როგორ გავხდეთ წარმატებული ფორექს ტრეიდერი საქართველოში

როგორ გავხდეთ წარმატებული ფორექს ტრეიდერი საქართველოში post thumbnail image

ყველა ადამიანს, ვინც ოდესმე დაინტერესებულა ვაჭრობით, ერთი სურვილი აქვს – მიიღოს ტრეიდინგისგან მაქსიმალური სარგებელი და თუ ვერ გამდიდრდება, საკმარისი რაოდნეობით თანხა მაინც გამოიმუშაოს. არავინ ფიქრობს ვაჭრობაზე, ან იწყებს მას, იმისთვის, რომ წარუმატებელი იყოს.  მიუხედავად ამისა, ახალბედა მოვაჭრეების დიდი უმრავლესობა ვერ აღწევს წარმატებას და მალევე ანებებს თავს ფორექსის ბაზარზე ვაჭრობას. სულერთია რას გეუბნებათ ესა თუ ის საბროკერო კომპანია, რეალობა ერთია – ძალიან ცოტა ადამიანი აღწევს წარმატებას ფორექსზე. მათი ისტორიები კი ისეა მოცემული, თითქოს ამ მოვაჭრეებს რაღაც საიდუმლო ინფორმაცია ჰქონდათ, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ეს განცდა, როგორც წესი, დამწყებ მოვაჭრეებს მოტივაციას უკარგავს, ისინი ფიქრობენ, რომ აზრი არ აქვს ვაჭრობას და ამიტომ, მალევე შემოსავლის სხვა წყაროს ძებნას იწყებენ. არის მოვაჭრეების მეორე კატეგორიაც. ისინი თავით ეშვებიან ფორექსის ბაზარზე და გამოუცდელობის და ცოდნისა თუ პრაქტიკის არ ქონის გამო, მალევე კარგავენ თავიანთ ძირითად კაპიტალს.

დარწმუნებული ვარ, თქვენ არ გსურთ საკუთარი თავი ამგვარ სიტუაციაში იხილოთ, მაგრამ ამასთანავე, გინდათ თავი მოსინჯოთ ტრეიდინგში. თუ ასეა, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს. იმ ტრეიდერებს, რომლებიც წარმატებას აღწევენ და ვაჭრობით საკმარისზე მეტ ფულს გამოიმუშავებენ, სულაც არ აქვთ საიდუმლო ინფორმაცია. მათ უბრალოდ დრო დაუთმეს ფორექსზე ვაჭრობის საფუძვლიანად სწავლას, მიიღეს საკმარისი პრაქტიკა და ვაჭრობდნენ სწორად.  ამასთანავე, რამდენადაც ფორექსის ბაზარი საერთაშორისოა და არ არის განკუთვნილი რომელიმე კონკრეტული ლოკაციისათვის, მასზე წარმატების მიღწევის შესაძლებლობა აქვს ყველას. მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში ცხოვრობთ, ბრიტანეთში თუ მალაიზიაში.  ამ სტატიაში მოგიყვებით ახალბედა ტრეიდერების ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს და როგორ უნდა აირიდოთ თავიდან ისინი, რათა მიაღწიოთ წარმატებას.

ვინ არის ტრეიდერი

პირველ რიგში, მოდით, განვმარტოთ ვინ არის ტრეიდერი. ფორექსის ბაზარზე რამდენიმე მხარეა ჩართული, მაგალითად კონსტიტუციონალური მოვაჭრეები, ბანკები, საბროკერო კომპანიები და ეგრეთწოდებული საცალო მოვაჭრეები, ისეთივე ადამიანები, როგორიც მე და თქვენ ვართ.

ზოგიერთი ტრეიდერი, მათ შეიძლება პროფესიონალი მოვაჭრეები ვუწოდოთ, ვაჭრობენ არა საკუთარი თავისთვის, არამედ კლიენტისთვის. ეს შეიძლება იყოს კომპანია, საინვესტიციო ფონდები, ბანკები და სხვა. ისინი არ იღებენ მოგებას ვაჭრობიდან, არამედ იღებენ საკომისიოს როგორც ხელფასს. შესაბამისად, მათ დასაკარგი არ აქვთ, რადგან არ ვაჭრობენ საკუთარი კაპიტალით, არამედ კლიენტის. შესაბამისად, ისინი რისკის გარეშე ვაჭრობენ და გამოიმუშავებენ თანხას.

დამოუკიდებელი, იგივე საცალო მოვაჭრეები კი ვაჭრობენ საკუთარი კაპიტალით. შესაბამისად მათთვის რისკი ყოველთვის მაღალია. არასწორი პოზიციის გამო, მათ შეიძლება სრულად დაკარგონ თანხა. თუმცა, მეორეს მხრივ, თუ კარგად ივაჭრებენ, შედეგად მიღებული ფული სრულიად მათია. ის საბროკერო კომპანიები, რომელთანაც ინტერნეტის მეშვეობით შეგიძლიათ დაიწყოთ ვაჭრობა, სწორედ საცალო ტრეიდერებს ემსახურებიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კლიენტებს სთავაზობენ ლევერიჯს, ანუ საკრედიტო მხარს, რაც ზრდის სავაჭრო თანხის და შესაბიმას მიღებული მოგების რაოდენობას, თანხის უდიდესი ნაწილი, რომელიც ფორექსის ბაზარზე ტრიალებს, მოდის პროფესიონალ ტრეიდერებზე.ეს იმიტომ, რომ ისინი ინსტიტუციონალური კლიენტებისთვის მუშაობენ.

რა არის წარმატება ფორექსზე?

რა არის წარმატების ნიშნული ფორექსის ბაზარზე, ეს დამოკიდებულია თავად მოვაჭრეზე. მათთვის, ვინც ვაჭრობს კლიენტის სახელზე, წარმატება სხვაგვარად განისაზღვრება. რაც შეეხება ჩვეულებრივ, საცალო ტრეიდერებს, მათთვის წარმატება, რასაკვირველია თანხის გამომუშავებაა. თუმცა რა თანხას თვლიან ისინი სასურველად, ეს მთლიანად მათზეა დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ზემოთ ავღნიშნე, წარმატება ნიშნავს არ დაკარგო თანხა ვაჭრობისას, ივაჭრო სწორად და შესაბამისად გამოიმუშაო ფული. მაშ ასე, რა არის საჭირო ფორექსის ბაზარზე წარმატების მისაღწევად?

1. დაივიწყე შენი წარმოდგენები და მოლოდინები

ადამიანთა უმრავლესობა თვლის, რომ ფორექსი ფულის გამომუშავების მარტივი ხერხია. როგორც წესი, ასე ისინი თვლიან, ვისაც ვაჭრობაზე ძალიან მცირე და თანაც არასწორი წარმოდგენები აქვთ. ფორექსი ნამდვილად არ არის ჯადოსნური ბაზარი, სადაც ყველა მილიონერი ხდება. სწორად ვაჭრობას და ფულის გამომუშავებას ცოდნა, პრაქტიკა და ამასთან ერთად დრო ჭირდება. სწორედ აქ ცდება იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც წარუმატებლად ვაჭრობენ.

ვაჭრობის დაწყებისას ბევრ ადამიანს წარმოუდგენია, რომ როგორც კი საბროკერო კომპანიასთან დარეგისტრირდება და ვაჭრობას დაიწყებს, მაშინვე “გაუმართლებს” და იმდენ ფულს გამოიმუშავებს, რომ სამსახურიდან წამოვა, სახლიდან ივაჭრებს და მალე მანქანას, ბინას, აგარაკს და ყველაფერ იმას იყიდის, რაზეც ძილის წინ ოცნებობს ხოლმე. თუმცა, როდესაც ეს ადამიანები ვაჭრობას იწყებენ, რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან, რომელიც არც თუ ისე სასურველია. ისინი ხვდებიან, რომ მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის და თანაც, გამართლება არაფერ შუაშია.

იმისთვის, რომ ასე არ დაგემართოთ, საჭიროა დაივიწყოთ თქვენი წარმოდგენები და მოლოდინები, რომ ვაჭრობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, ან სულაც ერთ წელიწადში ფორბსის მილიონერთა სიაში აღმოჩნდებით. როდესაც ვაჭრობას იწყებთ, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი მიზანი თანხის გამომუშავება არ არის. თქვენი მიზანია დაკარგოთ რაც შეიძლება ნაკლები, ისწავლოთ ვაჭრობა, კარგად გაერკვეთ მასში და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქროთ რას გააკეთებთ, როდესაც ბევრ ფულს გამოიმუშავებთ.

დაიწყე ვაჭრობა XM-თან!

2. აკონტროლე ემოციები

კიდევ ერთი ფსიქოლოგიური პრობლემა, რასაც დამწყები ტრეიდერები აწყდებიან ემოციებია. რამდენადაც მათ აქვთ არასწორი მოლოდინები, ისინი ხდებიან ირაციონალურები, როდესაც მათი წარმოდგენები არ მართლდება. ეს შეიძლება დაემართოს არამხოლოდ დამწყებ ტრეიდერს, არამედ გამოცდილსაც კი. ბუნებრივი რეაქციაა, რომ როდესაც რაღაც ისე არ გამოდის, როგორც ჩვენ გვსურს, ჩვენ ვხვდებით ემოციურები, ვბრაზდებით, ცუდ ხასიათზე ვდგებით და ზოგიერთ შემთხვევაში კონტროლს ვკარგავთ. ეს გრძნობები განსაკუთრებით მძაფრია, თუ ამას ფულის დაკარგვაც ახლავს თან. ასე ხდება ფორესზე ვაჭრობის დროსაც და  ეს არავისთვისაა სასიამოვნო პროცესი.

როდესაც ტრეიდერი არასწორ პოზიციას აკეთებს, მისთვის აუცილებელია რაციონალურობის და ცივი გონების შენარჩუნება. სხვა შემთხვევაში, მათ შეიძლება დაუშვან კიდევ უფრო მეტი შეცდომა. მაგალითად, გახსნან ისეთი პოზიციები, რომელთაც არ გახსნიდნენ სხვა შემთხვევაში. მიიღონ უფრო რისკიანი გადაწყვეტილებები, რათა გამოასწორონ საკუთარი შეცდომა. როგორც წესი, ეს არასდროს არ მთავრდება კარგად. სწორედ ამიტომ, თუ ვაჭრობის დროს შეცდომად დაუშვებთ და ფულს დაკარგავთ, ნუ მისცემთ უფლებას უარყოფით ემოციებს მიგიყვანონ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობამდე. თუ თვლით, რომ თქვენს ემოციებს ვერ ერევით, უმჯობესია შეწყვიტოთ ვაჭრობა იმ მომენტისთვის და გააგრძელოთ მაშინ, როდესაც შეძლებთ რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას. ეს არ ეხება მხოლოდ სავალუტო ბაზარზე ვაჭრობას, არამედ ნებისმიერი ტიპის ფინანსურ ტრეიდინგს.

3. გადაწყვიტე რამდენი ფულის დაკარგვა შეგიძლია

ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა გესმოდეს, როგორც დამწყებ მოვაჭრეს არის ის, რომ აუცილებლად დაკარგავ თანხას. ეს პროცესის ნაწილია. თანხას არამხოლოდ დამწყები ტრეიდერები, არამედ პროფესიონალებიც კარგავენ, როგორც იტყვიან ყველაფერი ხდება. თუმცა მნიშვნელოვანია რა სიხშირით კარგავთ მას, რა რაოდენობას და რა მიზეზით. ამის გაცნობიერება დაგეხმარებათ სწორი მოლოდინები გქონდეთ და არ შეუშინდეთ მარცხს. გაიხსენეთ, საწყის პერიოდში თქვენი მიზანია არა ფულის გამომუშავება, არამედ ზარალის შემცირება და მინიმუმამდე დაყვანა. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში უნდა კონცენტრირდეთ რისკებზე და დაკარგული თანხის მინიმუმამდე დაყვანაზე.

ფორექსზე ვაჭრობის დროს თქვენ არ ხართ იმ სიტუაციაში, როდესაც ყველაფერი უნდა დაკარგოთ ან პირიქით, უნდა მოიგოთ. სტოპ ლოს ორდერისა და პოზიციის აქტიური თვალყურის დევნებით შეგიძლიათ შეამციროთ დანაკარგი, თუ თქვენი პოზიცია არ აღმოჩნდა სწორი. სანამ ფორექსზე ვაჭრობას დაიწყებდეთ, წინასწარ განსაზღვრეთ თქვენი საწყისი კაპიტალიდან რამდენის დაკარგვა შეგიძლიათ. ეს უნდა იყოს ის თანხა, რომლის დაკარგვაც ფინანსურ ზიანს არ მოგიტანთ. უმჯობესია, თუ ეს თანხა საწყისი სავაჭრო კაპიტალის 10-15 პროცენტს არ აღემატება. როდესაც თქვენი დანაკარგის ნიშნული ამ თანხას მიაღწევს, შეწყვიტეთ ვაჭრობა და გაიაზრეთ რა გააკეთეთ არასწორად, რათა ასეთი შეცდომა აღარ დაუშვათ. სანამ ვაჭრობაში კარგად დახელოვნდებით, ყოველთვის დააწესეთ ზღვარი, რომლის იქითაც კაპიტალის დახარჯვა აღარ შეგიძლიათ და დაიცავით ეს ლიმიტი. იმის ნაცვლად, რომ ეცადოთ თანხა გამოიმუშაოთ, ეცადეთ შეამციროთ დანაკარგი. როდესაც შეძლებთ დანაკარგის გარეშე ვაჭრობას, მხოლოდ შემდეგ იფიქრეთ სავაჭრო კაპიტალის გაზრდაზე და მოგების მიღებაზე.

4. ნუ ეცდები დანაკარგების კომპენსირებას

დანაკარგებს კიდევ ერთი პუნქტი ეხება. როგორც უკვე იცით, დამწყებებისთვის ფულის დაკარგვის თავიდან აცილება ფორექსზე თითქმის შეუძლებელია. თუ წინა წესს დაიცავთ და საკუთარ თავს მხოლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის დაკარგვის უფლებას მისცემთ, უარყოფითი ემოციებისგან თავისუფალი იქნებით და შეძლებთ რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოთ. ამის თქმა ნამდვილად უფრო რთულია, ვიდრე გაკეთება. დამწყები მოვაჭრეები ყველაზე ხშირად სწორედ ამ შეცდომას უშვებენ. იმის ნაცვლად, რომ ვაჭრობა შეწყვიტონ, ისინი ცდილობენ მეტი პოზიცია გახსნან და დაიბრუნონ დაკარგული თანხა.

ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, არასწორია. თუმცა ლოგიკური ახსნა აქვს – არავის სურს ამ პოზიციაში ყოფნა და თანაც, დარწმუნებულები არიან, რომ ამჯერად შეძლებენ წარმატებულად ვაჭრობას. ეს უმრავლეს შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი დანაკარგების მიღებით სრულდება. ამიტომ, თავიდან აირიდეთ ასეთი შემთხვევები და გახსოვდეთ, პოზიცია უნდა გახსნათ მხოლოდ მაშინ, როდესაც გათვალისწინებული გაქვთ რისკები და არ ხართ სასიამოვნო მოულოდნელობის იმედზე.

5. არ დაიწყო ვაჭრობა პრაქტიკის მიღების გარეშე

იმისთვის, რომ თქვენი ვაჭრობა ფორექსის ბაზარზე დასაწყისიდანვე წარმატებული იყოს, საჭიროა მიიღოთ პრაქტიკა. მხოლოდ თეორიული ცოდნა, თუ როგორ უნდა ივაჭროთ ფორექსზე, არ არის საკმარისი წარმატების მისაღწევად. ამისთვის, როგორც ყველაფრისთვის აუცილებელია ვარჯიში. ამისთვის დამწყები ტრეიდერები დემო ანგარიშებს იყენებენ. მათი გახსნა შესაძლებელია ფორექს ბროკერებთან. დემო ანგარიშები უფასოა და წარმოადგენს ჩვეულებრივი სავაჭრო ანგარიშის დემო ვერსიას. დემო ვერსიაზე ვაჭრობა ძალიან ჰგავს რეალურ ფორექს ტრეიდინგს, მომხმარებელს წვდომა აქვს სავაჭრო პლატფორმასთან, იღებს შეთავაზებებს და ვაჭრობს ისე, როგორც ჩვეულებრივ ანგარიშზე. დემო ვერსიასა და რეალურ სავაჭრო ანგარიშს შორის მთავარი განსხვავება ფულია. დემო ვერსიაზე მომხმარებელს მოცემული აქვს ვირტუალური ვალუტა, რომლის გამოყენებაც შეუძლია ვაჭრობისათვის. თავისთავად,  ვაჭრობისას მიღებული და დაკარგული ფულიც ვირტუალურია. შესაბამისად, დემო ვერსიის გამოყენების მთავარი მოტივაცია არა ფულის მიღება, არამედ სწავლა და პრაქტიკაა.

სანამ რეალურ ანგარიშს გახსნიდეთ, საჭიროა დააგროვოთ დემო ვერსიაზე ვაჭრობის გამოცდილება. ასე უკეთ შეეჩვევით ვაჭრობის პროცესს, ასევე სავაჭრო პლატფორმას და თანაც, თავად შეძლებთ შეაფასოთ რამდენად წარმატებულად ვაჭრობთ.

დაიწყე ვაჭრობა XM-თან!

6. შეარჩიე სტრატეგია

ფორექსზე ვაჭრობისას შეგიძლიათ სხვადასხვა სტრატეგიები გამოიყენოთ, რომელთა ნახვა ინტერნეტშიცაა შესაძლებელი. თუმცა, აუცილებელია იცოდეთ, რომ ზოგიერთი სტრატეგია ერთი ტრეიდერისთვის კარგად მუშაობს, ზოგიერთი კი არა. ამიტომ, უნდა იპოვოთ ისეთი სტრატეგია, რომელიც თქვენთვის მუშაობს ან შექმნათ თქვენი საკუთარი. არ ღირს რომელი სტრატეგიის გამოყენება, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა მას წარმატებულად იყენებს. მოსინჯეთ რამდენიმე, როდესაც დემო ვერსიაზე ივაჭრებთ და ნახეთ რომელი არის თქვენთვის საუკეთესო. შეგიძლიათ შეარჩიოთ ერთი-ორი სტრატეგია, რომლითაც ყველაზე უკეთ ვაჭრობთ და ნამდვილი სავაჭრო ანგარიშის გამოყენებისას ნახოთ რომელია რეალურ სავაჭრო სივრცეში თქვენთვის უკეთესი. კარგი სტრატეგია ფორექსზე წარმატებულად ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

7. არ შეწყვიტო სწავლა

იმაზე, რომ ფორექსზე წარმატებულად ვაჭრობისთვის სწავლა აუცილებელია, შემიძლია რამდენიმე გვერდი დავწერო. თუმცა, შევეცდები აქ მოკლედ ვთქვა. როგორც ყველაფერს, ფორექსზე ვაჭრობასაც სწავლა სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ისწავლოთ და შემდეგ თამამად დაიწყოთ ვაჭრობა. სწავლა უნდა გააგრძელოთ მაშინაც, როდესაც უკვე წარმატებულად ვაჭრობთ. ძალიან ხშირად, როდესაც იმ ტრეიდერებზე წერენ, რომელთაც მოახერხეს და წარმატებულები გახდნენ ფორექს ბაზარზე, ავიწყდებათ აღნიშნოთ, რომ მათი უმრავლესობა დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა ვაჭრობას, ზოგი დამოუკიდებლად, ზოგი სემინარების საშუალებით, ზოგიც კი პროფესიონალურად. ამიტომ, დაუთმეთ საკმარისი დრო სწავლას და არ შეწყვიტოთ ეს პროცესი თუ გსურთ, რომ ფორექს ვაჭრობაში წარმატებული იყოთ.

8. შეარჩიე საბროკერო კომპანია სწორად

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რაც უნდა გაითვალისწინოთ საბროკერო კომპანიის შერჩევაა. რამდენადაც ფორექსი მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, საბროკერო კომპანიებიც შესაბამისად ბევრია. მათგან კი ძალიან ბევრია თაღლითი ან უბრალოდ ცუდი ბროკერი, რომელთან ვაჭრობაც სამწუხაროდ, წარმატებას ვერ მოგიტანთ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია კარგად შეარჩიოთ საბროკერო კომპანია. მათ შეუძლიათ წარუმატებლობისთვის გაგწირონ ან პირიქით, თქვენს წარმატებაში დიდი როლი შეასრულონ. სანამ ბროკერთან ანგარიშს გახსნიდეთ, აუცილებლად შეისწავლეთ ყველა დეტალი მის შესახებ და დარწმუნდით, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებთ.

შეჯამება

ფორექს ბაზარზე არ არსებობს ერთი წარმატების ფორმულა, რომლის მიგნების შემდეგ ყველა თქვენს სურვილს აისრულებთ. როგორც ყველა საქმე, მასაც სჭირდება ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკა. ამიტომაც, წარმატებას აღწევენ ყველაზე მიზანდასახული ტრეიდერები. იმისთვის, რომ თქვენც მათ რიგებში აღმოჩნდეთ, აუცილებელია გქონდეთ სწორი წარმოდგენები და მოლოდინები, იყოთ რაციონალური, შეარჩიოთ კარგი საბროკერო კომპანია, მაგრამ სანამ ამას გააკეთებთ აუცილებლად დაუთმოთ დრო სწავლას და პრაქტიკას. ასეთ შემთხვევაში შეძლებთ გახდეთ წარმატებული ფორექს ტრეიდერი საქართველოში ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *