რა არის ფორექსი? ყველაფერი სავალუტი ბირჟის შესახებ

რა არის ფორექსი? ყველაფერი სავალუტი ბირჟის შესახებ post thumbnail image

რადგან ამ გვერდზე აღმოჩნდით ალბათ გინდათ შეისწავლოთ რა არის ფორექსი და თავად სცადოთ ბედი სავალუტო ბირჟაზე. სამწუხაროდ ამ დრომდე საქართველოში ეს არ არის გავრცელებული საქმიანობა, თუმცა ამ თემით დაინტერესებული ადამიანების რიცხვი დღითიდღე იზრდება. ისინი, ვისაც სურს ვალუტის ვაჭრობაში ჩართვა და ამით შემოსავლის მიღება ქვეყანაში რამდენიმე პრობლემას აწყდებიან.

პირველი და უმთავრესი პრობლემა ქართულ ენაზე ხარისხიანი სასწავლო მასალების ნაკლებობაა. ასევე რთულია უახლესი ინფორმაციის მოძიება, რადგან საქართველო არ არის იმ ქვეყნებს შორის, სადაც ფორექს ტრეიდინგი პოპულარულია. გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს არ აქვთ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული რეგულირებული საბროკერო კომპანიების შესახებ. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანები რომელთაც სურთ დაიწყონ ფორექს ბროკერებთან ვაჭრობა, საქართველოში სრულად არიან დამოკიდებული ინგლისურენოვან სასწავლო მასალებსზე და უწევთ დამოუკიდებლად გაიკვლიონ გზა სავალუტო ბაზრის სამყაროში.

ეს პრობლემები ართულებს ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯის გადაგმას, რადგან ადამიანებს ჰგონიათ, რომ ფორექსზე ვაჭრობის შესწავლა რთულია. ეს სტატია დეტალურად განიხილავს რას წარმოადგენს ეს ბაზარი და როგორ მუშაობს ის. ჩვენ ასევე განვიხილავთ, თუ რა არის სავალუტო წყვილები, ვინ არიან მონაწილე მხარეები, რა არის ფორექს ბროკერი, რა თანხებია საჭირო ვაჭრობის დასაწყებად, და როგორ უნდა დაიწყოთ ვაჭრობა სავალუტო ბირჟაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სტატია უპასუხებს თქვენს ყველა ზოგად შეკითხვას ფორექსზე ვაჭრობის შესახებ.

სტატიაში წაიკითხავთ

  • რას ნიშნავს ფორექსი
  • როგორ მიმდინარეობს ფორექსზე ვაჭრობა
  • რა არის სავალუტო წყვილები და რა განსხვავებაა მათ შორის 
  • ვინ არიან ფორექსის ბაზრის მონაწილეები და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ
  • რა არის სავაჭრო პლატფორმა და როგორი პლატფორმები არსებობს
  • რა თანხებია საჭირო ფორექსზე ვაჭრობის დასაწყისად
  • როგორ უნდა დაიწყოთ ფორექსზე ვაჭრობა საქართველოში

რა არის ფორექსი

ფორექსი (Foreign Exchange Market) არის ბანკთაშორისი ბაზარი. მისი ძირითადი პრინციპია ერთი ვალუტის თავისუფალი კურსით მეორეზე გაცვლა. ფორექსი წარმოადგენს ვირტუალურ სივრცეს რომელიც მუდმივად მუშაობს და 24 საათის განმავლობაში აძლევს ადამიანებს ვალუტის გაცვლითი კურსით სპეკულირების საშუალებას. ეს შეიძლება საკმაოდ რთულად ჟღერდეს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. რამდენადაც ფული ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ჩვენ ყველანი ჩართულენი ვართ სავალუტო ბაზარზე.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ ევროზონის წევრ ქვეყანაში სამოგზაუროდ. რასაკვირველია, თქვენ არ შეგიძლიათ იქ ლარებში პროდუქტებისა და მომსახების საფასურის გადახდა. ამიტომ წასვლამდე უნდა გადაცვალოთ ლარი ევროში. დავუშვათ, რომ თქვენ გადაწყვიტეთ გადაცვალოთ 1,000 ლარი ევროში. ამისთვის მიხვედით ბანკში ან ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში. ვალუტის გაცვლის მომენტში ერთი ევრო ღირდა 3.33 ლარი, შესაბამისად თქვენი 1,000 ლარით შეიძენთ 300 ევროს.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ევროპაში მოგზაურობისას თქვენს დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდით, რომელმაც გადაწყვიტა თქვენი მასპინძელი იყოს. თქვენ დაბრუნდით საქართველოში ისე, რომ 300 ევრო არ დაგიხარჯავთ. შემდეგ მიხვედით ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში რათა ეს თანხა კვლავ ლარში გადაგეცვალათ. თუმცა 1,000 ლარის ნაცვლად მიიღეთ 1,050 ლარი რადგან სანამ თქვენ ევროპაში ისვენებდით, კურსი შეიცვალა და ერთი ევრო უკვე 3.50 ლარი ღირს. ეს ნიშნავს რომ ქართული ვალუტა გაუფასურდა და თქვენ ამით მიიღეთ 50 ლარის ოდენობის სარგებელი

სწორედ ასე ხდება სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა, მყიდველი ერთი ვალუტით ყიდულობს მეორეს. როდესაც გაცვლითი კურსი იზრდება, მომხმარებელი უკან ყიდის ამ ვალუტას და იღებს მოგებას.

ფორექს ტრეიდინგი საქართველოში

როგორ მუშაობს ფორექსი

ფორექსზე ვაჭრობის დროს ზემოთ მოცემული პრინციპი მუშაობს, თუმცა ვალუტით ვაჭრობა უფრო მასშტაბურია. რადგან მას არ აქვს ლოკაცია და წარმოადგენს საერთაშორისო ბაზარს, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის. ინტერნეტის საშუალებით მასში ჩართვა ძალიან მარტივია. მაშ ასე, როგორ მუშაობს ფორექსი?

ამ ბაზარში ჩართულია რამდენიმე მხარე, მათ შორის ცენტრალური და კომერციული ბანკები, საბროკეროები და ფიზიკური პირები. ამ სტატიაში, ჩვენ ყურადღებას სწორედ ფიზიკურ პირებზე ანუ ტრეიდრებზე გავამახვილებთ. იმისთვის, რომ ტრეიდერი ჩაერთოს ფორექს ტრეიდინგში ის ირჩევს საბროკერო კომპანიას და მასთან ხსნის სავაჭრო ანგარიშს. ბროკერი უზრუნველყოფს მას სავაჭრო პლატფორმით და სავაჭრო ინსტრუმენტებით (ამ შემთხვევაში სავალუტო წყვილებით). აუცილებელია ბროკერი სწორად შევარჩიოთ. ის უნდა იყოს ტრეიდერზე ორიენტირებული და უსაფრთხო. მაგალითისთვის ავიღოთ XM რომელიც ბონუსების მრავალფეროვნებითა და დადებითი რეპუტაციით გამოირჩევა. არსებობს რამდენიმე ტიპის სავაჭრო პლატფორმა და სავალუტო წყვილი, თუმცა ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ.

მას შემდეგ, რაც ტრეიდერს არჩეული აქვს საბროკერო კომპანია და გახსნილი აქვს ანგარიში, მან უნდა შეარჩიოს ვალუტა რომლითაც გააკეთებს პირველ დეპოზიტს. საერთაშორისო ბროკერები ამისათვის ძირითადად სთავაზობენ აშშ დოლარს, ევროს ან ფუნტ სტერლინგს. ამის შემდეგ, ტრეიდერი აკეთებს პირველ შენატანს თავის სავაჭრო ანგარიშზე, ირჩევს სავალუტო წყვილებს და იწყებს სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობას.

სავალუტო წყვილები

იმისთვის რომ მომგებიანათ ივაჭროთ ფორექსის ბირჟაზე აუცილებელია სწორად აარჩიოთ სავალუტო წყვილი. როგორც იცით მსოფლიოში უამრავი ვალუტაა, მათი ღირებულება ერთმანეთისაგან განსხვავდება და მუდმივად იცვლება.

მაგალითად თუ თქვენ გადაწყვეტთ შეიძინოთ მანქანა რომელიც იყიდება დოლარში, თქვენ მოგიწევთ სხვა თანხის გადახდა (ლარში) ვიდრე ადამიანს პოლონეთში, რომელმაც დოლარი ადგილობრივი ვალუტით (ზლოტით) უნდა იყიდოს. ცხადია, ლარისა და ზლოტის კურსი დოლართან მიმართებაში განსხვავებულია.

ფორექსში სავალუტო წყვილები დაყოფილია სამ ძირითად კატეგორიად თავიანთი მახასიათებელი თვისებების მიხედვით. არსებობს ძირითადი, მეორეხარისხოვანი, და ე.წ ეგზოტიკური სავალუტო წყვილები.

ძირითადი სავალუტო წყვილები

ძირითად სავალუტო წყვილებად მიჩნეულია ისეთი წყვილები, რომლებშიც ერთ მხარეს დგას აშშ დოლარი, ხოლო მეორე მხარეს ჩამოთვლილი ვალუტიდან რომელიმე: EUR, GBP, AUD, CHF, CAD, JPY და NZD. ამ ვალუტით შემდგარი წყვილები მიჩნეულია ძირითად სავალუტო წყვილებად, მაგალითად EUR/USD  ან GBP/USD და სხვა. ძირითადი სავალუტო წყვილები ხშირად გამოირჩევა შედარებით ნაკლები მერყეობით და უფრო მეტი მდგრადობით.

მეორეხარისხოვანი სავალუტო წყვილები

მეორეხარისხოვანი სავალუტო წყვილები შედგება ზემოთ ჩამოთვლილი ვალუტისაგან. განსხვავება ძირითად და მეორეხარისხოვან სავალუტო წყვილებს შორის მხოლოდ ის არის, რომ ეს უკანსასკნელი არ შეიცავს აშშ დოლარს. შესაბამისად მეორეხარიხოვან წყვილებად ითვლება EUR/AUD, GBP/CAD. AUD/JPY და სხვები. ასეთი წყვილები ზოგადად გამოირჩევიან შედარებით უფრო მეტი მერყეობით, ვიდრე ძირითადი სავალუტო წყვილები.

ეგზოტიკური სავალუტო წყვილები

ეგზოტიკური სავალუტო წყვილები –  როგორც წესი, ასეთი წყვილები შედგება ძირითადი ვალუტისაგან, წყვილის მეორე მხარეს კი არის განვითარებადი ქვეყნის ვალუტა. მაგალითად თუნდაც ქართული ლარი. შესაბამისად, GBP/GEL ჩაითვლება ეგზოტიკურ სავალუტო წყვილად. ისინი ხასიათდებიან უფრო მეტი მერყეობით რადგან განვითარებადი ქვეყნების ვალუტები ხშირ შემთხვევაში უფრო ნაკლებად მყარია.

როგორც ხედავთ, მსოფლიოში ძალიან ბევრი სავალუტო წყვილი არსებობს, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ერთი ფორექს ბროკერი ვერ სთავაზობდეს ტრეიდერს წვდომას ყველა მათგანთან. როგორც წესი, თითოეული პროვაიდერი სთავაზობს ტრეიდერებს ძირითად სავალუტო წყვილებს. ზოგიერთი მათგანს ასევე აქვს წვდომა მეორეხარისხოვან და რამოდენიმე ეგზოტიკურ წყვილზეც. ამიტომ აუცილებელია, ბროკერის შერჩევამდე განსაზღვროთ რომელი ვალუტებით გსურთ ვაჭრობა და დარწმუნდეთ რომ ბროკერს ნამდვილად აქვს ამის შესაძლებლობა.

ზოგიერთი ფორექს ბროკერი მომხმარებელს სთავაზობს სავაჭრო ინსტრუმენტების. მაგალითად XM საბროკერო კომპანიასთან შეგიძლიათ ივაჭროთ 55 სავალუტო წყვილით, რომელთა შორისაა ძირითადი, მეორეხარისხოვანი და ეგზოტიკური სავალუტო წყვილები.

დაიწყე ვაჭრობა XM-თან!

ფორექსის ბაზრის მონაწილეები

არსებობს ორი ტიპის ფორექსი – ინსტიტუციონალური და საცალო. როგორც ზემოთ ვოსაუბრეთ, ინსტიტუციონალურ ფორექსში ჩართულები არიან მსხვილი მოთამაშეები, მაგალითად კომერციული ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუციები.

საცალო ვაჭრობაში ჩართულები არიან ფიზიკური პირები, ტრეიდერები. ამ პროცესში ჩართულია ორი ძირითადი მხარე, მოვაჭრე და საბროკერო კომპანია. ტრეიდერი ვაჭრობს სავალუტო წყვილებით, ბროკერი კი აძლევს მას წვდომას სავალუტო ბირჟაზე, ხოლო ვაჭრობის პროცესი წარიმართება სავაჭრო პლატფორმაზე. მოდით ახლოდან გავეცნოთ ბროკერებს და სავაჭრო პლატფორმებს.

საბროკერო ფირმები საშუალებას გვაძლევენ დავიწყოთ სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა. არსებობს სამი ტიპის ბროკერი. მათ შორის განსხვავებების ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან ხშირ შემთხვევაში მათ შორის არჩევანს შეუძლია განსაზღვროს რამდენად წარმატებული იქნებით ფორექსზე ვაჭრობისას.

ბაზრის შემქნელი ბროკერები

ბაზრის შემქნელი, იგივე მარკეტ-მეიკერი ბროკერი, ამ ბაზარზე ყველაზე გავრცელებული კატეგორიაა. როდესაც ვაჭრობთ ბაზრის შემქნელ საბროკერო კომპანიასთან, ის დგას თქვენი გახსნილი პოზიციის საპირისპირო მხარეს. შესაბამისად, თუ თქვენ დაკარგავთ ფულს – ბროკერი მიიღებს მოგებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ მარკეტ მეიკერი თქვენს წინააღმდეგაა განწყობილი. ის მოგებას იღებს ნებისმიერ შემთხვევაში სპრედების საშუალებით. მარკეტ-მეიკერებთან ვაჭრობა შეიძლება მომგებიანი იყოს ტრეიდერებისათვის რადგან მათ არ ჭირდებათ შუამავალი, შესაბამისად შეუძლიათ საუკეთესო სპრედების შემოთავაზება და თქვენი დავალების სწარაფად განხორციელება.

ბროკერები საკუთარი დილინგ-დესკის გარეშე

ეს არის მარკეტ მეიკერის საწინააღმდეგო ტიპის ბროკერი. როგორც სახელი გვეუბნება, მათ თავად არ აქვთ დილინგ-დესკი, არ ჰქმნიან ბაზარს და ამისათვის იყენებენ შუამავალს. ამგვარ კომპანიებთან ვაჭრობის სისტემა მოქმედებს შემდეგნაირად: როდესაც თქვენ ხსნით პოზიციას, ბროკერი ეძებს ბილეთებს სხვადასხვა პროვაიდერებთან და გთავაზობთ მათ შორის საუკეთესოს. პროვაიდერები შეიძლება იყვნენ მარკეტ მეიკერი ბროკერები, ბანკები ან სხვა ფინანსური ინსტიტუციები.

ელექტრონული კომუნიკაციის ბროკერები (ECN)

ელქტრონული კომუნიკაციების ბროკერები ტრეიდერებს სთავაზობენ პლატფორმას რომელიც აკავშირებს მყიდველებსა და გამყიდველებს. ეს პლატფორმა საშუალებას აძლევს მარკეტ მეიკერებს გახნსან პოზიცია და დაუავშირდნენ სხვებს. ამგვარი პლატფორმები ძირითადად განკუთვნილია იმ ტრეიდერებისთვის რომლებიც ვაჭრობენ დიდი თანხებით, ან თუნდაც ინსტიტუციონალური ტრეიდერებისათვის. ამ პლატფორმებს ახასიათებს ყველაზე დაბალი სპრედები და დავალებების შესრულების სისწრაფე. კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ პოზიციის გახსნის დროს, სხვა მონაწილეებმა არ იციან თუ ვაჭრობის რომელ მხარეს ხართ თქვენ.

სავაჭრო პლატფორმები

წამატებული ფორექს ვაჭრობისათვის აუცილებელია სწორად აირჩიოთ სავაჭრო პლატფორმა. ეს არის ის სივრცე სადაც თქვენ ახორციელებთ სავალუტო ოპერაციებს, შესაბამისათ ეს ადგილი მნიშვნელოვანია თქვენი წარმატებისათვის. არსებობს რამდენიმე ტიპის სავაჭრო პლატფორმა.   ამაში იგულისხმება პლატფორმები რომლებიც საჭიროებენ გადმოწერა-ინსტალაციას და პროგრამები,  რომლებსაც არ სჭირდებათ ინსტალაცია.

ფორექსი საქართველოში

შესაძლოა თქვენთვის უფრო სასარგებლო იყოს თუ გამოიყენებთ იმ პლატფორმებს, რომლებიც საჭიროებენ ინსტალაციას. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია კომპანია “MetaQuotes” -ის MetaTrader 4 და MetaTrader 5,  რომლებიც ასევე გავრცელებულია სახელებით MT4 და MT5. მათ აქვთ სამი ძირითადი უპირატესობა:

  • ეს პროგრამები წარმოადგენენ პირველ და ყველაზე სანდო პლატფორმებს, რომლებიც გამოჩნდა ფორექსის ბაზარზე.
  • ისინი არიან ყველაზე გავრცელებული და თითქმის ყველა საერთაშორისო ბროკერი სთავაზობს მათ ტრეიდერებს.
  • მათი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მოწყობილობებზე, მათ შორის ლეპტოებსა და სმარტფონებზე.

ვებ-პლატფორმები არ საჭიროებენ გადმოწერას, ისინი შეგიძლიათ გახსნათ პირდაპირ ბრაუზერის საშუალებით.  ამასგარდა, ბევრი ბროკერი ქმნის თავის ვებ სავაჭრო პლატფორმას და სთავაზობს მათ თავიანთ კლიენტებს.

გარდა ტექნიკური განსხვავებისა, სავაჭრო პლატფორმები ფუნქციურადაც განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად ზოგიერთი პლატფორმით წვდომა გაქვთ ყველა ტიპის სავაჭრო ინსტრუმენტთან, ხოლო ზოგიერთ მათგანზე კი მათი რაოდენობა შეზღუდულია. ასევე თითოეულ პროგრამას აქვს თავისი დამხმარე იარაღები და ფუნქციები. შესაბამისად, პლატფორმა უნდა შეარჩიოთ მისი სანდოობისა და თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით.

რა თანხებია საჭირო ფორექსზე ვაჭრობის დასაწყებად?

ახლა, როდესაც თქვენ უკვე გაერკვიეთ რა არის ფორექსი და როგორ მუშაობს ის, თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ ბუნებრივი კითხვა – რა თანხებია საჭირო ფორექსზე ვაჭრობის დასაწყებად?

რა არის ფორექსი

საქართველოში ბევრს მიაჩნია რომ ფორექსზე ვაჭრობის დაწყება დაკავშირებულია დიდ კაპიტალთან და არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამ აზრში არის მცირე სიმართლის მარცვალი. იმისთვის რომ ვივაჭროთ ფორექსზე და მივიღოთ მუდმივი მზარდი შემოსავალი, საჭიროა გვქონდეს გარკვეული კაპიტალი რომელიც ამის შესაძლებლობას მოგვცემს. თუმცა იმისათვის რომ დავიწყოთ ფორექსზე ვაჭრობა, დიდძალი თანხების მობილიზება სულაც არ არის საჭირო.

პირველი ხარჯი, რომელიც დაკავშირებული არის ფორექსზე ვაჭრობასთან, არის მინიმალური დეპოზიტი, რომელსაც საბროკერო კომპანიები ითხოვენ. მათთან სავაჭრო ანგარიშის გახსნისას თქვენ ვალდებული ხართ  ჩარიცხოთ თანხა თქვენს სავაჭრო ანგარიშზე. ეს არ წარმოადგენს ბროკერის საკომისიოს ან მომსახურების საფასურს, ის სრულად აისახება თქვენს სავაჭრო ანგარიშზე და სრულიად შესაძლებელია მისი ვაჭრობისათვის გამოყენება.

სხვადასხვა ბროკერებს აქვთ განსხვავებული მოთხოვნები მინიმალური დეპოზიტისათვის. ზოგიერთი მათგანი ითხოვს $500-ს, ხოლო ზოგგან მხოლოდ $50-იც საკმარისია ანგარიშის გასახსნელად. ინფორმაცია მინიმალური დეპოზიტის შესახებ შეგიძლიათ შეამოწმოთ ბროკერის ვებსაიტზე, სადაც მოცემულია სავაჭრო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ აირჩიოთ ის ბროკერი, რომელსაც აქვს დაბალი მინიმალური დეპოზიტი და სწორედ მასთან დაიწყოთ ვაჭრობა.

მინიმალურ დეპოზიტთან ერთად თქვენ გჭირდებათ თანხა იმისათვის, რომ ივაჭროთ ფორექსზე. თქვენ შეგიძლიათ თავად შეადგინოთ ამისთვის ბიუჯეტი და თავად გადაწყვიტოთ რამდენ ფულს დახარჯავთ ამისთვის, ან რამდენად ხშირად ივაჭრებთ.

არ არსებობს კონკრეტული თანხა რომელიც საჭიროა ფორექს ვაჭრობის დასაწყებად, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ მხოლოდ $50-ით და თავად განსაზღვროთ თქვენი სავაჭრო კაპიტალი თქვენი შემოსავლების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ზოგიერთი ბროკერი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ბონუსებს.  ზოგ შემთხვევაში მომხმარებელი იღებს ფულად ბონუსს ბროკერისგან მას შემდეგ რაც სავაჭრო ანგარიშს გახსნის მასთან. ზოგიერთ ბროკერთან კი ტრეიდერს შესაძლებლობა აქვს გაზარდოს სავაჭრო კაპიტალი ბონუსის დახმარებით.

მიიღე XM-ის ბონუსი!

როგორ დავიწყოთ ვაჭრობა სავალუტო ბირჟაზე საქართველოში

საქართველოში სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა ჯერ კიდევ არ არის მნიშვნელოვნად გავრცელებული. ამის გამო იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მოწყვეტილები ვართ ფორექს სამყაროს. თუმცა სინამდვილეში ამ ბაზრის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის. შესაბამისად მნიშვნელობა არ აქვს სად ცხოვრობთ, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, თუ საქართველოში, მთავარია გქონდეთ კომპიუტერი, წვდომა ინტერნეტთან, მცირე დანაზოგი და რასაკვირველია სურვილი, რათა გამოიმუშაოთ ფული ფორექსის საშუალებით.

როგორ დავიწყოთ ფორექსზე ვაჭრობა

იმისათვის რომ დაიწყოთ სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა, აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი, რადგან ბროკერები არ მიიღებენ არასრულწლოვან კლიენტებს. ამავდროულად პირველი ეტაპზე არის საჭირო ზოგადი სავაჭრო განათლების მიღება. ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია წარმატებულად ვაჭრობა. თუ თავისუფლად ფლობთ ინგლისურ ენას, თქვენთვის საბაზისო განათლების მიღება გაცილებით მარტივია. არსებობს ძალიან ბევრი საიტი რომელიც მკითხველებს სთავაზობს საჭირო სტატიებს ფორექსზე, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეოები და წიგნები. ჩვენს საიტზე კი შეგეძლებათ გაიგოთ ყველაფერი ფორექსის შესახებ ქართულ ენაზე და მიიღოთ საჭირო განათლება ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად.

მას შემდეგ რაც მიიღებთ საბაზისო განათლებას, ნუ იჩქარებთ გახსნათ სავაჭრო ანგარიში ბროკერთან. თეორიულ ცოდნასთან ერთად აუცილებელია პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. ცხადია, არავის არ სურს ვაჭრობის წარუმატებლად დაწყება და საკუთარი კაპიტალის სრულად დაკარგვა. იმისთვის რომ ასე არ მოხდეს, უნდა მიიღოთ პრაქტიკული ცოდნაც, ნახოთ რამდენად კარგად გამოგდით ვაჭრობა, რომელი სტრატეგიაა თქვენთვის მომგებიანი და რისი შესწავლა გჭირდებათ დამატებით. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა დემონსტრაციული, ანუ დემო ანგარიშები. მსგავსი გამოცდილების მიღება შესაძლებელია რესპექტაბელურ ბროკერთან XM სადაც უამრავი საშუალებაა წარმატებული ვაჭრობისთვის. მხოლოდ აქ წარმატებულად ვაჭრობის შემდეგ თქვენ მზად იქნებით გახსნათ ნამდვილი ანგარიში და დაიწყოთ ვაჭრობა.

შეჯამება

როგორც ხედავთ იმისთვის რომ წარმატებულად ივაჭროთ ბევრი რამის სწავლა მოგიწევთ. ამ სტატიაში მცირედ შევეხეთ იმ თემებს რომელთა ცოდნაც აუცილებელია იმისათვის რომ შეგექმნათ წარმოდგენა,თუ რა არის ფორექსი და როგორ მიმდინარეობს ვაჭრობა ვალუტის ბირჟაზე.

ნუ შეგეშინდებათ სასწავლი მასალების სიმრავლის და ნუ ჩათვლით რომ ფორექსი თქვენთვის არ არის. საერთაშორისო სავალუტო ბაზარი ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც შეუძლია მასში მონაწილეობა და მისგან სარგებლის მიღება. როგორც თავად ნახეთ, ფორექსზე ვაჭრობისათვის არც არ არის აუცილებელი დიდი თანხები მობილიზება. თქვენ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ რა თანხის დაბანდება გსურთ ვაჭრობისათვის.

თუ თქვენ გაინტერესებთ ვალუტით ან სხვა ინსტრუმენტებით ვაჭრობა და ფიქრობთ რომ ფორექსი შეიძლება იყოს თქვენი შემოსავლის წყარო, წაიკითხეთ ჩვენი გზამკვლევები რომლებიც შექმნილია სპეციალურად დამწყები ტრეიდერებისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *