როგორ ვმართოთ საკუთარი ფული ეფექტურად

როგორ ვმართოთ საკუთარი ფული ეფექტურად post thumbnail image

საქართველოში ადამიანების ძალიან მცირე ნაწილი ახერხებს საკუთარი ფულის სწორად განაწილებას. სამწუხაროდ ფულის მენეჯმენტი პოპულარული არ არის და ამის შესახებ ინფორმაცია ბევრს არ აქვს, მაშინ როდესაც ეს ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან უნდა ისწავლებოდეს. შედეგად ადამიანების უმრავლესობა ჩვენს გარშემო ცხოვრობს მხოლოდ ხელფასზე და თანაც, თვიდან თვემდე  სწრაფი სესხების ან კრედიტის აღება უწევს, ან იძულებულია მეგობრებსა და ახლობლებს გამოართვას ფული. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ხელფასის ოდენობის ბრალია, გარკვეულწილად მართალი ხართ. საქართველოში საშუალო შემოსავალი ძალიან დაბალია, განსაკუთრებით იმ ფონზე როდესაც ყველა პროდუქტი თუ მომსახურება ძვირდება, ხოლო ხელფასები კი არ იცვლება. თუმცა მთავარი პრობლემა ხელფასის ოდენობა არ არის. არიან ადამიანები რომელთაც საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვთ, მაგრამ მაინც უწევთ ვალების აღება, რათა შემდეგ ხელფასამდე თავი გაიტანონ. მაშინ რაშია პრობლემა?

მთავარი პრობლემა არცოდნაა, და როდესაც საქმე ფინანსებს ეხება არცოდნა ნამდვილად არ არის არცოდვა. საქართველოში ადამიანების უმრავლესობისათვის ფინანსურ მდგომარეობაზე ფიქრი თავის ტკივილია. როდესაც ფულზე ფიქრობთ თქვენი აზრებია “არ მაქვს საკმარისი ფული,” “ვალები მაქვს გადასახდელი და არაფერი მრჩება,” “საიდან მოვიტანო  ფული ხელფასამდე,”  “სულ არ მყოფნის ხელფასი” და ა.შ. შესაბამისად ფულზე ფიქრი დაკავშირებულია უარყოფით ემოციებთან. ჩვენი ტვინი მარტივადაა მოწყობილი, ის ცდილობს თავიდან აირიდოს ყველაფერი საშიში და უარყოფითი. შესაბამისად თქვენც ძალაუნებურად თავიდან იცილებთ თქვენს ფინანსებზე ფიქრს, მითუმეტეს მაშინ როდესაც ფინანსური პრობლემა გაქვთ. მაგალითად, თუ დღეს 20 რიცხვია, თქვენ კი 30-ში კრედიტი გაქვთ გადასახდელი, მაგრამ ამის ფული არ გაქვთ, ცდილობთ არ იფიქროთ ამაზე, რომ შფოთი თავიდან აიცილოთ და მხოლოდ 2-3 დღით ადრე იწყებთ ნერვიულობას.

შესაბამისად მთავარი პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს არ სურთ თავიანთ ფინანსურ მდგომარეობაზე ფიქრი და მეტიც, ამაზე კონტროლის აღება. ამასთანავე მათ არ იციან რა უნდა გააკეთონ იმისთვის რომ სწორად მართონ თავიანთი ფული, რადგან ეს მათთვის არავის უსწავლებია.  თუ თქვენთვისაც პრობლემას წარმოადგენს თვიდან თვემდე ხარჯების განსაზღვრა და დაგეგმვა ისე, რომ მომდევნო ხელფასის დღემდე მშვიდად იყოთ წაიკითხეთ 15 ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ფულის მენეჯმენტისათვის.

გაანალიზეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა

რამდენადაც მთავარი პრობელმა ისაა, რომ ადამიანების უმრავლესობას საკუთარ ფინანსებზე კონტროლი დაკარგული აქვს, პირველი ნაბიჯი სწორედ ამ კონტროლის დაბრუნებაა. თუ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარია, ხოლო ჯამში 5000 ლარის სესხი გაქვთ სხვადასხვა ბანკში, კრედიტორებთან თუ თანამშრომელთან, ბუნებრივია, რომ ამაზე ფიქრი სულაც არ გინდათ. თუმცა ამის გაანალიზება აუცილებელია. იმისთვის, რომ პრობლემა გადაჭრათ, საჭიროა ის ბოლომდე გაცნობიერებული გქონდეთ. ამიტომაც აიღეთ ფურცელი ან გახსენით ექსელის ფაილი (უმჯობესია თუ ამას ექსელის ფაილში გააკეთებთ) და თვეების მიხედვით ჩამოწერეთ თქვენი შემოსავალი და სესხი/განვადება. ეს დაგეხმარებათ ცხადად დაინახოთ რა თანხის დახარჯვა შეგიძლიათ თვის განმავლობაში და რამდენია თქვენი ჯამური სესხი, ასევე რა თანხა უნდა გამოყოთ მათ დასაფარად თვის განმავლობაში. თუ სესხი ან განვადება არ გაქვთ, მომილოცავს! შეგიძლიათ გამოტოვოთ შემდეგი პუნქტი და პირდაპირ მესამეზე გადახვიდეთ.

გადაიხადეთ ვალები რაც შეიძლება სწრაფად

ახლა უკვე იცით სად, ვისი და რამდენი ვალი გაქვთ. შემდეგი ნაბიჯია ამ ვალების რაც შეიძლება მალე გასტუმრება. იმისთვის რომ იგრძნოთ, რომ თქვენს ფინანსებს თავიდან ბოლომდე თქვენ აკონტროლებთ საჭიროა რომ თქვენი ფინანსები თქვენს განკარგულებაში იყოს. განსაზღვრეთ როგორ შეგიძლიათ დაფაროთ ვალები უფრო სწრაფად. მაგალითად შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი ყოველთვიური შესატანი თუნდაც მხოლოდ მცირე თანხით. გადახედეთ თქვენს ხარჯებსა და გეგმებს და მოიფიქრეთ საიდან შეგიძლიათ აიღოთ თანხა, იმისთვის რომ ვალები უფრო სწრაფად გადაიხადოთ. შეგიძლიათ ამავე პრინციპით აიღოთ თანხა და წინსწრებით დაფაროთ სესხის გარკვეული ნაწილი. თუმცა ამ შემთხვევაში წინასწარ უნდა გადახედოთ თქვენი სესხის თუ განვადების ხელშეკრულებას და დარწმუნდეთ, რომ ამისთვის რაიმე სახის ჯარიმა ან საკომისიო არ დაგერიცხებათ. ამისთვის შესაძლებელია ახალი შემოსავლის წყარო შეიქმნათ, რომლის მარტივად განსახორციელებელი მაგალთი ტრეიდინგია ისეთ ცნობილ ბროკერებთან როგირიცაა XM.  ეცადეთ რაც შეიძლება მალე დაფაროთ სესხები, რომ დაიბრუნოთ კონტროლი თქვენს სრულ ფინანსებზე და არ აიღოთ დამატებით ახალი სესხები.

დახარჯეთ იმაზე ნაკლები ვიდრე გამოიმუშავებთ

ამას შეიძლება პირადი ფინანსების მართვის ოქროს წესიც კი ვუწოდოთ. თავისთავად წესი ძალიან მარტივია, თუმცა მისი დაცვა ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს.  ადამიანებს უყვართ ფულის ხარჯვა და მათი უმეტესობა ხარჯავს იმაზე ბევრად უფრო მეტს, ვიდრე გამოიმუშავებს. სხვა შემთხვევაში ამდენი საკრედიტო კომპანიები, ლომბარდები და სწრაფი სესხის კომპანიები ნამდვილად არ იარსებებდნენ. იმისთვის, რომ დახარჯოთ იმაზე ნაკლები, ვიდრე გამოიმუშავებთ,  საჭიროა გქონდეთ პრიორიტეტების სია. არის გარკვეული ხარჯები, რომელთაც თავიდან ვერ აირიდებთ რადგან სერვისები აუცილებლად გჭირდება (მაგალითად საკვები, ელექტროენერგია და ა.შ) თუმცა, არის ხარჯები, რომლებიც შესაძლოა გადადოთ შემდეგი თვისთვის, ან რომელზეც შესაძლოა საერთოდ უარი თქვათ. მთავარია, რომ როდესაც თვის ბოლოს ფინანსებს გადახედავთ თქვენი ბალანსი უარყოფითი არ იყოს. თუ თქვენი შემოსავალი 1000 ლარია, ყოველთვიური დანახარჯი მაქსიმუმ 950 ლარი უნდა იყოს.

პირველ რიგში საკუთარ თავს გადაუხადეთ

ჩვენ ყოველდღიურად უამრავ სერვისს თუ პროდუქტს ვიყენებთ და უამრავ კომპანიას ვუხდით ფულს. ჩვენ ფულს ვუხდით სახელმწიფოს, გადასახადების სახით, ვიხდით კომუნალურ გადასახადებს, სწავლის ფულს, საბანკო, სატელეფონო, სატანსპორტო თუ სხვა ტიპის მომსახურებების ფულს, ვიხდით სესხს ან განვადებას, იპოთეკას ან ბინის ქირას. მოკლედ, ჩვენი ხარჯების ჩამონათვალი ძალიან დიდია. აუცილებელ ხარჯებს ემატება ტანისამოსის, თავის მოვლის საშუალებების, დასვენების, გართობის და სხვა აქტივობების საფასური. ამდენ ხარჯებში ხშირად გვავიწყდება რომ საჭიროა პირველ რიგში საკუთარ თავს გადავუხადოთ. აუცილებელია გვქონდეს თანხა, რომელსაც შევინახავთ სამომავლოდ. სხვა შემთხვევაში მუდმივად მოგვიწევს ფინანსური მდგომარეობა. გადაიხადეთ მცირე თანხა იმისთვის, რომ მომავალში მშვიდად იყოთ. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ დანაზოგისთვის გადადოს ის თანხა, რაც ხელფასიდან მორჩება. მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თუ ასე გააგრძელებთ ფიქრს, დანაზოგს ვერასოდეს გააკეთებთ, რადგან ხელფასიდან უბრალოდ არაფერი დაგრჩებათ. სწორედ ამიტომ, გადაუხადეთ თქვენს საკუთარ თავს პირველ რიგში და გადარიცხეთ გარკვეული თანხა სხვა ანგარიშზე ან ანაბარზე. ეს თანხა დასაწყისისთვის შესაძლოა სულ რაღაც 10 ლარი იყოს, მთავარია გადაუხადოთ თქვენს თავს პირველ რიგში.

აკონტროლეთ თქვენი შემოსავალი და გასავალი

ეს ფინანსური კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. იმისათვის რომ სწორად განსაზღვროთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, გააკეთოთ ბიუჯეტი და დაიცვათ ის, საჭიროა იცოდეთ რაში ხარჯავთ თქვენს ფულს და რამდენს. ამისათვის აუცილებელია მუდმივად ჩაიწეროთ ინფორმაცია თქვენი შენაძენების შესახებ. ყოველდღიურად ჩაიწერეთ რამდენი ფული დახარჯეთ კონკრეტულ აქტოვობებში, პროდუქტში თუ სერვისში. შემდეგ დააჯგუფეთ ეს ხარჯები შესაბამისი კატეგორიების მიხედვით. ეს 3 რამეში დაგეხმარებათ:

  1.  გაიგებთ რეალურად სად მიდის თქვენი ფული, აღარ გექნებათ მომენტი, როდესაც საბანკო ანგარიშს შეამოწმებთ და აღმოაჩენთ რომ 200 ის ნაცვლად 2 ლარი დაგრჩათ.
  2.  შეძლებთ განსაზღვროთ სად ხარჯავთ ყველაზე მეტ ფულს. მაგალითად, შეიძლება აღმოაჩინოთ რომ თქვენი შემოსავლის 20%-ს ტაქსით მგზავრობაში ხარჯავთ, რადგან სამსახურში მუდმივად გაგვანდებათ და იძულებული ხართ ტაქსი გამოიძახოთ. ამის შედეგად შესაძლოა გადაწყვიტოთ  ნახევარი საათით ადრე გაიღვიძოთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროთ. ან შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენს სამსახურთან არსებულ საკვებ ობიექტში თითქმის ნახევარ ხელფასს ხარჯავთ და გადაწყვიტოთ საკვები სახლიდან ატაროთ და ა.შ.
  3. ამ მონაცემების შედეგად შეძლებთ კიდევ უფრო ზუსტად განსაზღვროთ თქვენი სამომავლო ხარჯები.

დისბალანსის გადასაჭრელად კი ეძიეთ საშუალებები, თუ როგორ გაზარდოთ შემოსავალი. ეს სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ, მაგალითად ონლაინ ტრეიდინგით ფინანსურ ბაზრებზე. ამაზე მეტი დეტალებს შეგიძლიათ ქვემოთ გაეცნოთ.

როგორ გავანაწილოთ ფული სწორად

დაგეგმეთ მსხვილი დანახარჯები წინასწარ

წინასწარ გათვალეთ რა მსხვილი დანახარჯები გელით ახლო მომავალში და დაიწყეთ ფულის გადადება ამისათვის. რა თქმა უნდა, ზოგიერთ მსხვილ დანახარჯს წინასწარ ვერ განსხაზღვრავ (მაგალითად, შესაძლოა მაცივარი გაგიფუჭდეთ და სასწრაფოდ ახლის ყიდვა გახდეს საჭირო). თუმცა, შეგიძლიათ განსაზღვროთ ის დანახარჯები, რაც აუცილებლად გექნებათ. ამის კარგი მაგალითია შვებულება და დღესასწაულები. მაგალითად, თუ გაზაფხულის დადგომისთანავე ელოდებით ზაფხულს რომ ზღვაზე გასარუჯად წახვიდეთ, შეგიძლიათ მზადება სწორედ გაზაფხულიდანვე დაიწყოთ.

ამას ძალიან ცოტა ადამიანი აკეთებს. ძირითადად ადამიანები არაფერს აკეთებენ შვებულებამდე, და მხოლოდ შემდეგ ფიქრობენ როგორ წავიდნენ ზღვაზე, რასაც ხშირად ვალების აღება მოსდევს. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ შვებულებამდე 5-6 თვით ადრე გადადოთ გარკვეული თანხა და თქვენი შვებულებისთვის საჭირო თანხის ნახევარი მაინც ააგროვოთ. შესაბამისად არ დაგჭირდებათ შვებულებისთვის სესხის აღება და შემდეგ ერთკვირიანი შვებულების თანხის მომდევნო შვებულებამდე გადახდა.

შეადგინეთ საყიდლების სია წინასწარ

ეს რჩევა ძალიან გაგიადვილებთ ყოველდღიურ ცხოვრებას. სანამ პროდუქტებისთვის საყიდლებზე წასვლას გადაწყვეტდეთ აუცილებლად ჩამოწერეთ სია, რისი შეძენა გსურთ და თან იქონიეთ საკმარისი თანხა მხოლოდ ამ პროდუქტებისათვის. საქმე იმაშია, რომ მსხვილი ქსელური სუპერმარკეტები დიდი ხანია სწავლობენ ადამიანების ჩვევებს, როდესაც ისინი საყიდლებზე არიან და წარმატებით იყენებენ ამას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუტი იყიდოთ. სწორედ ამიტომ არის ის პროდუქტი, რომელთა გაყიდვაც მაღაზიებს სურთ საშუალო სიმაღლეზე, რომ მომხმარებლებს ადვილად მოხვდეთ თვალში. ასევე, ამიტომ არის ტკბილეულის სექციები სალაროებთან, რომ რიგში დგომისას ხელს გააყოლოთ.  მაღაზიებს უამრავი ასეთი ხერხი აქვთ, რომელზე წამოგებაც ძალიან მარტივია. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება სულაც არ გინდოდეთ იოგურტი, მაგრამ ოთხი ორის ფასად მაინც კარგი შემოთავაზებაა.

თუ კონკრეტული სიის და განსაზღვრული თანხის გარეშე მიდიხართ პროდუქტების საყიდლად, შეიძლება სალაროსთან მისულმა აღმოაჩინოთ რომ 10 პროდუქტის ნაცვლად კალათაში 20 გაქვთ და ხარჯიც თითქმის გაგიორმაგდათ.  ასე რომ არ დაგემართოთ, აუცილებლად იქონიეთ კონკრეტული სია და სხვა არაფერი შეიძინოთ.

დაგეგმეთ კვება და სამსახურში საკუთარი საკვები ატარეთ

კიდევ ერთი ყოველდღიური რჩევა – დაგეგმეთ როგორ იკვებოთ მომდევნო კვირის განმავლობაში. ეს აუცილებლად დაგიზოგავთ ხარჯებს. ალბათ ხშირად გიფიქრიათ “რა გავაკეთო დღეს სახლში საჭმელად?” ან ოფისში თანამრომლებს ერთხმად გიკითხავთ “დღეს რა ვჭამოთ?”. ასეთი შემთხვევები ხშირად გარეთ კვებით ან საჭმლის გამოძახებით სრულდება. კითხვა “დღეს რა ვჭამო” შეიძლება იმდენად დამღლელი იყოს რომ გერჩივნოთ უბრალოდ მაღაზიაში გადაირბინოთ, და საჭმლის ნაცვლად სასუსნავებით მოიკლათ შიმშილი, რაც ასევე ზრდის თქვენს დანახარჯებს და ჯანმრთელობაზეც ცუდად აისახება.

იმისთვის რომ თქვენი ტვინი ბანალური გადაწყვეტილებების მიღებით არ დაღალოთ, წინასწარ შეადგინეთ იმ საკვების სია, რასაც მომდევნო კვირის განმავლობაში მიირთმევთ. დამერწმუნეთ, ასე უფრო ჯანსაღად იკვებებთ და ბევრად უფრო იაფადაც. გაამზადეთ საკვები წინასწარ და ატარეთ სამსახურში, ასე თქვენი ხელფასის დიდ ნაწილს დაზოგავთ.

გამოიყენეთ ნაღდი ფული ბარათის ნაცვლად

შეიძლება თქვათ, რაღა დროს ნაღდი ფულის გამოყენებაა, როცა ბარათით გადახდა ყველგან შეიძლება, და ბოლოს და ბოლოს კრიპოვალუტა არსებობს. და მართალიც იქნებით. უნაღდო ანგარიშსწორება ბევრად უფრო მარტივია და რამდენიმე დადებითი მხარე აქვს. არ გიწევთ თანხის ტარება ან ხურდის თვლა როდესაც რამეს ყიდულობთ. თუ თანხს დაკარგავთ ალბათ ვერასდროს დაიბრუნებთ, ბარათის დაკარგვის შემთხვევაში შეგიძლიათ მაშინვე დაბლოკოთ ის. ამასთანავე უკვე თითქმის ყველა ობიექტშია ტერმინალი, და შეგიძლიათ კომფორტულად, წამებში შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნივთი.

თუმცა, რაც უფრო მარტივია რაიმეს ყიდვა, მით უფრო მარტივია ბევრი ფულის ხარჯვა. უნაღდო ანგარიშსწორებისას თქვენ ვერ ხედავთ როგორ იხარჯება თქვენი ფული. შედეგად გიჭირთ თქვენი ხარჯების კონტროლი და ყიდულობთ ყველაფერს რაც გინდათ, სანამ არ მიხვდებით რომ ხელფასამდე 2 კვირაა დარჩენილი და თქვენ მხოლოდ 20 ლარი გაქვთ. უმჯობესია თუ უნაღდო ანგარიშსწორების ნაცვლად ნაღდ ფულს გამოიყენებთ. იქამდე მაინც, სანამ ფულის მენეჯმენტი თქვენს ჩვევად არ იქცევა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთელი თქვენი ხელფასი უნდა გამოიტანოთ და საფულეში ჩადოთ. განსაზღვრეთ რამდენი ფულის დახარჯვა გსუთ ერთი კვირის განმავლობაში, თუ გინდათ რომ 100 ლარზე მეტი არ დახარჯოთ, საფულეში მხოლოდ 100 ლარი იქონიეთ. ასე ვიზუალურად მარტივად გააკონტროლებთ რამდენ ფულს ხარჯავთ და დაიცავთ თავს ზედემეტი ფლანგვისაგან.

როგორ ვმართოთ ფული ეფექტურად

არ დახარჯოთ ემოციურად

ეს რჩევა განსაკუთრებით შოპინგის მოყვარულ ადამიანებს ეხებათ, თუმცა არამარტო მათ. ყველას გვიყვარს ახალი ნივთები, განსაკუთრებით ის ნივთები, რომლებიც აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენენ. ეს თითქოს ჩვენი თავის საჩუქარია, ასეთი ნივთების შეძენა განსაკუთრებით სასიამოვნოა. მაგალითად თუ ფეხსაცმელი არ გაქვთ და ამიტომ ყიდულობთ ეს სულ სხვა გრძნობაა, ვიდრე იყიდო ოცდამეათე ფეხსაცმელი მხოლოდ იმიტომ რომ ფერი მოგეწონა. რაიმეს შეძენა იმდენად სასიამოვნო გრძნობაა, რომ ადამიანები ხშირად მიმართავენ მას სტრესთან ან უარყოფით ემოციებთან გასამკლავლებლად.

თუ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით,  აუცილებლად დაფიქრდით რატომ გინდათ ამა თუ იმ ნივთის შეძენა. რამდენად საჭირო ან სასურველია თქვენთვის ეს ნივთი. სხვა დროსა და სხვა სიტუაციაში თუ შეიძენდით ამ ნივთს იმავე ფასად და ა.შ. უმჯობესია თუ საერთოდ თავს შეიკავებთ შენაძენის გაკეთებაზე. ასეთი იმპულსური ხარჯვა შესაძლოა ჩვევაშიც გადაგივიდეთ და რამდენჯერაც ცუდ ხასიათზე იქნებით იმდენჯერ მაღაზიებს მიაშუროთ და საბანკო ანგარიში გამოაცარიელოთ.

ისარგებლეთ მხოლოდ იმით, რაც გჭირდებათ

იყიდეთ და ისარგებლეთ მხოლოდ იმ ნივთებით, რაც შენთვის საჭიროა. მაგალითად, სულ არაა აუცილებელი გქონდეთ საკაბელო ტელევიზია, თუ ტელევიზორს თვეში ერთხელ უყურებთ. ასევე არაა საჭირო იმ ნივთების შეძენა, რომელიც არაფერში არ გჭირდებათ და რომელსაც ალბათ არასდროს არ გამოიყენებთ. როდესაც რაიმეში ფულის გადახდას გადაწყვეტთ დაფიქრდით ნამდვილად ღირს თუ არა თანხის დახარჯვა ამ პროდუქტში თუ სერვისში. ხშირად აღმოაჩენთ რომ სულაც არ ღირს გადაიხადოთ. ნუ შეიძენთ თავის მოვლის საშუალებებს, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ახალი იპოვეთ ან მეგობარმა გირჩიათ, მაშინ როდესაც ამ დანიშნულების პროდუქტები სახლში უკვე გაქვთ. იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ სერვისზე თუ პროდუქტზე.

აკონტროლეთ 4 პრობლემური დანახარჯი

ფული ხშირად გაუცბნობიერებლად გვეხარჯება. ხშირად ამის მიზეზად ასახელებენ 4 პრობლემურ დანახარჯს, რომელსაც ვერ აღვიქვამთ, თუ კარგად არ გადავხედავთ ჩვენს ბიუჯეტს. ამ ოთხ დანახარჯში ერთიანდება – მავნე ჩვევებში, კონკრეტულად სიგარეტში დახარჯული თანხა, ალკოჰოლი, ლატარია ან გემბლინგი და გარეთ ვახშმობა. შესაძლოა ცალკეულად ეს ხარჯები დიდი არ მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ დავაჯამებთ ერთ თვეში ამ პროდუქტებსა თუ აქტივობებზე დახარჯულ თანხას საკმაოდ დიდ მაჩვენებელს მივიღებთ. მაგალითად თუ თქვენ ყოველდღიური მოხმარებისთვის ერთი კოლოფი სიგარეტი გჭირდებათ და ყოველ პარასკევს მეგობრებთან ერთად გასართობად გადიხართ, თქვენი ყოველთვიური ხარჯი, მხოლოდ ამ აქტივობებისთვის დაახლოებით 400-500 ლარი იქნება.

ცალკეულად ეს თანხა შეიძლება ბევრი არ მოგეჩვენოთ თქვენი სიამოვნებისთვის და დაძაბული სამუშაო კვირის შემდეგ განტვირთვისათვის, მაგრამ თუ თქვენი შემოსავალი დაახლოებით 1000 ლარია, მაშინ ეს აქტივობები თქვენი ბიუჯეტის ძალიან დიდ ნაწილს იკავებს.  ამ თანხაში გათვალისწინებული არაა გემბლინგი, თუ მსგავსი პრობლემა გაქვთ, მაშინ თქვენი დანახარჯები გაცილებით მეტი იქნება. როდესაც საქმე მეგობრებთან ერთად გართობას ეხება, რასაკვირველია, არ ღირს ამაზე უარის თქმა. თანხის სწორი განკარგვა არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერზე, რაც მოგწონთ უარი უნდა თქვათ. მთავარია სწორად გაანაწილოთ თქვენი თანხები, ისე, რომ მეგობრებთან გართობის გამო ხელფასამდე ორი კვირა საარსებო თანხის გარეშე არ დარჩეთ.

მოაგვარეთ პატარა პრობლემები, სანამ ისინი გაიზრდება

ჩვენ საკმაოდ გადატვირთულ რეჟიმში ვცხოვრობთ, შესაბამისად ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას პატარ-პატარა პრობლემებს. ეს პრობლემები შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს, დაკავშირებული იყოს ჩვენს ჯანმრთელობასთან, სახლთან, ავტომობილთან, ტექნიკასთან თუ სხვა. როდესაც პატარა პრობლემები ჩნდება, ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ მათ, ვფიქრობთ რომ ისინი მოიცდიან. მაგალითად შეიძლება ავტომობილს მცირე პრობლემა აქვს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მას გამართულად მუშაობაში. შესაბამისად ჩვენ ვამბობთ, რომ ახლა ამისთვის არ გვცალია, დრო ან ფული არ გვაქვს და ვტოვებთ უყურადღებოდ. მანამ, სანამ პრობლემა არ გაიზრდება.  შედეგად, ვიღებთ იმას, რომ ის პრობლემა რაც შეგვეძლო მცირე თანხისა და დროის სანაცვლოდ მოგვეგვარებინა კიდევ უფრო გაიზარდა, შესაბამისად ახლა მეტი ფული და დრო ჭირდება. თანაც, როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როდესაც პრობლემები ყველაზე ნაკლებად გვჭირდება.

ამიტომაც, ნუ მიიყვანთ საქმეს კრიტიკულ სიტუაციამდე, უმჯობესია დღეს გადაიხადოთ მცირე თანხა, ვიდრე ხვალ ამაზე 10-ჯერ მეტის გადახდა მოგიწიოთ. ასე თქვენს ხარჯებსაც დაზოგავთ და დროსაც, რომელიც ასევე ფული ღირს.

მოძებნე დამატებითი შემოსავალი

თქვენ შეიძლება ყველა ზემოთ მოცემული რჩევა გაითვალისწინოთ და შეასრულოთ. ამის შედეგად თქვენ ნამდვილად იქნებით უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაში და გეცოდინებათ როგორ მართოთ თქვენი ფული სწორად. თუმცა ეს არ გაზრდის თქვენს შემოსავალს. აუცილებელია რომ კითხვასთან “როგორ ვმართო ფული” ერთად დასვათ მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი შეკითხვა – “როგორ გავზარდო ჩემი შემოსავალი.” აუცილებელია იფიქროთ იმ გზებზე, რომელთა საშუალებით შეძლებთ გქონდეთ მეტი შემოსავალი, დაზოგოთ მეტი თანხა მომავლისთვის, და საერთოდაც, იცხოვროთ უკეთ.

იფიქრეთ თქვენი უშუალო პროფესიის გარდა, რისი გაკეთება შეგიძლიათ, რაც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. ნუ შეიზღუდავთ თავს მხოლოდ იმით, რაც თქვენს პროფესიას ან ძირითად საქმიანობას ეხება. იფიქრეთ უფრო მასშტაბურად. იქნებ გავქთ ჰობი, რომლის შემოსავლის წყაროდ გარდაქმა შეგიძლიათ. ამის იდეალური მაგალითია დაიწყოთ ტრეიდინგი, რომლის ათვისება საკმაოდ მარტივად შეიძლება. მთავარია იპოვოთ სწორი პლატფორმა სავაჭროდ, როგორიცაა XM და გამოიყენოთ ბონუს შეთავაზებები, გაიდებთან ერთად.

დღეს თუნდაც მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით უამრავი რამის წამოწყება შეგიძლიათ, შეგიძლიათ იმუშაოთ სახლიდან სხვადასხვა მიმართულებებით და მიიღოთ დამატებითი შემოსავალი. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც მაგალითად ახალი სმარტფონის ყოდვა მოგინდებათ არ იფიქროთ რომ ამისთვის საკმარისი თანხა არ გაქვთ, ან მაშინვე სწრაფი სესხების ძებნა არ დაიწყოთ, არამედ დაფიქრდეთ იმაზე, როგორ გაზარდოთ თქვენი შემოსავალი, რომ სასურველი ნივთი იყიდოთ.

ისწავლე ინვესტიციების შესახებ

თუ თქვენ უკვე შეისწავლეთ როგორ უნდა მართოთ თქვენი თანხები სწორად და უკვე ჩვევად ჩამოგიყალიბდათ ფულის მენეჯმენტი, აუცილებლად დაიწყეთ სწავლა ინვესტიციებისა და ფინანსური ბაზრების შესახებ. თუ თქვენ დანაზოგს აკეთებთ, ისწავლეთ როგორ გამოიყენოთ და დააბანდოთ დანაზოგი ისე, რომ უზრუნველყოთ თქვენი მომავალი და თანაც მუდმივად მიიღოთ სარგებელი. თუ ეს დანაზოგი ჯერ კიდევ არ გაქვთ, იქამდე, სანამ თანხას დააგროვეთ დააგროვეთ ცოდნა ინვესტიციების შესახებ. ეს დაგეხმარებათ შეწყვიტოთ ცხოვრება ხელფასიდან ხელფასამდე და მიაღწიოთ ფინანსურ კეთიდლღეობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *