საქართველოში ესპანური ავიაკომპანიის ფრენების დაწყებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები
,,ბიზნესპარტნიორის ოთხეულის” მიხედვით, ივლისის მეორე ნახევარში საქართველოში ესპანეთის მთავრობის დელეგაციას ელოდებიან. ამ დელეგაციაში იქნებიან ესპანეთის ტურიზმის მინისტრი, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ პოლოლიკაშვილი და ცნობილი ტუროპერატორები. ამ ღონისძიების შესახებ განაცხადი გააკეთა სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანმა ემჩმა ილია გიორგაძემ. ამ განცხადების მიხედვით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავაამ საქართველოში ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი მოიწვია. ელჩის განცხადებით, ვიზიტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ესპანეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთანაც და დასასრულსაც მალე მიუახლოვდება. ამ მოლაპარაკეკებში, ილია გიორგაძის განცხადების მიხედვით, ესპანეთის მხარეს საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი აქვს.
„უკვე რამდენიმე კვირაა, ვმუშაობთ ესპანეთის მთავრობასთან. უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ ივლისის მეორე ნახევარში იგეგმება ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლების ტური, კერძოდ, ტრანსპორტის მინისტრის, რომელმაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოხატა საქართველოს მიმართ. ეკონომიკის მინისტრმა იგი მოიწვია საქართველოში და მასთან ერთად ვმუშაობთ, რომ წამოვიდნენ ძალიან დიდი მსხვილი ორგანიზაციები, რომლებიც უფრო კონკრეტულად ტურიზმის სექტორში მუშაობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგება ზუსტად მას შემდეგ, როცა გაიხსნება საერთაშორისო საზღვრები. ეს იქნება პირველი საერთაშორისო ვიზიტი და გარდა ტურიზმის მინისტრისა, ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე იქნება ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილი, როგორც ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ეს იქნება პირველი ტესტ-საჩვენებელი მგზავრობა, თუ როგორ უნდა ვიმგზავროთ მომავალში „კოვიდის“ გარეშე, უსაფრთხოდ. მინდა, გაგახაროთ“, – განაცხადა ილია გიორგაძემ.
ელჩი ინტერვიუში ასევე საუბრობს იმ ფაქტზეც, რომ ესპანეთში, ისევე როგორც ბერვ სხვა ქვეყანაში, საკმაოდ ხშირად შუქდება ინფორმაცია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატების შესახებ. ესპანელი ხალხი კი საქართველოს „კოვიდ-19“-ის ბრძოლის მიმართულებით წარმატებული ქვეყნების ტოპ ხუთეულში მოიაზრებს, სადაც მგზავრობა უსაფრთხოა. აქედან გამომდინარე დელეგაციაში წარმოდგენილი იქნება ოთხი მსხვილი ტურისტული კომპანიაც.
„ესპანეთში საკმაოდ აქტიურად შუქდებოდა საქართველოს წარმატება ჯერ მარტო „კოვიდთან“ ბრძოლაში და დღესდღეობით ესპანელებისთვის საქართველო არის ტოპ ხუთეულ ქვეყანებში, სადაც მგზავრობა და ტურიზმი არის უსაფრთხო. შესაბამისად, ამ ჯგუფში გაერთიანდებიან ძალიან მსხვილი კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულები არიან როგორც ინვესტიციით საერთაშორისო ტურიზმში, ასევე ტუროპერატორები, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძალიან სერიოზული ვიზიტი იქნება. რაც შეეხება უშუალოდ კონტრაქტებს, ეს რამოდენიმედღიანი, სამდღიანი ვიზიტი იქნება. შეიძლება, უშუალოდ კონკრეტული კონტრაქტის ხელმოწერა ვერ მოხდეს, მაგრამ იმდენად დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ დარწმუნებული ვარ, შემდეგ ვიზიტზე, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება, უკვე კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ ამ ვიზიტიდან“, – განაცხადა ილია გიორგაძემ.
,,ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განაცხადა, რომვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთი განსახილველი საკითხი პირდაპირი რეისების დანიშვნა იქნება. ვ ილია გიორგაძის განცხადებით, მადრიდი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისს სავარაუდოდ ესპანური ავიაკომპანია „ეარ ევროპა“ (Air Europa) შეასრულებს. უცხოეთიდან ჩამოსულ ტურისტებს კი მოუწევთ გარკვეული უსაფრთხოების წესების დაცვა.
„ექსკლუზივი მინდა, გითხრათ, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ტრანსპორტის მინისტრი ისაუბრებს ჩვენს მინისტრთან, ქალბატონ ნათია თურნავასთან, იქნება ზუსტად ის, რომ აპირებენ და ესპანეთის ძალიან დიდი ინტერესია, რომ ესპანურმა კომპანიამ იფრინოს საქართველოში. კერძოდ, სავარაუდოდ „ეარ ევროპა“. ქალბატონ მინისტრთან განხილვის ერთ-ერთი საკითხი იქნება აგრეთვე პირდაპირი რეისების დანიშვნა მადრიდიდან საქართველოში, თბილისში“, – განაცხადა ილია გიორგაძემ.
მისივე ცნობით, ოფიციალურ ვიზიტს „სიენენი“ (CNN), „ბიბისი“ (BBC) და სხვა წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალებები გააშუქებენ. დროის სიმცირის გამო დელეგაციის წევრები მხოლოდ თბილისსა და კახეთს მოინახულებენ. ხოლო ამ ვიზიტის ორგანიზატორს წარმოადგენს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.