საქართველოს პოლიტიკური გარემო ბიზნესს აფერხებს

საქართველოს პოლიტიკური გარემო ბიზნესს აფერხებს post thumbnail image

ბიზნესის წარმატებას უამრავი ფაქტორი განაპირობებს. მათი დიდი ნაწილი ეხება იმ ქვეყნის მიერ უზრუნველყოფილ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ გარემოს, სადაც ბიზნესი ოპერირებს. აქედან გამომდინარე, სტაბილურ შიდა ფაქტორებს,გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნებსიმიერი სახის ბიზნესის წარმართვაში.

საქართველო, როგორც  ქვეყანა რომელსაც აქტიურად აქვს ევროპული გეზი აღებული, უნდა ზრუნავდეს, მაქსიმალურად დააბალანსოს მდგომარეობა შიდა ინფლაციის, ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების და საერთაშორისო ბაზარზე წვდომის საკითხებთან მიმართებით. ეს პირდაპირ დადებით გავლენას მოახდენს საქართველოში არსებულ ბიზნესზე, იქნება ეს დამყარებული ქართულ თუ უცხოურ კაპიტალზე. მიუხედავად მსგავსი მნიშვნელობისა, EBA-ს ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებული ბიზნესები, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან, რაც მათ განვითარებას ერთიანად აფერხებს.

კვლევის მიზანი მთავარი პრობლემური ფაქტორების გამოვლენა და მათი ბიზნესგარემოს განვითარებასთან კავშირის დადგენა იყო. საქართველოსთვის ევროპული ინტერესების მქონე კომპანიები, დიდ გავლენას ახდენენ ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ ყოველივეს შედეგია, ბოლო წლებში ეროპის ბაზარზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ექსპორტი და იმპორტი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი გარიგებების გახშირებასთან ერთად.

ბიზნესის ზრდის შეფერხების მთავარი გამომწვევი ფაქტორები

ევროპულმა ბიზნესაცოციაციამ ჩაატარა კვლევა, საქართველოში ოპერირებად 200 კომპანიაზე, რომლებშიც ევროპული კაპიტალი მონაწილეობს. მსგავსი კომპანია ქვეყანაში სულ 1 200-ია. მიუხედავად საკითხის სპეციფიურობისა, კვლევის ფარგლებში რამდენიმე საერთო და გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი გამოიკვეთა, რაც არსებითად აფერხებ ბიზნესის ზრდას.

მთავარ პრობლემად საქართველოში არასტაბილური და რთულად პროგნოზირებადი პოლიტიკური გარემო დასახელდა. ზოგადად, პოლიტიკა ბიზნესზე მნიშველოვან გავლენას ახდენს, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მას უკავშირდება მარეგულირებელი ჩარჩოები, საგარეო ფინანსური მდგომარეობა და საზოგადოების მზაობა, მიიღოს კომპანიის შეთავაზებები. საქართველოში კი წლებია პოლიტიკური გარემოს დისბალანსი, ხშირი ნეგატიური პროცესები და ცვლილებები იკვეთება. ეს ეხება არა მარტო ქვეყნის შიდა, არამედ საგარეო ურთიერთობებსაც მეზობელ და ევროპის სხვა სახელმწიფოებთნ.

არასტაბილური პოლიტიკური გარემო არახელსაყრელ სასამართლო რეფორმებსაც იწვევს. ევროპული ბიზნესასოციციის განცხადებით, კვლევაში მონაწილე კომპანიათა 50%-მა, ქვეყანაში ბიზნესთან მიმართებით არსებული სასამართლო რეფორმები  შეუსაბამოდ მიიჩნია. ასევე ნეგატიური დამოკიდებულება იკვეთება ფინანსურ ბაზართან მიმართებით. კერძოდ, შემდეგი პრობლემური ფაქტორი ეროვნული ვალუტის არასტაბილური მდგომარეობაა. ვინაიდან ევროპული კაპიტალის მქონე ბიზნესებს უშუალო კავშირი აქვთ უცხოურ ვალუტასთან და მათი საქმიანობის დიდი ნაწილიც სწორედ ეროვნული ვალუტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ლარის გრძელვადიან პერიოდში გაუფასურება მნიშვნელოვნად აფერხებს ბიზნესის გაზრდას.

არსებული მდგომარეობა საქართველოში ინვესტირების სამომავლო ზრდას საფრთხეს უქმნის

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბიზნეს გარემო ხასიათება როგორც რთულად პროგნოზირებადი პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და სასამართლო საკითხებთან მიმართებით, სამომავლოდ დაინტერესებული ბიზნეს კომპანიებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საქართველოში ოპერირების საკითხი. შესაბამისად არასტაბილურობა არა მარტო იწვევს არსებული ევროპული კაპიტალის მქონე კომპანიების განვითარების შეფერხებას, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს მომავალში საქართველოსადმი, როგორც ინვესტიციის განხორციელების არეალის ინტერესის დონეს.

ვინაიდან EBA -ს კვლევები ნეგატიურ შედეგებს ასახავს, მომდევნო ეტაპად ასოციაცია მასშტაბურ განხილვას მიიჩნევს, სადაც მოხდება იმ სამომავლო გზების შეფასება, რომელიც დაეხმარება ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში. ამ ყოველივეში კი ერთ-ერთ მთავარ როლს ევროკავშირის ჩართულობის შედეგად შექმნილი, ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა თამაშობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *