სააქართველოში ინფლაციის დონემ საგრძნობლად მოიმატა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად, საქართველოში ინფლაციის დონემ 2022 წლის იანვარში 1.1%-ით მოიმატა 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, წლიური ინფლაციის დონე 13.9%-ს უტოლდება.
ინფლაციის ასეთი ზრდა საქართველოში ბოლოს 2011 წელს დაფიქსირდა, როდესაც მაჩვენებელი 14.3%-ს წარმოადგენდა.
ინფლაციის დონე განპირობებულია პროდუქტისა და მომსახურების ჯგუფების ფასების ცვლილებებით. წინა თვესთან შედარებით 2022 წლის იანვარში პროცენტული ცვლილება ასე გამოიყურება:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 2.5%
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 1.2%
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი -3.8%
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი 2.9%
- ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 1.2%
- ჯანმრთელობის დაცვა 0.2%
- ტრანსპორტი 0.4%
- კავშირგაბმულობა 0.2%
- დასვენება, გართობა და კულტურა -2.6%
- განათლება -0.2%
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 1.1%
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 0.7%
ყველაზე დიდი წვლილი ინფლაციის იანვრის თვის მაჩვენებლის ზრდაში (1.1%-ით) სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასის ცვლილებამ შეიტანა 0.84%-ით. ამ ჯგუფში ფასები წლის განმავლობაში მთლიანობაში 16.2%-ით გაიზარდა წინა წლის იანვართან შედარებით. ყველაზე მეტად ფასების მომატება 23.3%-იანი მაჩვენებლით ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ქვეჯგუფში მოხდა. პური და პურპროდუქტების ფასები – 20.5%-ით გაიზარდა, ზეთისა და ცხიმის 19.6%-ით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური
წვენები 18.3%-ით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 18.2-ით, თევზეული 16.6%-თ, რძე, ყველი და კვერცხი 14.4%, ხილი და ყურძენი 13.7%, ხორცი და ხორცის პროდუქტები 11.9%, ყავა, ჩაი და კაკაო 7.8%;
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 16.2%
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 6.2%
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი -0.9%
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი 44.8%
- ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 11.4%
- ჯანმრთელობის დაცვა 7.5%
- ტრანსპორტი 16.2%
- კავშირგაბმულობა -0.4%
- დასვენება, გართობა და კულტურა 0.2%
- განათლება 4.3%
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 16.0%
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 5.7%
რაც შეეხება შემდეგ ჯგუფს: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – აქ ფასების ზრდის მაჩვენებელი 44.8%-ით აისახება. წლიურ ინფლაციაზე ეს მატება 3.68%-ით ახდენს გავლენას. ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ფასების მატება 68%-ით აისახა, წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების — 58%-ით, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების ფასები 8,7%-ით, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე -3,1%-ით;
სებ-ი აცხადებს, რომ ამ მაჩვენებლების შესაბამისად ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10,5%-ზე დატოვა. აღნიშნავენ, რომ ინფლაციის ასეთი წლიური მატების სურათს იმპორტული საქონელი ქმნის, რაც აშშ დოლარის საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდით აისახება.
სებ-ი აცხადებს, რომ მათი ვარაუდით ინფლაცია წლის ბოლომდე ნორმას დაუბრუნდება და კვლავ დაიკლებს.