რა არის ფეიფალი და როგორ უნდა გამოიყენოთ ის საქართველოში?

რა არის ფეიფალი და როგორ უნდა გამოიყენოთ ის საქართველოში? post thumbnail image

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ თითქმის ყველა ონლაინ მაღაზიას აქვს ფეიფალით გადახდის ფუნქცია. საქართველოში ეს სისტემა არც თუ ისე პოპულარულია, თუმცა მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მას მილიონობით მომხმარებელი ჰყავს.

თუ თქვენ დამოუკიდებლად მუშაობთ და ემსახურებით სხვადახვა კომპანიებს ან ადამიანებს, ან თავად ხართ დასაქმებული უცხოურ ფირმაში, ალბათ გაქვთ ფეიფალის ანგარიში და სწორედ მას იყენებთ სახელფასო თუ სხვა ტრანზაქციებისათვის. სხვა შემთხვევაში, შეიძლება ფეიფალთან შეხება აქამდე სულაც არ გქონიათ. თუ ასეა და თანაც, თუ ფიქრობთ რომ სამომავლო საქმიანობისთვის შეიძლება ამ ტიპის ანგარიში დაგჭირდეთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. აქ გაიგებთ რა არის ფეიფალი, რისთვის გამოიყენება ის და როგორ უნდა გამოიყენოთ ის საქართველოში.

რა არის ფეიფალი

ფეიფალი არის ციფრული გადახდის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯერ კიდევ 1999  წელს შეიქმნა. მისი მთავარი მიზანი იყო ჩაენაცვლებინა ჩეკები, რომელთაც ყიდვა-გაყიდვისთვის აქტიურად იყენებდნენ ამერიკაში, ხოლო მოსახლეობისათვის შეეთავაზებინა უფრო მარტივი და სწრაფი გადახდის მეთოდი. სწორედ ამ და სხვა უპირატესობების გამო ფულის მიმოცვლის ტრადიციულ და საბანკო მეთოდებთან შედარებით, ფეიფალი მალევე გადაიქცა საერთაშორისო გამოყენების პლატფორმად.

ფეიფალის მთავარი უპორატესობა ისაა, რომ ის შესაძლებლობას აძლევს მსოფლიო მოსახლეობას პროდუქტისა თუ სერვისის საფასური გადარიცხოს ნებისმიერ ქვეყანაში გაცილებით მარტივად, უსაფრთხოდ და სწრაფად, ვიდრე ამას კომერციული ბანკები გვთავაზობენ. ის ასევე გამოიყენება პირადი ტრანზაქციებისთვისაც. ფეიფალის წარმატება განსაზღვრა იმ გარემოებამაც, რომ ინტერნეტის საშუალებით მსოფლიო სამუშაო ბაზარი გლობალიზებულია.

შესაბამისად, თქვენ შეიძლება ცხოვრობდეთ საქართველოში და დაკავებული იყოთ პროგრამირებით, დიზაინით ან სხვა საქმიანობით, რომელიც უშუალოდ კლიენტ კომპანიასთან ფიზიკურად ყოფნას არ საჭიროებს. მაგალითად, თუ  გრაფიკული დიზაინით ხართ დაკავებული, შესაძლოა თქვენი დამქირავებელი კომპანია ჰონგ-კონგში ან კალიფორნიაში მდებარეობდეს. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფეიფალით და მარტივად მიიღოთ თქვენი ანაზღაურება. პლატფორმა ასევე ძალიან გამოადგებათ მათ, ვინც ისეთ უცხოურ ფინანსურ ბროკერებთან ვაჭრობს, როგორიცაა XM ან პოზიციონირებს ნებისმიერ სატრეიდო მარკეტზე.

ფეიფალის გამოყენება შეგიძლიათ როგორც პირადი გადარიცხვებისთვის, ასევე ბიზნესისათვის. მისი საშუალებით შეგიძლიათ თავად გაყიდოთ ნივთები სხვადასხვა ონალინ მაღაზიებში, მოემსახუროთ უცხოურ კომპანიების ან კონკრეტულ ადამიანებს, ან თავად დაიქირავოთ სხვადასხვა კომპანია ან კადრი თქვენი საქმიანობისთვის. შეგიძლიათ იმუშაოთ სახლიდან და მარტივად მიიღოთ ანაზღაურება დიდი საკომისიო დანახარჯების გარეშე.

როგორ გამოვიყენო ფეიფალი

ფეიფალის გამოყენების უპირატესობები

ფეიფალი გაცილებით სწრაფია, ვიდრე ნებისმიერი საბანკო ტრანზაქცია. თუმცა, იმისთვის, რომ სწრაფად მიიღოთ ფულადი გზავნილი თუ ანაზღაურება, საჭიროა ამ კომპანიამ სანდოდ ჩათვალოს თქვენი მონაცემები და ტრანზაქცია. როდესაც ფეიფალით პირველად იღებთ ფულად გზავნილს, ნუ გაგიკვირდებათ თუ ეს იმაზე გაცილებით დიდ დროს წაიღებს ვიდრე ეს თქვენ გსურთ. მაგალითად პირველი გადარიცხვის შემთხვევაში შესაძლოა 20 სამუშაო დღეც კი მოგიწიოთ ლოდინი. ასე იმიტომ ხდება, რომ პირველად იყენებთ ამ პროგრამას.  მომდევნო გადარიცხვების შემთხვევაში ტრანზაქციის დადასტურების დრო შემცირდება და საბოლოოდ თანხას სწრაფად მიიღებთ.

აქ კარგი ის არის, რომ თქვენს ანგარიშზე აუცილებლად გამოჩნდება ტრანზაქციის მდგომარეობა. ფეიფალი ასევე გიჩვენებთ რამდენი ხანი დაჭირდება თქვენს ანგარიშზე თანხის მისაღებად. რეალურად დრო არა უშუალოდ ტრანზაქციის მიღებას სჭირდება, არამედ მის დადასტურებას. თუ დამსაქმებელი თანხას თქვენი ფეიფალის ანგარიშზე პირველად გირიცხავთ, ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენს ანგარიშზე ტრანზქციის დადასტურების დროდ 20-21 სამუშაო დღე დაიწერება. ტრანზაქციის დადასტურებისთანავე შეგეძლებათ თქვენი თანხა საბანკო ანგარიშზე გადაიტანოთ. როგორც ავღნიშნე, მას შემდეგ რაც რამდენიმე ტრანზაქციას განახორციელებთ მათი დადასტურების დრო შემცირდება.

ფეიფალს გაცილებით დაბალი საკომისიო ხარჯები აქვს, ვიდრე კომერციულ ბანკებს საერთაშორისო გადარიცხვის დროს. ამ სისტემაში ანგარიშის გახსნა უფასოა, თუმცა როდესაც ანგარიშზე თანხას მიიღებთ, ამ თანხიდან ფეიფალის საკომისიო დაიფარება.  ამ ხარჯის ოდენობა განსხვავებულია მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ადამიანისთვის და საქართველოში მცხოვრებისთვის.

მაგალითან ამ ქვეყანაში თანხის მიღების საკომისიო დაახლოებით 4.5 %-ია. შესაბამისად ეს ხარჯი არ არის ფიქსირებული, არამედ განისაზღვრება თანხის რაოდენობით. საერთაშორისო გადარიცხვისათვის ბანკებში საკომისიო ძირითადად $20-ს უტოლდება. მაგალითად თუ თქვენი სერვისის საფასურია $200 და კლიენტმა თანხა ბანკით გადმოგირიცხათ, საკომისიო შესაძლოა $30 ან მეტი იყოს. შესაბამისად, თქვენს ანგარიშზე მხოლოდ $170-ს მიიღებთ, თუ ეს ხარჯი თავად გამომგზავნმა არ დაფარა. ფეიფალის შემთხვევაში ეს თანხა მხოლოდ $9 გამოდის.

ასევე ფეიფალის აღნიშნული პირობები კომფორტულია ფინანსურ მარკეტებზე მოვაჭრეთათვის. დროული ასახვა და მცირე საკომისიო დაგეხმარებათ იმაში რომ XM-სა და მსგავს ცნობილ პლატფორმებზე წარმატებით ივაჭროთ. ამ ყოველივეზე დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

უსაფრთხოება

ეს სისტემა ასევე გაცილებით უსაფრთხოა ტრანზაქციებისათვის. მნიშვნელობა არ აქვს თქვენ გიხდიან სერვისში თანხას თუ თქვენ უხდით სხვას, ფეიფალის გამოყენებას უფრო ნაკლები რისკები აქვს. ეს იმ სიტუაციებსაც ეხება, როდესაც ონლაინ შოპინგით ხართ დაკავებული და სხვადასხვა საიტებიდან ნივთებს ყიდულობთ. პირველ რიგში, როდესაც ფეიფალით თანხას გზავნით, ან თავად იღებთ მას, გამომგზავნსა და მიმღებს შორის არ იცვლება საბანკო ინფორმაცია, მაგალითად საკრედიტო ან სადებეტო ბარათის, ან ბანკის ანგარიშის ნომერი. შესაბამისად, თქვენ დაცული ხართ უცხო ადამიანების მიერ ამ მონაცემებს არაკეთილსინდისიერად გამოყენებისგან.

გარდა ამისა, როდესაც თქვენ ყიდულობთ ნივთებს ფეიფალის საშუალებით, ასევე დაცული ხართ ისეთი არასასიამოვნო სიტუაციებიდან როგორიცაა ნივთის არასასურველ მდგომარეობაში მიღება. მაგალითად, თუ თქვენ გამოიწერეთ სმარტფონი და არ მიიღეთ ისეთ მდგომარეობაში, როგორიც გამყიდველს ჰქონდა აღწერილი, შეგიძლიათ ფეიფალისგან მოითხოვოთ თანხის უკან დაბრუნება. ამ სისტეას ასევე აქვს დამცავი მექანიზმი ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც თქვენ რაიმე მომსოხურება მოითხოვეთ, თანხა გადარიცხეთ მაგრამ ის არ მიგიღიათ. ორივე შემთხვევაში, ფეიფალი სრულად აგინაზღაურებთ თანხას და დაბლოკავს არაკეთილსინდისიერი გამყიდველისა თუ მომხმარებლის ანგარიშს.

როგორ უნდა გამოიყენოთ ფეიფალი საქართველოში

საქართველოში ფეიფალის გამოყენება ისეთივე მარტივია, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.  პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ და გახსნათ ანგარიში. ამისთვის უნდა გაიაროთ რამდენიმე ნაბიჯიანი აპლიკაცია. პირველ რიგში უნდა მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი როგორც საბუთებშია მოცემული.  შემდეგ უნდა მიუთითოთ იმეილის მისამართი, რომლითაც სარგებლობთ და ასევე აკრიფოთ პაროლი.

შემდეგი ეტაპზე შეავსოთ ინფორმაცია თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესახებ – ქალაქი, ქუჩა, სრული მისამართი და საფოსტო კოდი, ასევე მობილურის ნომერი. სულ ესაა, თქვენი ფეიფალის ანგარიში გახსნილია. ამის შემდეგ შეგიძლიათ მიაბათ თქვენი საბანკო ანგარიში, რათა შეძლოთ თანხის ფეიფალის ანგარიშზე შეტანა (თუ თქვენ ახორციელებთ ფულად ტრანზაქციას) ან ფულის გამოტანა (თუ თქვენ გირიცხავენ თანხას ფეიფალის ანგარიშზე). ამისათვის საჭიროა ბარათზე მინიმუმ $1-ის ნაშთის არსებობა.

როგორც ავღნიშნე, თავდაპირველად, საჭირო იქნება გარკვეული დრო, იმისთვის რომ ფეიფალმა თქვენი ტრანზაქციები დაადასტუროს და სანდოდ ჩათვალოს. ამის შემდეგ შეძლებთ თანხა გადარიცხოთ და მიიღოთ სწრაფად, დაბალი საკომისიო ხარჯებით, და რაც მთავარია, უსაფრთხოდ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *