კელი დეგნან საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე

კელი დეგნან საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე post thumbnail image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ, კობა გვენეტაძესა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შორის გაიმართა შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები არჩილ მესტვირიშვილი და პაპუნა ლეჟავა, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური/ეკონომიკური ოფიცერი ეიპრილ რეინო.

მოცემულ შეხვედრაზე კი განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავებს შესაძლებლობა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი. ამ მოსაზრების ჭეშმარტებას კი თუნდაც ის ამტკცებს, რომ 2020 წლის პირველ კავრტალში უკვე გაიზარდა ინვესტიციების რაოდენობა ა.შ.შ – დან.

შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფინანსური განათლების თემებსაც შეეხო და ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და იმ წვლილზე, რომელიც მას აქამდე შეუტანია ზემოთხსენებულ სექტორში. მან ასევე, რა თქმა უნდა, კელი დეგნანს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და სახსოვრად ვერცხლის საკოლექციო მონეტა გადასცა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვა.

ამ შეხვედრაზე ასევე განიხილეს საფინანსო სექტორში არსებული აქტუალურ საკითხები და მიმდინარე, ან დაგეგმილი პროექტები და ღონისძიებები. მკობა გვენეტაძემ ისაუბრა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე, „კოვიდ-19“-ის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ეკონომიკის, რომელიც განსაკუთრებულად რთულ მდგოამრეობაშია პანდემიის მიერ შექმნილ რეალობაში, წახალისების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს დონორი ორგანიზაციებიდან საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მოზიდვას. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში საქართველომ ერთი წლით გააგრძელა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების სამწლიანი პროგრამა და ის 2021 წლის აპრილში დასრულდება.

„მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებული როლი საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალური და სისტემური რეფორმების გატარების საქმეში. აღსანიშნავია რამდენიმე მასშტაბური პროექტი, რომელიც აშშ-ის განვითარების სააგენტოს დახმარებით განხორციელდა, რის შედეგადაც რადიკალურად შეიცვალა და გაუმჯობესდა ანგარიშსწორების, საგადახდო, ფასიანი ქაღალდებისა და საერთაშორისო რეზერვების მართვის სისტემები. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის მასშტაბის შესახებ და იმ გეგმაზე, რომლითაც საქართველო უმკლავდება ამ გამოწვევას. ვისაუბრეთ ფინანსურ სისტემაზე, ფინანსურ დახმარებაზე, რომელსაც უკვე იღებს საქართველო და ასევე პანდემიის გავლენაზე ფინანსურ სექტორზე, ფინანსურ განათლებასა და თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ცოტა ხანში გვეყოლება მრჩეველი ამერიკის ხაზინიდან, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებაში გაგვიწევს დახმარებას, რისთვისაც მადლობა გადავუხადე ქალბატონ ელჩს და ვფიქრობთ, მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

შეხვედრაზე კელი დეგნანმა კობა გვენეტაძეს საბანკო სექტორში დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერა გამოხატა.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ძალიან შინაარსიანი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და მართვის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა ძალიან კარგად გაართვა თავი ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციის მართვას და უზრუნველყო ის სტაბილურობა, რომელიც ქვეყანას და მის ეკონომიკურ მართვას ასე სჭირდებოდა. მოხარულნი ვართ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუნდს შემოდგომაზე ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის წარმომადგენელი შეუერთდება, კაპიტალის ბაზრის მართვასა და განვითარებაზე მუშაობისთვის; ეს არის სფერო, სადაც დამატებითი სამუშაოა განსახორციელებელი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას უფრო გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრომლობა. რა თქმა უნდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ასევე ვისაუბრეთ სხვა შესაძლებლობებზე კავშირების გაფართოების მიმართულებით“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *