როგორ უნდა დაიწყოთ ონლაინ რეჟიმში ვაჭრობა?

როგორ უნდა დაიწყოთ ონლაინ რეჟიმში ვაჭრობა? post thumbnail image

ცხადია, რომ ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად სტაბილური შემოსავალი და დანაზოგის შეგროვება აუცილებელი კომპონენტებია. თუმცა ამის შემდეგ უკვე მომდევო ეტაპი ამ შეგროვებული თანხების სარფიანად დაბანდებაა, რათა დროთა განმავლობაში ადამიანებმა მიაღწიონ მათთვის სასურველი ფინანსური კეთილდღეობის დონეს.

ინტერნეტამდე ამის გაკეთება რიგითი მოქალაქისთვის შედარებით რთული იყო, რადგან მას არ ჰქონდათ წვდომა ფინანსურ ბაზრებთან წვდომა. შესაბამისად ადამიანები მიმართავდნენ ფულის დაბანდების ტრადიციულ მეთოდებს, მაგალითად ხსნიდნენ ანაბარს, ყიდულობდნენ უძრავ ქონებას ან ოქროს.

ამ ტიპის ინვესტიციები დღესაც აქტუალურია. ბევრი ადამიანისათვის ეს გზები მიიჩნევა ფულის დაბანდების ყველაზე ნაკლებად სარისკო საშუალებება. თუმცა სადაც რისკი ნაკლებია, იქ ხშირად მოგებაც შედარებით მცირეა. სწორედ ამიტომ, ბევრმა გაბედულმა ინვესტორემა დაიწყო ფულის ჩადება ისეთ ფინანსურ აქტივებში, როგორიცაა მაგალითად ფასიანი ქაღალდები, ავრდოულად ზოგიერთმა მათგანმა ასევე დაიწყო ფორექსის ბაზარზე ვაჭრობაც. ამან კი გაზარდა ისეთი კარგი ბროკერების რაოდენობა როგორიც XM-ია.

1970 წლიდან შეიქმნა ფორექს ბაზარი ისეთი სახით, როგორითაც ჩვენ ვიცნობთ დღეს. ხოლო მას შემდეგ რაც მსოფლიოში ინტერნეტი პოპულარული და ხელმისაწვდომი გახდა, თითოეული ადამიანს გაუჩნდა ონლაინში ვაჭრობი საშუალება, რომელიც დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება.

რა არის ონლაინ ტრეიდინგი

მარტივად რომ ვთქვათ, ონლაინ ტრეიდინგი არის ინტერნეტის საშუალებით ფინანსური აქტივების ყიდვა-გაყიდვა. ჩვენ ყველანი ვიცნობთ ვაჭრობის ძირიად პრინციპს – იყიდე იაფად და გაყიდე უფრო ძვირად. ონლაინ ტრეიდინგის დროს ვაჭრობის ძირითადი პრინციპი, რა თქმა უნდა იგივე რჩება. ონლაინ ტრეიდინგი საშუალებას აძლევს ადამიანებს საკუთარი სახლებიდან შეიძინონ და გაყიდონ ფინანსური აქტივები და ამ გზით გაზარდონ მათი შემოსავალი. იმისთვის, რომ ონლაინ ტრეიდინგი დაიწყოთ, საჭიროა მხოლოდ ინტერნეტ კავშირი, ლეპტოპი, მცირე დანაზოგი და იმის სურვილი, რომ მიიღოთ მოგება სავაჭრო ინსტრუმენტების გამოყენებით.

ონალინ ტრეიდინგისთვის საჭიროა შეარჩიოთ საბროკერო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ბრძანებების შესრულებას – იყიდოთ ან გაყიდოთ სავაჭრო ინსტურმენტი.  ონლაინ ტრეიდინგი მიმდინარეობს სპეციალურ სავაჭრო ტერმინალებზე ანუ პლატფორმებზე. მათზე წვდომას გვაძვლევს საბროკერო კომპანია, რომელიც ასევე გვთავაზობს სავაჭრო ინსტრუმენტების არჩევანს.

რა შეიძლება ივაჭროთ ინტერნეტით

ინტერნეტი არაჩვეულებრივი ადგილია, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი სახლიდან გასვლის გარეშე. თუ გსურთ, რომ იყიდოთ ტანისამოსი, ტელევიზორი, ტელეფონი და სხვა ნივთები, შეგიძლიათ ისინი შეისყიდოთ რამდენიმე წუთში ისეთ საიტებზე როგორიცაა ამაზონი ან იბეი. ასეთივე კომფორტული და მარტივია ონლაინ ტრეიდინგის პროცესიც. თქვენ წვდომა გავქთ სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ინსტრუმენტებთან და შეგიძლიათ შეიძინოთ და გაყიდოთ ისინი რამდენიმე წუთში.

ონლაინ ტრეიდინგის გაძლევთ შემდეგ შესაძლებლობებს:

  • შეგიძლიათ ივაჭროთ საფონდო ბირჟაზე – იყიდოთ ან გაყიდოთ სხვადასხვა კომპანიების აქციები, მიიღოთ დივიდენდები. აქ ვაჭრობა შეგიძლიათ სპეციალურ საბროკერო კომპანიებთან (Stock brokers), რომელთაც აქვთ წვდომა კონკრეტულ საფონდო ბირჟებზე.
  • შეგიძლიათ იყიდოთ და გაყიდოთ კრიპტოვალუტა, მაგალითად ბიტკინი, ეთერიუმი, რიპლი და სხვები. ამ ტიპის აქტივებით ვაჭრობა შესაძლებელია ამ საქმიანობაში ჩართული კომპანიების დახმარებით.
  • შეგიძლიათ დაიწყოთ ვაჭრობა სავალუტო წყვილებით ფორექსის ბაზარზე. ან ივაჭროთ კონტრაქტებით ფასთა შორის სხვაობაზე (CFD), სხვადასხვა სავაჭრო ინსტრუმენტებზე, მათ შორის აქციებზე,  კრიპტოვალუტაზე, საქონელზე, ძვირფას ლითონებზე, ნავთობზე და ა.შ. მსგავი აქტივებიტ ვაჭრობა შესაძლებელია ფორექს და CFD ბროკერებთან.

დაიწყე ვაჭრობა XM-თან!

ონლაინ ტრეიდინგის უპირატესობები

რატომ უნდა დაკავდეთ ონლაინ ტრეიდინგით?  ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.  მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი.

  • პირველ რიგში ონლაინ ტრეიდინგი ხელმისაწვდომია ყველასთვის. მთავარია იყოთ სრულწლოვანი, გქონდეთ ინტერნეტ კავშირი, კომპიუტერი და თუნდაც მცირე ოდენობის დანაზოგი. ამისთვის არ არის საჭირო დამატებით მოწყობილობები ან სპეციალური კავშირები იმისთვის, რომ წვდომა გქონდეთ ყველაზე მომგებიან სავაჭრო ბაზრებთან.
  • მსოფლიოში ვაჭრობა მიმდინარეობს ორშაათიდან პარასკევამდე, 24 საათის განმავლობაში. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დრო. თუ გსურთ, შეგიძლიათ ივაჭროთ სამსახურამდე, ან მუშაობის დასრულების შემდეგ. წარმატებული ტრეიდერები მთელი დღის განმავლობაში ვაჭრობით არიან დაკავებული, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ 24 საათს კომპიუტერთან ატარებენ. ეს აქტივვობა სულაც არ მოითხოვს დიდ დროს, შეგიძლიათ ივაჭროთ დღეში ერთი ან ორი საათის განმავლობაში. თქვენ თავად ირჩევთ ამის პერიოდულობას, რაც თავისთავად, საკმაოდ კომფორტულია.
  • თუ მუდმივად ტრეიდინგით ხართ დაკავებული თქვენ არ გჭირდებათ სამსახურში სიარული, არ გყავთ უფროსი და თავისუფალი ხართ მსგავსი მოვალეობებისგან. ეს ნიშნავს რომ თავად ხართ საკუთარი თავის ხელმძღვანელი, თავად შეგიძლიათ დაგეგმოთ სამუშაო დღე და გქონდეთ მეტი თავისუფალი დრო.
  • ტრეიდინგის დროს შემოსავალს იღებთ მაშინვე. თუ თქვენ წარმატებულად ივაჭრებთ მოგებული თანხა მალევე დაჯდება თქვენს სავაჭრო ანგარიშზე. სავაჭრო ანგარიშიდან თანხის გამოტანას შეიძლება დასჭირდეს 2-3 დღე. თუმცა შემოსავლის სხვა წყაროებთან შედარებით ამ მოკლე პერიოდში შემოსავლის მიღება  ძალიან სწრაფი და მოსახერხებელია.

რა ზომის კაპიტალია საჭირო ონლაინ ტრეიდინგის დასაწყებად?

ძალიან ხშირად ადამიანებს აქვთ არასწორი წარმოდგენა ონლაინ ტრეიდინგზე. ხშირად ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სურთ ვაჭრობის დაწყება, მაგრამ ფიქრობენ რომ ამისთვის საკმარისისი სახსრები არ გააჩნიათ. არსებობს წარმოდგენა, რომ ტრეიდინგი მოითხოვს რამდენიმე ათას დოლარს საბანკო ანგარიშზე და სხვაგვარად ვაჭრობის დაწყება შეუძლებელია ან უბრალოდ აზრს მოკლებულია.  რა თქმა უნდა, მეტის ფულის ჩადება უფრო დიდი მოგების მიღების საშუალებას იძლევა, მაგრამ ეს გარანტირებული არ არის. ეს არ ნიშნავს, რომ მცირე დანაზოგით ვაჭრობის დაწყება შეუძლებელია, მეტიც, დასაწყისში უმჯობესია ვაჭრობა პატარა კაპიტალით ჩაერთოთ ამ საქმოანობაში. რათა თქვენთვის რისკები მაქსიმალურად შეამციროთ. ამასთან უნდა გაითვალისწინოთ რომ პრესტიჟულ ბროკერებს, როგორიცაა XM, აქვთ საბონუსე სისტემა დამწყებთათვის და ერთგული მომხმარებლებისთვის, რაც მნიშვნელოვანი ფულადი ბენეფიტია.

ონლაინ ტრეიდინგი საქართველოში

ცხადია, მაინც ჩნდება კითხვა, თუ კონკრეტულად რა კაპიტალია საჭირო ონალინ ტრეიდინგის დასაწყებად ანუ ზოგადად რა ღირს ფორექსზე ვაჭრობა? რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი ღირებულება, მათ შორის ონლაინ ტრეიდინგსაც. მიუხედავად არ არსებობს ფიქსირებული ფასის გადახდა, რომელიც საჭიროა ფორექსზე ვაჭრობის დასაწყებად.

პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ არის მინიმალური დეპოზიტი. როდესაც საბროკერო კომპანიასთან სავაჭრო ანგარიშს ხსნით, ის თქვენგან მოითხოვს, რომ სავაჭრო ანგარიში შეავსოთ გარკვეული თანხით, რათა ის გააქტიურდეს. მინიმალური დეპოზიტი არ არის საფასური ან ამ ტიპის ფირმის შემოსავის წყარო.

ეს თანხა სრულად აისახება თქვენს სავაჭრო ანგარიშზე და შესაძლებელია მისი ვაჭრობისათვის გამოყენება. სხვადასხვა ბროკერებს მინიმალური დეპოზიტის განსხვავებული მოთხოვნა აქვთ. ერთი კომპანია შეიძლება ითხოვდეს $1,000-ს, ხოლო მეორე მხოლოდ $50-ს დასჯერდეს. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი საბროკერო ფირმა, რომელსაც დაბალი მინიმალური დეპოზიტი აქვს. მაგალითად XM-თან ანგარიშის გახსნა მხოლოდ $5-ით არის შესაძლებელი.  აქ შეგიძლიათ დაიწყოთ ვაჭრობა დაიწყოთ ძალიან მცირე თანხითაც კი.

იმისთვის, რომ მეტმა ტრეიდერმა დაინტერესდეს კონკრეტულ საბროკერო კომპანიასთან ვაჭრობით, ისინი ხშირად სთავაზობენ მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ბონუსებს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დანამატი იმისთვის, რომ გაზარდოთ სავაჭრო კაპიტალი და შესაბამისად მიიღოთ მეტი მოგება. ძირითადად საბროკერო კომპანიები მომხმარებელს სთავაზობენ ორ ვარიანტს: ბონუსს დეპოზიტზე და მის გარეშე.

ბონუსი დეპოზიტის გარეშე მისი ყველაზე პოპულარული სახეობაა. აქ მუშაობის პრინციპი ასეთია – თქვენ ანგარიშს ხსნით საბროკერო კომპანიასთან, რომელსაც ასეთი შემოთავაზება აქვს. შემდეგ უკვე ააქტიურებთ ბონუსს და იღებთ ფულს თქვენს სავაჭრო ანგარიშზე, მასზე თანხის შეტანის გარეშე. ბონუსის რაოდენობა როგორც წესი მცირეა და მერყეობს $20-$50-ის ფარგლებში.

თუმცა ეს არცთუისე ცოტაა საჩუქრისთვის და სრულიად საკმარისი რესურსია ვაჭრობის დასაწყებად. რატომ გასცემენ ბროკერები ასეთი ტიპის ბონუსს? ეს ერთ-ერთი ხერხია მომხმარებლის მოსაზიდად. საერთაშორისო ბაზარზე საბროკერო კომპანიებს შორის დიდი კონკურენციაა, სწორედ ამიტომ ისინი ცდილობენ ტრეიდერების ყურადღების მიქცევას.

მიუხედავად ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა საბროკერო კომპანია არ სთავაზობს მომხმარებელს ბონუსს, რადგან ზოგიერთ მათგანს უბრალოდ არ აქვს საკმარისი კაპიტალი იმისთვის, რომ ყველა ახალ კლიენტს აჩუქოს თანხა. ასეთი ტიპის დანამატები უფრო მეტად ხელმისაწვდომია დიდ საერთაშორისო ბროკერებთან. შესაბამისად, თუ ბონუსის მიღება გსურთ, წინასწარ შეამოწმებთ თუ რას გთავაზობთ თქვენს მიერ შერჩეული საბროკერო კომპანია.

ამგვარი წახალისების მეორე სახეა ბონუსი დეპოზიტზე. ეს კარგი საშუალებაა თქვენი კაპიტალის გასაზრდელად. ასეთი ტიპის ბონუსით შესაძლებელია მიიღოთ თქვენ მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხის 20, 50, და ხანდახან 100 პროცენტიც კი.
თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მას აქვს გამოყენების პირობები და წესები. შესაბამისად გამოსადეგი იქნება თუ კარგად გაეცანით მათ სანამ ამ კომპანიებთან თანამშრომლობას გადაწყვეტთ.

მიიღე XM-ის ბონუსი!

შესაბამისად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა თანხა გაქვთ, შეგიძლიათ მოძებნოთ ბროკერი, რომელსაც აქვს დაბალი მინიმალური დეპოზიტის მოთხოვნა და საუკეთესო ვარიანტში მის გარეშე ბონუსის შეთავაზება. ონლაინ ტრეიდინგის დაწყება შეგიძლიათ ნებისმიერი ზომის ფინანსური რესირსით.

როგორ უნდა დაიწყოთ ონლაინ ტრეიდინგი საქართველოში

თუ დაიგაინტერესათ ონლაინ ტრეიდინგთან ნახეთ რა აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადადგათ იმისთვის, რომ დაიწყოთ ონლაინ ტრეიდინგი საქართველოში და ივაჭროთ თქვენთვის სასურველი სავაჭრო ინსტრუმენტებით.

რამდენი ფულია საჭირო ტრეიდინგისთვის

ისწავლეთ ფორექსის შესახებ

როგორც ხედავთ, ონლაინ ტრეიდინგის კონცეფცია საკმაოდ მარტივია, თუმცა მთელი სირთულე მდგომარეობს წარმატებულად ვაჭრობაში, რასაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. სანამ სავაჭრო ანგარიშის გახსნას გადაწყვეტთ, აუცილებელია კარგად გაერკვეთ ფორექსში და მიიღოთ საბაზისო განათლება ტრეიდინგის შესახებ. ეს ძალიან მარტივია დღეს, როდესაც ინტერნეტი სავსეა უფასო რესურსებით.

პირველ რიგში. სცადეთ ამეტყველდეთ ფორექსის ენაზე. როგორც ყველა ინდსუტრიას, მასაც აქვს თავისი ტერმინები რომელთა ცოდნა აუცილებელია ონლაინ ტრეიდინგის დასაწყებად. ასეთი ტერმინებია მაგალითად საკრედიტო მხარი იგივე ლევერეჯი, მარჟებით ვაჭრობა, ლოტი, პუნქტი და ა.შ. ამ სიტყვეის ოდებობა საკმაოდ ბევრია, თუმცა მათი სწავლა რთული არ არის. შეგიძლიათ მოძებნოთ ფორექსის ლექსიკონი ინგლისურად ან რუსულად და შეიტყოთ რას ნიშნავს ესა თუ ისე ფრაზა და რა ფუქნქციის მატარებელია იგი.

მას შემდეგ, რაც ფორექსის ლექსიკაში გაერკვევით, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა საიტები ან იუთუბის არხები ტრეიდინგზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად. ამისთვისაც ბევრი ინგლისური რესურსი არსებობს, ჩვენს საიტზეც შემოგთავაზებთ ამ თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხების განხილვას.  ფორექსის შესასწავლად, ასევე გამოსადეგია წიგნები ტრეიდინგის შესახებ, სადაც საბაზისო ინფორმაცია ერთადაა თავმოყრილი. ზოგიერთი ასეთი წიგნი შეგიძლიათ ნახოთ ქართულ ენაზეც. თუ ინგლისურად კითხულობთ, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვთ, რადგან შესაძლებლონა გაქვთ, რომ შეიძინოთ ან უფასოდ გადმოწეროთ როგორც ჩვეულებრივი ასევე აუდიო წიგნები.

ამის შემდეგ შეგიძლიათ განავრცოთ თქვენი ცოდნა და ისწავლოთ სხვადასხვა სტრატეგიის შესახებ, რაც ონლაინ ტრეიდინგის დროს გამოიყენება. გარდა ამისა, გამოსადეგია მუდმივად სიახლეების გაცნობა და ფორექსის ბაზარის მონიტორინგი. შეარჩიეთ სავალუტო წყვილი, რომლითაც გსურთ ვაჭრობა სამომავლოდ და წაიკითხეთ მის შესახებ ანალიზები, რათა შემდეგ წარმოდგენა გქონდეთ ამ სავალუტო წყვილის შესახებ და იცოდეთ, თუ რასთანაა დაკავშირებული მისი კურსის ცვალებადობა.

ხშირად, შედარებით სულსწრაფი ტრეიდერები ხსნიან სავაჭრო ანგარიშს ერთი-ორი სტატიის წაკითხვის შემდეგ და იწყებენ ვაჭრობას რეალურ ანგარიშზე. ხოლო უფრო ფრთხილები ადამიანები კი ცდილობენ, რომ ისწავლონ რაც შეიძლება მეტი ფორექსის შესახებ, სანამ პირადად ჩაერთვებიან ამ საქმოანობაში.

პირველი კატეგორიის ადამიანები უმეტეს შემთხვევაში მაშინვე კარგავენ თავიანთ საწყის კაპიტალს, ხოლო მეორე ტიპის მოვაჭრეებს უფრო უადვილდებათ საკუთარი თანხების შენარჩუნება. სწორედ ამიტომ, მაშინ, როდესაც შეისწავლით ფორექსის შესახებ და სხვადასხვა სტრატეგიებს, უკვე შეგიძლიათ გახსენით დემო ანგარიში პრაქტიკისათვის.

ფორექსი საქართველოში

მიიღეთ პრაქტიკა

პრაქტიკისთვის გამოიყენება დემო ანგარიში. ის წარმოადგენს რეალური სავაჭრო გარემოს მიმსგავსებულ ვარიანტს. დემო ანგარიშზე ყველაფერი ისევეა როგორც რეალურ ანგარიშზე – თქვენ მიიღებთ ისეთივე ბილეთებს, გექნებათ იგივე სპრედი და ივაჭრებთ იმავე პლატფორმაზე. აქ ფასებიც იცვლება რელაურ დროში.

ერთადერთი განსხვავება დემო და რეალურ ანგარიშს შორის არის სავაჭრო კაპიტალი. ამ უკანასკნელზე თქვენ შეგავთ თანხა, რომელსაც იყენებთ სავაჭროდ, ხოლო პირველ შემთხვევაში ბროკერი გაძლევთ ვირტუალურ ფულს, რომლითაც შეგიძლიათ ვაჭრობა. რა თქმა უნდა, აქ სარგებელს ვერ მიიღებთ, რადგან თქვენი მოგებაც ვირტუალურია, თუმცა სამაგიეროდ შეგიძლიათ პრაქტიკაში გამოსცადოთ ვაჭრობა მანამ, სანამ სასწორეზე თქვენს კაპიტალს დაიდებთ.

დემო ანგარიშს თითქმის ყველა საბროკერო კომპანია სთავაზობს ტრეიდერებს. ზოგიერთ მათგანს აქვს დროის ლიმიტი და ის შეგიძლიათ მხოლოდ გამოიყენოთ 7 ან 30 დღის განმავლობაში. ამავრდოულად სხვა კომპანიებს მსგავსი ლიმიტი არ გააჩნიათ. დემო ანგარიშზე ბროკერები მომხმარებლებს აძლევენ გარკვეული რაოდენობის ვირტუალურ ფულს, თუ თქვენ წარუმატებელად ივაჭრეთ და ეს თანხა ამოგეწურათ, ძირითად შემთხვევაში ის ავტომატურად შეივსება.

გახსენი დემო ანგარიში XM-თან!

როგორ გამოიყენოთ დემო ანგარიში ეფექტურად?

იმისთვის, რომ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი დემო ანგარიშზე პრაქტიკიდან, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები:

  • თუ თქვენ გაქვთ წინასწარ შერჩეული სავაჭრო ინსტრუმენტი, მაგალითად EUR/USD, ივაჭრეთ თქვენ მიერ შერჩეული სავალუტი წყვილით დემო ანგარიშზე. ნუ ეცდებით ყველაფერი ერთდოულად გამოცადოთ. ამ გზით უფრო შეძლებთ, რომ გამოცდილება მიიღოთ იმ სავაჭრო ინსტრუმენტებთან, რომლით ვაჭრობაც გსურთ რეალურ ანგარიშზე.
  • რადგან დემო ანგარიშზე რეალური თანხით არ ვაჭრობთ, გამოიყენეთ რამდენიმე სტრატეგია და შეამოწმეთ, თუ რომელი მათგანი მუშაობს თქვენთვის. ამ გზით რეალური ვაჭრობის დაწყების დროს, უკვე გეცოდინებათ, თუ რომელი ტაქტიკა უნდა გამოიყენოთ.
  • დემო ანგარიში გახსენით იმ საბროკერო კომპანიასთან, რომელთანაც გსურთ მომავალში თანამშრომლობა. ასე წინასწარ, სავაჭრო ანგარიშზე თანხის შეტანამდე, შეამოწმებთ, მოგწონთ თუ არა საბროკერო კომპანია და რამდენად გსურთ მასთან რეალური ანგარიშის გახსნა. ასევე შეგიძლიათ წინასწარ დატესტოთ ის სავაჭრო პლატფორმა რომელსაც კონკრეტული საბროკერო კომპანია გთავაზობთ.
  • ივაჭრეთ დემო ანგარიშზე ისე, როგორც რეალურ ანგარიშზე. აქ თქვენ შეიძლება გქონდეთ იმაზე მეტი ვირტუალური ფული, ვიდრე თქვენი რეალური სავაჭრო კაპიტალია. ეს ძალაუნებურად შეგაჩვევთ დიდი კაპიტალით ვაჭრობას, რაც მომავალში ცუდად აისახება თქვენს ნამდვილ ანგარიშზე. ამიტომ ივაჭრეთ ისე, როგორც ამას გააკეთებდით რეალური ფულით, რათა მიიღოთ რეალობასთან მაქსიმალურად ახლო გამოცდილება.
  • აწარმოეთ დღიური და ჩაინიშნეთ ყველაფერი თქვენი ვაჭრობის შესახებ. როდის და რა პოზიცია გახსენით ან დახურეთ, რამდენი იყო თქვენი კაპიტალი, რამხელა საკრედიტო მხარი გამოიყენეთ, როგორი შედეგი მიიღეთ და რომელ სტრატეგიას იყენებდით. დროდადრო გადახედეთ თქვენს დღიურს და სცადეთ, რომ აღარ დაუშვათ იგივე შეცდომები. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ შეგექმნათ სწორი წარმოდგენა თუ რამდენად წარმატებულად ან წარუმატებლად ვაჭრობთ და რა უნდა გაითვალისწინოთ მომავალში.
  • დემო ანგარიშს ბევრი უპირატესობა აქვს, მაგრამ აქვს უარყოფითი მახასიათებლებიც. რადგან თქვენ რეალური, თქვენი თანხით არ ვაჭრობთ, ამიტომ არაფერი გაქვთ სანერვიულო და თქვენს გადაწყვეტილებაზე ემოციები არ მოქმედებს. ეს კი ძალიან ხშირია რეალური ვაჭრობის დროს. სწორედ ამიტომ, საჭიროა მიეჩვიოთ ემოციების კონტროლს და ცივ გონებაზე გადაწყვეტილებების მიღებას, იმის მიუხედავად წარმატებული გამოდგა თქვენი საქმიანობა თუ არა. როდესაც ნახავთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შედეგიანად ვაჭრობთ დემო ანგარიშზე, უკვე შესაძლებელია, რომ გახსნათ რეალური ანგარიში.

როგორ უნდა დაიწყოთ რეალურ ანგარიშზე ვაჭრობა წარმატებულად?

თუ თქვენ გაიარეთ ორივე ეტაპი, ანუ ისწავლეთ ფორექსის შესახებ და დემო ანგარიშიდანაც მიიღეთ გარკვეული პრაქტიკა, ამჯერად უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ ნამდვილი თანხებით ვაჭრობაზე. თუმცა სანამ ამას გააკეთებდეთ, გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რათა უკვეთ მოამზადოთ ამ პროცესისათვის.

რა არის ონლაინ ტრეიდინგი

დაისახეთ რეალური მიზნები

ბევრი ადამიანი უყურებს ფორექსს, როგორც გამდიდრების ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და მარტივ საშუალებას. თქვენ ალბათ გინახავთ სტატიები ან რეკლამები ადამიანების შესახებ, რომლებიც უსწრაფესად გამდიდრდნენ ვაჭრობის საშუალებით, იყიდეს სახლი, აგარაკი, მანქანა, იახტა, პირადი თვითმფრინავი და ზოგადად ცხოვრობდნენ ბედნიერად.

თქვენც რა თქმა უნდა გსურთ მიაღწიოთ იგივეს. ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომელთაც გამოიმუშავეს ბევრი ფული ფორექსის საშუალებით. თუმცა მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ამას დრო სჭირდება. როგორც იტყვიან, რომი ერთ დღეში არ აშენებულა. შესაბამისად, არც დამწყები ტრეიდერები არ იქცევიან პროფესიონალებად ერთ დღეში.

თუ თქვენ გექნებათ არარეალური მიზნები და წარმოდგენები, დიდი ალბათობით საბოლოოდ იმედგაცურებულები დარჩებით. ამიტომაც, ერთ თვეში გამდიდრების მოლოდინი ვერ იქნება რეალური. ამას სჯობს, დაისახეთ ისეთი მიზნები, რომლის მიღწევაც შესაძლებელია. დროთა განმავლობაში, როდესაც მეტი გამოცდილება, ცოდნა და პრაქტიკა გექნებათ, თავისთავად უფრო მეტის მიღწევასაც რეალური გახდება.

დაიწყეთ მცირედით და გამოიყენეთ ის თანხა, რისი დაკარგვაც შეგიძლიათ

მცირედით დაწყება ალბათ ყველაზე გამოსადეგი რჩევაა დამწყები ტრეიდერებისათვის. საწყის ეტაპზე გამოიყენეთ თქვენი საერთო კაპიტალის მხოლოდ მცირე ნაწილი. დაიმახსოვრეთ, როდესაც ფორექსზე ვაჭრობას იწყებთ, თქვენ ამას არ აკეთებთ გამდიდრებისთვის, არამედ სწავლისთვის. შესაბამისად გამოიყენეთ მხოლოდ მცირე თანხები, თუ მოგებაც მხოლოდ პატარა ოდენობის იქნება, ეს სულაც არაა ცუდი, თანაც ასეთ შემთხვევაში დანაკარგებიც მინიმუმადე იქნება დაყვანილი.

ვაჭრობისთვის გამოიყენეთ მხოლოდ ის თანხა, რისი დაკარგვაც შეგიძლიათ. ნუ ივაჭრებთ იმ ფულით, რომელიც განკუთვნილია ბინის ქირისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის, საკვები პროდუქტებისათვის ან სხვა აუცილებელი დანახარჯებისათვის. სავაჭროდ გამოიყენეთ თავისუფალი თანხა, რისი დაკარგვაც არ შეგიქმნით ფინანსურ პრობლემებს. ასეთ შემთხვევაში უფრო მშვიდად და რაციონალურად ივაჭრებთ.

განსაზღვრეთ დრო და სავაჭრო კაპიტალი წინასწარ

მიუხედავად იმისა, რომ ფორექსზე ვაჭრობა ნებისმიერი თანხით შეიძლება, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ დისციპლინა. წინასწარ განსაზღვრეთ, თუ რა დროს დაუთმობთ ვაჭრობას და რა თანხას დახარჯავთ ამ საქმიანობისთვის. ეს დაგეხმარებათ გქონდეთ კონსტრუქციული მიდგომა ამ საკითხის მიმართ და იყოთ უფრო წარმატებული.

თქვენი ფოკუსი დანაკარგის შემცირება უნდა იყოს და არა მოგება

როდესაც ონლაინ ვაჭრობას დაიწყებთ, აუცილებლად იქნება შემთხვევები, როდესაც დაკარგავთ თანხას. ეს გარდაუვალია და წინასწარ უნდა გქონდეთ გათვალისწინებული. ამ პროცესში პირველ ეტაპზე თქვენი ფოკუსი დანაკარგების შემცირება უნდა იყოს და არა მოგება. მხოლოდ ამ ეტაპის გავლის შემდეგაა შესაძლებელი უკვე სისტემატიური შემოსავლის მიღებაზე საუბარი.

ნუ ეცდებით დაიბრუნოთ დაკარგული თანხა მეტი ვაჭრობით

ეს ახალბედა ტრეიდერებში საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა. წამროიდგინეთ, რომ გახსენით პოზიცია, რომელიც თქვენთვის წამგებიანი აღმოჩნდა და თანხა დაკარგეთ. არავის მოსწონს ამ სიტუაციაში ყოფნა, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ფინანსურ ზარალს ეხება.

ასეთ დროს, ბევრი დამწყები ტრეიდერი ემოციებს მისდევს და ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული თანხა. შედეგად ის ხსნის ისეთ პოზიციებს, რომლებიც კარგად გააზრებული არ აქვთ. უმეტეს შემთხვევაში ასეთი სტილის ვაჭრობა მას კიდევ უფრო მეტ ფულს დაგაკარგვინებს. შესაბამისად ნუ ეცდებით ზარალის ამ ხერხით დაბრუნებას. თუ არ აპირებდით სხვა პოზიციების გახსნას ნუ გადადგამთ ამ ნაბიჯს, შეეგუეთ დანაკარგს და განაგრძეთ ვაჭრობა, როდესაც ამის გაკეთებას შეძლებთ რაციონალურად.

შეჯამება

ონლაინ ტრეიდინგის დაწყება რთული ნამდვილად არ არის. თქვენ გჭირდებათ შეიძინოთ საბაზისო ცოდნა ფორექსის შესახებ და ისწავლოთ როგორ მუშაობს ონლაინ ტრეიდინგი. აქ საჭიროა დრო დაუთმოთ პრაქტიკას დემო ანგარიშზე და გამოიყენოთ ის მაქსიმალურად ნაყოფიერად. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენეთ მხოლოდ ის თანხა, რომლის დაკარგვაც არ ჩაგაყენებთ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში.გარკვეული პერიოდის შედეგად, უკვე შეძლებთ მიიღოთ საჭირო გამოცდილება და ცოდნა მომავალში წარმატებული ვაჭრობისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *