდებულებს დაფაროს თანხა იმავე ვალუტაში და არა ეროვნული ერთეულის ექვივალენტით.

ქვეყნის განვითარების დონე არ აღნიშნავს საგარეო ვალის მოცულობის პირდაპირპროპორციულობას. ისეთ განვითარებულ ქვეყნებს როგორიცაა მაგალითად აშშ, მსოფლიოში ყველაზე მაღალი საგარეო ვალის ნიშნული აქვს, თუმცა ამავდროულად, ქვეყანა დიდი რაოდენობით გასცემს ფულს გამსესხებლის ამპლუაში. აქედან გამომდინარე, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს საგარეო ვალის აღებას, ეს უნდა მოხდეს გონივრულად და მისი გადახდისუნარიანობის შეფასებით. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, აუცილებლია აქცენტი გაკეთდეს აღებული ვალის რაოდენობაზე, რადგან არასაკმარისი რესურსების გამო, საქართველოს არ შეუძლია გახდეს საგარეო ვალის გამსესხებელი ქვეყანა.

საქართველოს კერძო სექტორის საგარეო ვალი რეკომენდებულ ნიშნულს სცდება

სახელმწიფოს საგარეო ვალს ისეთი ფინანსური ინსტიტუტები აფასებენ, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. მათი კრიტერიუმების მიხედვით, თუ ქვეყანა დაბალი ან საშუალო-შემოსავლიანია, საგარეო ვალის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 35%-55%-ს. ამ ყოველივეს ფონზე, კი საქართველოს ეროვნული ბანკის უახლესი მონაცემების მიხედვით, ქვეყნის წმინდა მიმდინარე საგარეო ვალი, ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 67%-ს შეადგენს, რაც მარტის თვის მონაცემებით, 13.3 მლრდ აშშ დოლარს უდრის.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საგარეო ვალი 11.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, საერთო ნიშნული, კვლავ მწვავე შედეგზე მიუთითებს, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საერთაოშოსირო რეკომენდებულ კრიტერიუმებთან. რაც შეეხება ჯამურ ვალს, მისი ოდენობა 22 მლრდ აშშ დოლარზე მეტია, რომლის 90.9% დენომინირებულია საერთაშორისო ვალუტით. ჯამური საგარეო ვალი, ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის 110%-ზე მეტია.  საქართველო ფინანსური კუთხით არის ქვეყანა, რომელიც ლავირებს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის. შესაბამისად, ვალის მსგავსი ცვლილება და მისი ნეგატიური მიმართება მშპ-სთან არასახარბიელოდ აისახება, როგორც შიდა, ასევე საგარეო იმიჯზე.

რაც შეეხება კონკრეტულ მაჩვენებლებს, საგარეო ვალის გადანაწილება საჯარო და კერძო სექტორში, მიმართულების მიხედვით განსხვავდება. ეროვნული ბანკის მაჩვენებლების მიხედვით, კერძო სექტორის ვალი, დაახლოებით 10 მლრდ აშშ დოლარია, სადაც ყველაზე მაღალი წილით გამოიირჩევა საბანკო სექტორი. მათი საგაეო ვალი 5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ძირითადი წყაროების კუთხით, კი გამოირჩევა სხავდასხვა საკრედიტო ინსტიტუტები და უცხოური კომპანიების დამფუძნებლები. ეს მაჩვენებელ მშპ-ს 25%-ს უტოლდება. ასევე მაღალია კომპანიათშორისი ვალები რაც 3.5 მრლდ აშშ დოლარს შეადგენს.

2022 წლის პირკველ კვარტალში საგარეო ვალმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. დაიფარა მცირე ნაწილი, 11.6 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ცვალდებადი მოვლენებისა და ოპერაციული განსხვავებების გამო, ვალი 130 000 აშშ დოლარით გაიზარდა. ასევე ვალის ოდენობის გაზრდას საერთაშორისო ვალუტის არასტაბილური მდგომარეობაც იწვევს. აღნიშნულის ფონზე, მიმდინარე საგარეო ვალდებულებები 942 მლნ აშშ დოლარზე მეტია, საიდანაც დაახლოებით 50% -ს არ აქვს დაფარვის ვადა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ არის ლიმიტირებული დაფარვის დედლაინში მანამ, სანამ ის სავალუტო ფონდის წევრია. აღნიშნული ტიპის საგარეო ვალს, ნასესხობის სპეციალური უფლების სტატუსი აქვს მინიჭებული.

საქართველოს სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი მშპ-ს 52%-ზე მეტია

განსხვავებული შედეგები იკვეთება საჯარო სექტორის საგარეო ვალის ნიშნულებთან მიმართებით. კონკრეტულად, ეროვნული ბანკის განცხადებით, საერთო ვალის დიდი ნაწილი, 10.4 მლრდ აშშ დოლარი სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 52%-ზე მეტია. რაც შეეხება სექტორის მიხედვით განაწილებას, დიდია ცენტრალური მთავრობის ვალი, დაახლოებით 8 მრლდ დოლარის ოდენობით. ამას მოსდევს სახელმწიფო საწარმოების მიერ აღებული სესხების რაოდენობა, 1.2 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 6%-ზე მეტია. შემდეგია საქართველოს ეროვნული ბანკის ვალი, 942 მლნ აშშ დოლარზე მეტი ოდენობით და საბოლოოდ, საწარმოების ობლიგაციების მიერ აღებული საგარეო ვალი, რაც 438 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

აქედან გამომდინარე, კერძო ისევე როგორც, საჯარო სექტორში გაზრდილმა საგარეო ვალმა, მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშნვნელოვანი ნაწილი შეადგინა. ეს ყოველივე კი ნეგატიურად აისახება სამომავლო ფინანსურ მდგომარეობაზე. საგარეო ვალის გაზრდა, რაც გლობალრი ცვლილებების და ვალუტის არასტაბილურობის ფონზე ვითარდება, კიდევ უფრო ზრდის სახელმწიფოს ფინანსურ ვალდებულებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *