ავსტრიული კომპანია საქართველოში იწყებს გაზისა და ნავთობის მოპოვებას
საქართველოს ბიზნესგარემო, პანდემიის მიუხედავად, უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის, რასაც მისი სანდოობა და გამჭვირვალობა განაპირობებს. ამას კი ადასტურებს ის ფაქტი, რომ ავსტირული კომპანია საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას იწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიის, „ოემვეს“ (OMV) მხრიდან საქართველოში შემოსვლის ინტერესი სწორედ აღმავალ ბიზნესგარემოზე მეტყველებს. ქვეყანაში აშკარად შეიმჩნევა უცხოური ინვესტიცების ზრდა მათ შორის შეერთებული შტატებიდან და ბერვი სხვა ქვეყნიდანაც.
ნათია თურნავას თქმით, ავსტრიულმა კომპანიამ შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად ღია საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა და ხელშეკრულება ოფიციალურად ახლო მომავალში გაფორმდება. როგორც ამას ვიგებთ ტენდერის მეშვეობით, კომპანია თავდაპირველად სეისმურ საძიებო სამუშაოებს ჩაატარებს, ბოლო ეტაპზე კი, ბურღვას დაიწყებს. კომპანიას ნავთობის საბადოს მოძიების წარმატებული გამოცდილება აქვს. მან რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობის საბადო აღმოაჩინა, რომლის რესურსების ღირებულება 1,5 მლრდ დოლარია.
აღსაღნიშნავია ისიც, რომ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ჰქონდა გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი სავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელშიც უმსხვილესმა ავსტრიულმა კომპანიამ, „ოემვემ“ გაიმარჯვა.
თურნავას აზრით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღესდღეობით, მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად გლობალურად საკმაოდ რთული ვითარებისა, მაღალია ინტერესი საქართველოს ეკონომიკის მიმართ, მათ შორის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინდუსტრიის მიმართ. ეს კი მის პოზიტიურ განვითარებაზე მეტყველებს. რასაც ასევე ლარის კურსის მდგომარეობა და ეკონომიკურიი პროგნოზები კიდევ უფრო ამყარებენ.
„ერთ-ერთი ბლოკზე ტენდერში სალიცენზიო უფლების მოსაპოვებლად ინტერესი გამოხატა, საბუთები შემოიტანა და საბოლოო ჯამში გაიმარჯვა უმსხვილესმა ავსტრიულმა კომპანია „ოემვემ“. ეს არის უდიდესი კომპანია ევროპაში ნავთობმოპოვების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის სექტორში, ერთ-ერთი ძლიერი ენერგეტიკული გიგანტია. ეს ის კომპანიაა, რომელმაც პრაქტიკულად გადატრიალება მოახდინა რუმინეთში ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში, ძალიან დიდი აღმოჩენა გააკეთა და უდიდესი ოპერაციები იწარმოება ახლა იქ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს შემთხვევაშიც იქნება საკმაოდ სოლიდური აღმოჩენა. როგორც კი დასრულდება პროცედურები და ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, ვიმედოვნებ, რომ ეს საკმაოდ მალე მოხდება, უკვე შემდეგი ეტაპი იქნება ძებნა-ძიების, რომელიც ასევე სერიოზულ ინვესტიციებს საჭიროებს. ეს არის დაკავშირებული ბურღვასთან და შემდეგ უკვე, თუ ეს ძებნა-ძიების პერიოდი დასრულდება პოზიტიურად, დაიწყება უშუალოდ მოპოვების პერიოდი.
თვითონ ამ კომპანიის რეპუტაცია, ამ კომპანიის ფინანსური სიძლიერე, ისტორია ადასტურებს იმას, რომ ეს კომპანია შემოდის ასეთი ტიპის მოპოვებაში და ასეთი ტიპის პროექტებში არა უბრალოდ ნომინალურად, არამედ რეალურ შედეგებსაც დებს. ამიტომ, ეს განგვაწყობს ძალიან ოპტიმისტურად“, – განუცხადა ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხს.
ის ასევე ამატებს: „ასეთი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე გიგანტი კომპანიები იჩენენ ინტერესს და შემოდიან საქართველოს ბაზარზე. როგორც გითხარით, ეს ბიზნესი თავად საჭიროებს საკმაოდ დიდ ინვესტიციებს, აქედან გამომდინარე, აქ ძლიერი კომპანია უნდა შემოვიდეს, როგორიც არის „ოემვე“. მხოლოდ ძებნა-ძიების ეტაპზე, სულ მცირე 30 მლნ დოლარის დახარჯვა მოუწევთ. რუმინეთში მაგალითად დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარის ინვესტიცია იყო საბოლოო ჯამში ჩადებული. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენთანაც ასე პოზიტიურად განვითარდება ეს პროექტი. რუმინეთის მაგალითზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს კომპანია როდესაც გამოხატავს ინტერესს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის ძალიან მიმზიდველი და უშუალოდ პროექტიც ალბათ არის იმედისმომცემი. არ გვინდა, გავასწროთ მოვლენებს, რადგანაც ეს ისეთი სფეროა, სადაც ძებნა-ძიების პერიოდზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაგრამ, თვითონ ფაქტი, რომ ეს გიგანტი შემოვიდა, დაინტერესდა და მზად არის, რომ გააფორმოს ხელშეკრულება და დაიწყოს სამუშაოები, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ბიზნეს გარემო არის ძალიან მიმზიდველი, განსაკუთრებით ნავთობის და გაზის მოპოვების სექტორში“, – აცხადებს ნათია თურნავა.