ბიტკოინის ფასის შემცირებამ, ინვესტორთა 40% დააზარალა
2020 წლის ბოლოს, მსოფლიოს საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე, სხვადასხვა კრიპტოვალუტით ინვესტირება ძალიან აქტუალური და ხშირი გახდა. ბევრი ინვესტორი მნიშვნელოვან ფინანასრურ წინსვლას განიცდიდა 2021 წლის განმავლობაში, რადან სწორედ ამ პერიოდში, მცირე დროის მონაკვეთში ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად გაიზადა, რის ფონზეც ის დაახლოებით $ 50 000 ღირდა. აღმავლის ტენდენცია შენარჩუნების ფონზე, ინვესტორთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა მათ, 2020 წლის მონაცემებთან შედარებით, მაღალ ფასში იყიდეს კრიპტოვალუტა.
2022 წლის დასაწყისში კი, ბიტკოინის, ისევე როგორც სხვა ტიპის კრიპტოვალუტის საბაზრო ფასმა მნიშვნელოვნად დაიწყო კლება. ერთი კვირის მანძილზე, ღირებულება დაახლეობით 18%-ით შემცირდა ბიტკოინის, ხოლო 15%-ით კი ეთერიუმის შემთხვევაში. აღნიშნულის ფონზე, ბიტკოინის ღირებულება $50 000-დან $31 800-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით ბოლო დღეებში, ფასი $2 2000-ით შემცირდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ინვესტორთა დიდი ნაწილი დღეს არარეალიზებულ ზარალზეა. განსაკუთრებით ნეგატიურია მდგომარეობა მათთვის, ვინც ნებისმიერი სახის კრიპტოვალუტა, განსაკუთრებით კი ბიტკოინი, 2021 წელს შეიძინა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ამ დროს ბიტკოინის ფასი $50 000 – $69 000-ის ფარგლებში მერყეობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ კრიპტოვალუტა ბევრად უფრო მაღალ ფასად შეიძინეს ვიდრე ის დღეს ბაზარზე ღირს.
Glassnode-ს განცხადებით, რიგ შემთხვევებში, ინვესტორთა ზარალის რაოდენობა საეთო პორტფელის 50%-ზე მეტია, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბოლო წლის მანძილზე ბიტკოინის ფასი 66%-ით შემცირდა. მსგავსია ვითარება სხვა ტიპის კრიპტოვალუტის შემთხვევაშიც. კონკრეტულად, მნიშვნელოვან საფასო კლებას განიცდის Dogecoin, რომლის ფასი 85%-ით არის შემცირებული.
კრიპტოვალუტის ფასის შემცირების გამომწვევი მიზეზები
ზოგადად, კრიპტოვალუტის საბაზრო ფასი დამოკიდებულია ამერიკის საფონდო ბირჟების საერთო ტენდენციებსა და მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე. კრიპტოვალუტის, როგორც ახალი ტენდენციის განვითარებასთან ერთად, მზარდია კომპანიათა ტექნოლოგიურ ინდექსთან დაახლოებაც. აღნიშნულს ეწოდება Nasdaq, რომლის ზრდის პირდაპირპროპორციულადაც იზრდება კრიპტოვალუტის ფასი ბაზარზე.
ფაქტი, რომ Nasdaq-ის ფასი 26%-ით შემცირდა, ცხადჰყოფს იმას, რომ ამან იქონია გავლენა ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტის ღირებულების შემცირებაზეც. ამავე პერიოდში ბაზარზე მოქმედმა ტექნოლოგიურად ლიდერმა კომპანიებმა, როგორიცაა Amazon, Google, Apple, Tesla და სხვა, დაკარგეს დაახლოებით 1 ტრილიონი მოცულობის საბაზრო ღირებულება.
ბაზარზე მსგავსი მდგომარეობის მთავარ გამომწვევ მიზეზად სახელდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მონეტარული პოლიტიკის რეგულაციების გამკაცრება და რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, 0.5%-ით. აღნიშნულმა, ზოგადი ინვესტირების ინდექსების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია.
ინვესტორთა შიშის ინდექსი მნიშვნელოვნად იზრდება
ინვესტორები ფიქრობენ რომ FED-ის მიერ დაწესებული რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება და შესაბამისად ეს, ნეგატიურად აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, ისევე როგორც ზოგად საფინანსო ბაზარზე. ეს მეტად გაამწვავებს სამომავლო ინფლაციის პრობლემას, რაც თავისთავად ქმნის სტაგფლაციური მდგომარეობის შექმნის რისკს. ინვესტორების მსგავსი ერთიანი დამოკიდებულება შიშის ინდექსს ზრდის 10/100 ნიშნულამდე, რაც პოზიციების დახურვის სამომავლოდ, მზარდ ალბათობაზე მიანიშნებს.
ინფლაცია უკვე წამოადგენს საყურადღებო პრობლემას ბაზრისთვის, რადგან დღეის მონაცემებით, აშშ-ს ინფლაციური მაჩვენებელი 9.5%-ია, რაც ბუნებრივად გულისხმობს სამომხმარებლო პროდუქციაზე და სერვისებზე ფასების მნიშვნელოვან ზრდას და მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებას, რაც უკვე განიცდის 1.4%-იან კლებას.
საყურადღებოა მიკროეკონომიკური და ბიზნეს სექტორის როლი აღნიშნული მდგომარეობის ჩამოყალიბებაში. ინფლაციის ზრდა მათ ოპერირებაზეც ნეგატიურად აისახება, რის ფონზეც ხშირია წამყვანი კომპანიების მიერ, ანალიტიკოსთა მოლოდინების ვერ გამართლება და დაღმავალი ტენდენციის შენარჩუნება.
მიმდინარე პერიოდში საგულისხმოა რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა საერთაშორისო იმპორტის, ექსპორტისა და საფინანსო ტრანზაქციების მოცულობა. კონკრეტულად, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, რუსული პროდუქტების და რესურსების მიმართ იმპორტის აკრძალვა, ნავთობზე ემბარგოს დაწესება და სხვა ბევრი ცვლილება, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იყო ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის ცვლილებისა და რეგულაციების გამკაცრების.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მდგომარეობის მთავარი გამომწვევი მიზეზი გლპობალურ ბაზარზე არსებული პრობლემებია, რომელთა სიმწვავის შემცირება თავისთავად შეამსუბუქებს საფასო ბაზრის მდგომარეობას. კონკრეტულად, Nasdaq-ის ინდექსის გაუჯობესებას, ინვესტორთა შიშის ინდექსის შემცირებასა და მოსახლეობის ინტერესს აღდგენას მნოშვნელოვნად პოზიტიური გავლენა ექნება, პრობლემის მიმართ, თუმცა ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი პერიოდი, რაც შეიძლება რამდენიმე თვესაც მოიცავდეს. ვალიდურობისთვის, ექსპერტები მაგალითად ასახელებენ 2021 წლის გაზაფხულზე, კრიპტოვალუტის ფასის მნიშვნელოვან კლებას, რომელიც ოთხი თვის მანძილზე გაგრძელდა, თუმცა შემოდგომ პერიოდში უმაღლეს ნიშნულს, $69 000-ს გაუტოლდა.